„განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ ფინანსური კუთხით“ - ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა ვენერაა. უნდა იყოთ მაქსიმალურად უშიშრები, გამბედავები და გულწრფელობა აუცილებელია წვრილმანებშიც კი. გარდა ამისა კარგია ფიზიკური აქტივობა“, - ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა. 

ვერძი - განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ ფინანსური კუთხით. თუ რაიმე ხელშეკრულებაზე გექნებათ ხელი მოსაწერი კარგად შეისწავლეთ დეტალები და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება.

კურო -  მოგეთხოვებათ სიმშვიდე და სიდინჯე იმისთვის, რომ დღე წარმატებული იყოს. შესაძლოა მოინახულოთ ძველი მეგობრები, აღადგინოთ ურთიერთობები, გარდა ამისა, მიიღებთ რომანტიკულ სიურპრიზს.

ტყუპები - შესაძლოა ზედმეტად ემოციური და მგრძნობიარეები იყოთ. ეცადეთ, საკუთარ თავში იპოვოთ ბალანსი, რომ სწორად იმოქმედოთ.

კირჩხიბი - დღე წარმატებული იქნება თუ არ დაიზარებთ ინფორმაციის გადამოწმებას. ეცადეთ, ობიექტურად და რეალურად შეაფასოთ ყველაფერი რასაც მოისმენთ.

ლომი - თქვენი ენერგია ზენიტშია. გაგიმარტივდებათ შთაბეჭდილებების მოხდენა, განსაკუთრებით შთამბეჭდავი ენერგია გექნებათ. ნუ მოექცევით სხვისი ზეგავლენის ქვეშ.

ქალწული - ეს დღე წარმატებული იქნება. ინტუიცია ძლიერი გექნებათ და ლოგიკის გამოყენებით თქვენს დასახულ მიზანს მიაღწევთ. იმოქმედეთ!

სასწორი - იმოქმედეთ და ტყუილად ნუ ინერვიულებთ. ყველაფერი თქვენს ხელთაა. ხანდახან ყველაფერი ისე არაა როგორც თქვენ გინდათ, მაგრამ შემდგომ ხვდებით, რომ ასე ჯობდა. ეცადეთ მიჰყვეთ დღის დინებას.

მორიელი - მეტი სიმშვიდე და მოთმინება გმართებთ. რაღაცები შეიცვლება, გეგმები ისე არ წავა, როგორც გინდოდათ, მაგრამ ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ იქნება. ფეხი აუწყეთ დღის გამოწვევებს.

მშვილდოსანი - იმოქმედეთ დღის პირველ ნახევარში. ნებისმიერი მნიშვნელოვანი საქმე უმჯობესია ამ პერიოდში დაგეგმოთ, რადგან ეს დრო თქვენთვის ნაყოფიერი იქნება. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა სიტუაცია შეიცვალოს, გარკვეული უთანხმოებები შეგხვდებათ.

თხის რქა - თქვენი მიზანდასახულობა დღეს გამოგადგებათ მიიღოთ ის ინფორმაცია, რაც გჭირდებათ. ეცადეთ იყოთ უფრო მეტად დაკვირვებულები.

მერწყული - დღე წარმატებული იქნება, განსაკუთრებით პირველი ნახევარი. შეგიძლიათ ნაყოფიერად და აქტიურად გამოიყენოთ, დაგეგმოთ შეხვედრები, გადაჭრათ საქმეები. მეორე ნახევარში უმჯობესია განტვირთვა, გარემოს ცვლილება, დასვენება.

თევზები - იმოქმედეთ! რაღაც მომენტში შეიძლება დაწყებული საქმე შუა გზაზე გააჩეროთ, ეცადეთ ბოლომდე მიიყვანოთ, დაასრულოთ ყოველთვის ყველაფერი. გქონდეთ საკუთარი თავის იმედი.

შაბათი - დღე იდეალურია ცნობიერების ასამაღლებლად. ახალი ინფორმაციის მისაღებად.

კვირა - ამ დღეს შეგიძლიათ ყველა საქმე, რაც ადრე დაიწყეთ, დაასრულოთ. არ აჰყვეთ პროვოკაციებს და არ წარმოქმნათ კონფლიქტები.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1725729684

სპორტი

გიორგი ჩაკვეტაძემ ჩეხებს რიგით მეორე გოლი გაუტანა - ანგარიში 2:0

გიორგი ჩაკვეტაძემ ჩეხებს რიგით მეორე გოლი გაუტანა - ანგარიში 2:0. მანამდე კი ხვიჩა კვარაცხელიამ 11-მეტრიანი პენალტით ანგარიში გახსნა.  თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმართება. საქართველოს ერ...

ჩაკვეტაძე

1725727450

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩეხებს გოლი გაუტანა

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩეხებს გოლი გაუტანა - ანგარიში გაიხსნა. 1:0 ქართველთა სასარგებლოდ. თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმართება. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში არიან მამარდაშვილი...

კვარაცხელია

1725722193

ახალი ამბები

ავარია თუშეთში - დაღუპულია ერთი ადამიანი

თუშეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, საწვავმზიდს ერთ-ერთი მობილური კავშირგაბმულობის კომპანიის ანძისთვის საწვავი მიჰქონდა, რა დროსაც ის...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1725719181

სპორტი

საქართველო - ჩეხეთის მატჩის დაწყებამდე, ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე კუთვნილ ჯილდოს მიიღებს

დღეს, საქართველო - ჩეხეთის მატჩის დაწყებამდე, ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე კუთვნილ ჯილდოს მიიღებს. ინფორმაცია ეროვნული ნაკრების ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ვრცელდება.  გიორგი მიქა...

მიქაუტაძე

1725708925

საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 31 ახალი ევროპული სახანძრო ავტომანქანა შეიძინა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა თანამედროვე ევროპული სტანდარტების „ივეკო მაგირუსის“ 31 ახალი სახანძრო ავტომანქანა შეიძინა, რომელთა გადმოცემა ეტაპობრივად განხორციე...

მანქანა