„დაუკვირდით სიზმრებს, ინტუიცია გიძლიერდებათ, იყავით წინდახედული და ყველაფერს შეძლებთ“ - ანზორ ოდიშარიას ასტროლოგიური პროგნოზი

„დღეს 26 ივნისია, დღე, როცა შეგვიძლია ჩვენი მოგზაურობა დავგეგმოთ. დღევანდელი დღე გზაჯვარედინია, არჩევანი უნდა გავაკეთოთ რა მიმართულებით გვჭირდება განვითარება“, - ამის შესახებ ეზოტერიკოსმა ანზორ ოდიშარიამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა. 

♈ ვერძი - დღევანდელი დღე განსაკუთრებული სიძლიერის მომტანია. დაფიქრდით, რა გადაწყვეტილების მიღება გჭირდებათ. შეიძლება ადამიანებმა დაგაბნიონ, შეცდომაში შეგიყვანონ, თუმცა თუ თქვენ დაუჯერებთ საკუთარ ინსტინქტს ყოველთვის სწორი იქნებით.

♉ კურო - თქვენს ირგვლივ მაცდურობის  ენერგია შემოდის. ნუ გაასესხებთ ფინანსებს, ენერგიას, სიყვარულს. ეცადეთ, დღევანდელი დღე ფინანსური ვალდებულებების გარეშე წარმართოთ, რადგან ეს შეცდომა იქნება. დღე წარმატებას გპირდებათ თუ თქვენ წინდახედული იქნებით.

♊ ტყუპები - ეცადეთ გაიხაროთ. დილას, როცა სარკეში ჩაიხედავთ, ბევრჯერ თქვით, რომ ბედნიერი ხართ, რადგან ახლა თქვენი პერიოდია. ნამდვილად გიმართლებთ და ყველა ის საკითხი, რომელიც აქამდე გაჩერებული იყო, ახლა შეგიძლიათ გააცოცხლოთ.

♋ კირჩხიბი - ძალა და ენერგია ძლიერია, იწყება ის პერიოდი, რომელიც წარმატებას გთავაზობთ და აზრებს, ემოციებს, განცდებს, ფიქრებს მოუსმინეთ. თქვენს გულს რა უნდა, რა ესაჭიროება, სად უნდა წარმართოთ, დედამიწაზე რატომ დაიბადეთ და რა არის თქვენი მთავარი მიზანი - თუ ამას აღმოაჩენთ, თვეს სწორად დაგეგმავთ.

♌ ლომი - ენერგია იზრდება, თუმცა პრობლემები გამოიკვეთება. ადამიანები, სირთულეები, განცდები დღეს ყველაფერი ხილვადი იქნება. ეცადეთ, ეს ყველაფერი ამოხსნათ, დაიმახსოვროთ, განიცადოთ, რომ მიხვდეთ თქვენგან რა საჭიროება არსებობს.

ქალწული - ენერგია იზრდება, შემოქმედებითი ძალა ზრდადია და პარტნიორულ-სასიყვარულო ურთიერთობაშიც ხელი გეწყობათ. ვინც სამსახურებრივ წარმატებას ელოდებით, მოქმედებაა საჭირო. გექნებათ შემოთავაზებები, შანსები ისეთ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც წარმატებაში დაგეხმარებათ.

სასწორი - ეცადეთ, ამ პერიოდის მანძილზე თქვენი ნივთები არ გასცეთ, ტანსაცმელი, აქსესუარები, ფული. მოუფრთხილდით საკუთარ ენერგორესურს. შეეცადეთ, დღის დამაბნეველ ენერგიას სწორად შეხვდეთ.

მორიელი - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს პერიოდი კარმული ამოცანებისთვის. რატომ ხდება თქვენს ცხოვრებაში ესა თუ ის მოვლენა, სწორედ დღეს გაირკვევა. დაუკვირდით სიზმრებს, ინტუიცია გიძლიერდებათ. იყავით წინდახედული და ყველაფერს შეძლებთ.

