ნახეთ, რა გელოდებათ, 4 აპრილიდან, 10 აპრილის ჩათვლით ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს - ტაროლოგის რჩევა
ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენთან, ჩვენი ერთგული მკითხველისთვის, ტაროს პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის, ტაროლოგ „HER MIT“-ისგან.
მაშ ასე, ნახეთ, „Her Mit“-ის რჩევები, რა გელოდებათ 4 აპრილიდან, 10 აპრილამდე შუალედში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს
ვერძი
თქვენი ნიშანი ამ კვირის განმავლობაში უჩვეულოდ იგრძნობს ემოციების მომძლავრებას. უმეტეს შემთხვევაში ეს იქნება შეყვარებულობის, ბავშვური აღფრთოვანების იმპულსები. რა თქმა უნდა კვირის ფავორიტი თემაა სასიყვარულო ურთიერთობები, ფლირტი. ამას გარდა ზოგადად ყველა ტიპის კომუნიკაცია ამ ეტაპისათვის წარიმართება არა ცივი გონებით, არამედ ემოციით.
ამ პერიოდში წარმატებაში დგას ყველანაირი სამსახური, ზოგადად შრომა და ამის შედეგად მიღებული დამსახურებული შედეგები. ახლა თქვენი შრომისუნარიანობა და გამძლეობა მაღალია. თქვენი პროფესიონალიზმი შეფასებულია და დაფასებული. ასევე, კარგი დროა სამსახურის მძებნელთათვის, ყველანაირი გასაუბრების გასავლელად და პროექტის წარსადგენად.
მიუხედავად ასეთი დადებითი და წარმატებული პერიოდისა, მოერიდეთ თავის გადამეტებას. ახლა არ გამოგადგებათ მოდუნება და მხოლოდ მიღწეულით ტკბობა. დღევანდელი ქმედება ხვალინდელი დღის საწინდარია.
კურო
მიმდინარე პერიოდში თქვენი ნიშნის ენერგეტიკა მიდრეკილია წარსულის დახურულ თემებში დასაბრუნებლად. აქ ბევრ თქვენგანს მოეძალება გარკვეული სინანული, ნოსტალგია, მონატრება. თუმცა, წარსულის გაცრეცილი ენერგია თქვენთვის უკან დამხევია. ეცადეთ მაქსიმალურად გადახედოთ და კიდევ ერთხელ და საბოლოოდ დაემშვიდობოთ მას.
ამ ეტაპზე თქვენს წარმატებულობას ყველა თქვენთვის საინტერესო თემაში განაპირობებს კომუნიკაცია, აქტიური კონტაქტები ნაცნობ თუ უცნობ ადამიანებთან. ყველაფერი გადაწყვიტეთ და განახორციელეთ გუნდურად. საქმიან სფეროშიც კი გამოიყენეთ პირადი კონტაქტები. კარგი დროა ყველანაირი შეხვედრებისთვის, წვეულებების მოსაწყობად, ზოგადად გართობისთვის.
კვირის განმავლობაში მოერიდეთ რაიმე იდეოლოგიის მიმდევარ ან თუნდაც რელიგიურ ჯგუფში გაერთიანებას. ზოგადად არ გაიზიაროთ „ფანატიზმი“, არ გახდეთ რაიმე მიმდინარეობაზე დამოკიდებული. ახლა განსაკუთრებით დაიცავით საკუთარი ინდივიდუალიზმი.
ტყუპები
ამ დროის პერიოდში თქვენი ნიშანი გარკვეულწილად შებოჭილია. შესაძლოა ბევრი თქვენგანისათვის გახდეს აქტუალური არასწორი და შემაწუხებელი ადამიანების ან სიტუაციების ხისტად მოცილება. ასევე, არც თქვენ ხართ დაცული იგივე სცენარისგან. თუ რომელიმე თქვენგანმა წინა პერიოდში დაარღვია სხვისი პირადი სივრცე, ან შელახა სხვისი თავმოყვარეობა, არ გაგიკვირდეთ რომ სწორედ თქვენ შეგეხოთ მსგავსი დამოკიდებულება.
