მეუფე იაკობი: ხან რა რეზოლუციას და ხან რას იღებენ - შიში აქვთ, უკრაინაში ომი რომ დამთავრდება, თვითონ არ გახდნენ დარტყმის ობიექტები - არცერთ ქვეყანას არ ეკითხება ის, ჩვენ რა კანონს მივიღებთ
ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა საკვირაო წირვა ხირსის მამათა მონასტერში აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ მან მრევლს ქადაგებით მიმართა.
მეუფე იაკობმა ისაუბრა საქართველოს ნაკრების ისტორიულ გამარჯვებაზე, ერთიანობის მნიშვნელობაზე და გააკრიტიკა საქართველოში გარე ძალების ჩარევის მცდელობები. მან მშვიდობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.
„ძალიან კარგი რამ მოხდა რამდენიმე დღის წინ. მართლაც გმირი ბიჭები არიან, რომლებმაც ეს სიხარული გვაჩუქეს. შეხედეთ, სულ ცოტა ხნის წინ, დადგმული სპექტაკლებივით რომ იყო და ძალიან ბევრი რომ გაიძახოდა - არა რუსულ კანონსო, ახლა ნახეთ რა ხდება, ყველა ხუთჯვრიან დროშებშია გახვეული - საქართველო, საქართველოო და ადიდებენ ღმერთს. რუსი ის არის, ვინც ამ კანონს [რუსულს] ეძახის. სხვა ქვეყნებს თუ შეუძლიათ თავიანთი კანონები ჰქონდეთ, არავის ეკითხება, არცერთ ქვეყანას ჩვენ რა კანონს მივიღებთ. ჩვენც უნდა ვისწავლოთ და ჩვენი დროშა წინ გამოვიტანოთ. ხუთ ჯვარზე ლამაზი რა უნდა იყოს. ხან რას და ხან რა რეზოლუციას იღებენ. მე არც ესტონეთის მიკვირს და არც ლიეტუვის, ჩვენზე ძალიან ცუდ გადაწყვეტილებებს რომ იღებენ. შიში აქვთ, უკრაინაში ომი რომ დამთავრდება, თვითონ არ გახდნენ დარტყმის ობიექტები, თუ საქართველო გახდა დარტყმის ობიექტი, ისინი თავისთავად აირიდებენ დარტყმას. ჩვენ ამას ხელს ნუ შევუწყობთ.
ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონის მიღება უნდათ და ოპოზიცია ამბობს, ეს არ არის აქტუალურიო. ვენეციის კომისია გვირჩევს, თურმე კონსტიტუციაში შევიტანოთ ცვლილება და უმსგავსობა დავაკანონოთ. თუ კარგად მიაჩნიათ ეს, თავიანთ ქვეყანაში ჰქონდეთ, ჩვენთვის ეს სისულელეა და იმათთვის შეიძლება ჭკვიანური იყოს. ამას საქართველოში ვერ ეღირსებიან. სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ და მაგას არავის გავატანინებთ“, - აცხადებს მეუფე იაკობი.
1719922003
საზოგადოება„მქონდა პანიკური შეტევები, ჰაერი არ მყოფნიდა, საოცრებები დამემართა...“ - ქრისტინე იმედაძის შთაბეჭდილებები მეგა შოუ „ვინ ვინ არის“ მონაწილეობის შესახებ
ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბრიტანული შოუს ანალოგი „ვინ ვინ არის“ მესამე სეზონის მეექვსე ტურში, აუტსაიდერები ზამბახის კოსტიუმებში და პანდას კოსტიუმში გამოწყობილი კონკურსანტები აღმოჩნდნენ. ნიღბის მოხ...
1719918218
ახალი ამბებიბოლნისში სუ-25 ჩამოვარდა - დაღუპულია მფრინავი
ბოლნისის მუნიციპალიტეტში კატასტროფა განიცადა საფრენ აპარატმა სუ-25. შედეგად, დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სა...
1719915214
საზოგადოებაქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ლეგენდარულ ანსამბლ „ერისიონს“ Black Sea Arena 24 აგვისტოს უმასპინძლებს!
24 აგვისტოს Starring Georgia-ს ფარგლებში შეკვეთილში ანსამბლი „ერისიონი“ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხესა და დროში თავიანთი შემოქმედებით გვამოგზაურებს, შემოქმედებით, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში...
1719908134
საზოგადოებასაქართველოს საფეხბურთო ნაკრების დახვედრის ცერემონიასთან დაკავშირებით, თავისუფლების მოედანზე მოძრაობა შეიზღუდება
დღეს, 2 ივლისს, თავისუფლების მოედანზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების დახვედრის ცერემონია გაიმართება. თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. „2 ივლის...
1719906346
საზოგადოებასაქართველო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე 46 000 ევროთი დააჯარიმეს
ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ფეხბურთის ეროვნული ფედერაციების უმეტესი ნაწილი, ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე UEFA-ს ორგანიზატორებმა ჯამში 1 293 645 მილიონი ევროთი დააჯარიმეს. ამის შესახებ ინფორმაციას The New Y...