მშვილდოსანი - გაფართოების და წარმატების პერიოდი გაქვთ. კარიერა, ურთიერთობები, საცხოვრებლის შეძენა, ავტომობილის თუ სხვა ნივთების შეძენა. თუ ფინანსურ ტრანსლაციებს და ინვესტიციებს განახორციელებთ, თქვენთვის წარმატების მომტანი იქნება.

♑ თხის რქა - ძალა არის წესრიგში. ბევრი მოთხოვნებია სამყაროსგან, რაც უნდა გაამართლოთ. თუ თვლით, რომ დაიღალეთ, უკვე ძალიან ბევრია ის ყველაფერი, რასაც აკეთებ, იცოდეთ, რომ მთავარია მიხვიდეთ ბოლო წერტილში.

♒ მერწყული - პერიოდი გაძლევთ ძალას და იღბალს, მაგრამ ამავდროულად გიყენებთ პირობას, რომ კარმული პრობლემები, საბედისწერო მოვლენები უნდა გამოასწოროთ. ამისთვის საჭიროა დაფიქრდეთ, გააანალიზოთ პროცესი და შემდეგ იმოქმედოთ. დაუკვირდით სიზმრებს, რადგან წინასწარმეტყველურია.

♓ თევზები - დღე დაიწყეთ სეირნობით, აქტიურობით, წყალთან ურთიერთობით, ბუნებასთან კავშირით, რადგან ეს წარმატებაში დაგეხმარებათ. გაღვიძებისთანავე დაინახეთ მზე, აივსეთ სასიცოცხლო ენერგიით, თქვით, რომ ხართ ბედნიერი და დალოცოთ თქვენი გზა, მიზნები. ყველაფერს შეძლებთ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1719753399

სპორტი

„ის, რაც დღეს ფეხბურთის მოედანზე უნდა მოხდეს, ფეხბურთზე ბევრად მეტია...“ – კახა კალაძე

ის, რაც დღეს ფეხბურთის მოედანზე უნდა მოხდეს, ფეხბურთზე ბევრად მეტია, მჯერა, ჩვენი ბიჭების ბრძოლა დღესაც სიამაყით გვათქმევინებს – ჩვენ აქ ვართ, ჩვენ ვართ საქართველო!, – ამის შესახებ თბილისის მერი, კახა...

კახა კალაძე

1719749804

საზოგადოება

მჯერა, ჩვენი ბიჭების ბრძოლა დღესაც სიამაყით აღგვავსებს და გვათქმევინებს - ჩვენ აქ ვართ, ჩვენ ვართ საქართველო! - კახა კალაძე

„დღეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა. ის, რაც დღეს ფეხბურთის მოედანზე უნდა მოხდეს, ფეხბურთზე ბევრად მეტია“, - წერს თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში. კახა კალაძე აღნიშნავს,...

კახა კალაძე:

1719746420

ახალი ამბები

მეუფე იაკობი: ხან რა რეზოლუციას და ხან რას იღებენ - შიში აქვთ, უკრაინაში ომი რომ დამთავრდება, თვითონ არ გახდნენ დარტყმის ობიექტები - არცერთ ქვეყანას არ ეკითხება ის, ჩვენ რა კანონს მივიღებთ

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა საკვირაო წირვა ხირსის მამათა მონასტერში აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ მან მრევლს ქადაგებით მიმართა. მეუფე იაკობმა ისაუბრა საქართველოს ნაკრების ისტორიულ გამარჯვე...

ააა

1719744530

ახალი ამბები

არჩილ არველაძე ინგა გრიგოლიას: თქვენც კი ძალიან ბედნიერები ხართ და ლამაზად აშუქებთ ამ მოვლენას

ვეტერანი ფეხბურთელი აჩი არველაძე ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებაზე „ტვ პირველის“ ეთერში საუბრობს. არველაძე აღნიშნავს, რომ უხარია, როცა მთელი საქართველო ერთნაირად აღნიშნავს და ზეიმობს ამ მოვლენას...

ინჰა და აჩი

1719739196

საზოგადოება

2 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან სეტყვა და ქარის გაძლიერება - გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 2 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით,...

ამინდი