ამ ეტაპზე წარმატებაში დგას ყველა ის მატერიალური, სამსახურებრივი თემა, ან პირადი ურთიერთობები, რაც აქამდე შეჩერებული იყო, ან თუნდაც დუნედ ვითარდებოდა; ამ საკითხების მიმართ კი თქვენ გქონდათ იმედი და მოთმინება, რის გამოც არ წყვეტდით ქმედებას.
კვირის განმავლობაში თქვენთვის რეკომენდებული არაა არავითარი აგრესიის გამოვლინება, თუნდაც ეს თქვენს თავდაცვას ესაჭიროებოდეს. ახლა, ისე როგორც არასდროს, გმართებთ თავმდაბლობა, თავშეკავება და მიმღებლობა ყველა მოვლენის მიმართ.
კირჩხიბი
თქვენი ენერგეტიკა ამ პერიოდში მეტ'ნაკლებად დუნეა, რაც უმეტესწილად ვლინდება გარკვეულ სიზარმაცესა და მელანქოლიურობაში. ბევრი თქვენგანისათვის ახლა მოლოდინი უფრო მისაღებია, ვიდრე ქმედება და მოპოვება. შესაძლოა ისეთი დარდიც შემოგაწვეთ, რასაც დიდად არც აქვს საფუძველი. ამდენად გახსოვდეთ, ამჟამინდელი ეგრეთ წოდებული „პრობლემები“ თქვენივე გაზვიადებულია, ან სრულიად საკუთარი წარმოსახვის შედეგია.
მიუხედავად ამ შენელებული განწყობისა, გამარჯვებების პოტენციალი, კონკურენტულ გარემოში მაღალი ადგილების დაკავების შანსები ძალიან დიდია. ანუ ყველაფერი თქვენს აქტივობაზეა დამოკიდებული. გაბედული და მონდომებული კირჩხიბები ბევრ წარმატებას მიაღწევენ როგორც სამსახურებრივ, ასევე პირად, სასიყვარულო ფრონტზე.
თუმცა, თქვენთვის ახლა არაა რეკომენდებული სრულიად ახალი საქმის წამოწყება. სამსახურის ან საცხოვრებელი ადგილის ცვლილება. ასევე, ახალ ფლირტში შესვლა.
ლომი
მიმდინარე კვირის განმავლობაში თქვენი ნიშანი არც მთლად დადებით აურაშია მოქცეული. კერძოდ, თქვენს გარშემო აქტიურდება ერთგვარი „მითვისების“ ენერგია, როცა ადამიანები ცდილობენ თქვენი შრომის, დროის რესურსის თუ რაიმე ნივთების მიტაცებას, მითვისებას.
ახლა ყველაფერი თქვენეული თვალის მომჭრელია და იზიდავს მრუდე ხელს. ამ ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ყველაფერს, რისი გაბნევაც, დაკარგვაც არ გსურთ. ამას გარდა, მოერიდეთ თქვენი შენაძენებისა და შემოსავლების გამომზეურებას. შეძლებისდაგვარად დაფარეთ ინფორმაცია და გეგმები საკუთარი თავის შესახებ. არ გასცეთ პირადი მონაცემები. გაუფრთხილდით დოკუმენტებს.
კარგი დროა ყველანაირი შემეცნებისთვის, სწავლისათვის, ინფორმაციის მოსაპოვებლად ყველა თქვენთვის საინტერესო თემასთან დაკავშირებით. თუმცა, ახლა ნაკლებად გყავთ თანამოაზრეები. ამდენად, თქვენი მიზნებისკენ იარეთ მარტომ, საკუთარი თავის იმედად.
ქალწული
კვირის ენერგეტიკას თქვენთვის პირადად შემოაქვს სრულიად ახალი იმპულსები. თქვენში იბადება ახალი იდეები და მიზნები, შემოდის განახლებული სასიცოცხლო ენერგია. ბევრი თქვენგანის ოჯახი პირდაპირ იზეიმებს ახალი წევრის მოვლინებას ან სანატრელი ბავშვის ჩასახვას. რა თქმა უნდა კარგი დროა ბავშვების სამკურნალოდ, ასეთი საჭიროების შემთხვევაში.
ასევე, პერიოდი ხელს უწყობს სრულიად ოჯახური, სახლის, საცხოვრებელი ადგილის საქმეების მოგვარებას; ოჯახური ბიზნესის წამოწყებას, სანათესავო არეალის გაფართოებას; პირადი ურთიერთობის გადაყვანას პარტნიორთა ოჯახების გაცნობისა და დაახლოების ჭრილში.
ამ პერიოდში მოერიდეთ კომპეტენტური და თქვენზე ზემდგომი პირების გავლენის ქვეშ მოხვედრას. თუნდაც სამსახურებრივ სიტუაციაში დეტალურად გადაამოწმეთ თქვენი ხელმძღვანელების დავალებები და თუნდაც მორიდების ან შიშის სანაცვლოდ არ დაუშვათ არანაირი გადაცდომა კანონთან ან თქვენს მორალურ ნორმებთან მიმართებაში.
სასწორი
ამ კვირაში ალბათ თქვენი ნიშანი გამორჩეულად დადებით ენერგიაშია მოქცეული და იზიდავს ყველანაირ კეთილგანწყობას, მეგობრულ დამოკიდებულებას. ახლა ყველა თქვენგანი მეტ-ნაკლებად ხართ საზოგადოების, ბოსების, პირადი გარემოცვის ყურადღების ცენტრში.
ბევრი თქვენგანი მიიღებს დიდ თუ მცირე საჩუქრებს საყვარელი ადამიანებისაგან თუ მეგობრებისგან. ასევე, ემოციურად გააქტიურდებიან სასიყვარულო პარტნიორები, თაყვანისმცემლები. თუნდაც საქმიანი პარტნიორები, დამსაქმებლები ამ ეტაპზე გამოავლენენ მეტ ადამიანურ ყურადღებასა და პატივისცემას. ზოგადად თქვენთვის ახლა სიახლეების, ან განახლებების დროა.
მიუხედავად ასეთი დადებითი პერიოდისა, ახლა თქვენთვის არაა რეკომენდებული სიჩქარე, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება, რამდენიმე საქმეზე ან პარტნიორზე ერთდროულად ჩაბღაუჭება. ზოგადად მოერიდეთ სატრანსპორტო საშუალებებს, სწრაფ მოძრაობას, აზარტულ თამაშებს. ასევე, ეცადეთ არ მოექცეთ სხვისი გავლენის ქვეშ, თუნდაც ვინმეს შეცოდების გამო.
მორიელი
კვირის ენერგეტიკას თქვენი ნიშნისათვის მოაქვს ამაღლებული, საზეიმო, ხალისიანი განწყობა. გადასარევი დროა ქორწინებისათვის, ყველანაირი გარიგებისთვის, ხელშეკრულებების დასადებად; ყველა საქმის ან ურთიერთობის გამოსააშკარავებლად, გასაოფიციალურებლად. ასევე, დადებითი პერიოდია მოგზაურობისათვის, ყველანაირი ფიზიკური გადაადგილებისათვის, ახალი სამსახურის ან ბიზნესის დასაწყებად; მატერიალური შესყიდვებისთვის, ან თუნდაც ფულადი სესხების ასაღებად.
ამ პერიოდში მიღებული შემოთავაზებები, რისი ალბათობაც ძალიან მაღალია, მეტ-ნაკლებად მისაღებია და შემოსავლის მომტანი. ასევე, შესაძლოა გამოჩნდნენ ახალი საქმიანი პარტნიორები ან თაყვანისმცემლები. ზოგადად თქვენს გარშემო მოვლენები შესამჩნევად დაიძვრება და წინ წაიწევს.
ამ პერიოდში მოერიდეთ ყველანაირი საქმის გადადებას, რაც არ უნდა არა საჩქაროდ და გარანტირებულად გამოიყურებოდეს ის. ხვალ შესაძლოა ყველაფერი სხვანაირად იყოს.
მშვილდოსანი
თქვენი ნიშნისათვის მიმდინარე ეტაპი ერთგვარად კარმულია, როცა თქვენს გარშემო „სამართალი“ აქტიურდება მისი ყველანაირი გაგებით. თუმცა, სამყაროს გადმოსახედიდან ყველაფერი იმ ჭრილში არ ჩანს, როგორც ჩვენ გვესმის და გვგონია. ამდენად, სადაც საჭიროა გამარჯვებული დარჩებით, ხოლო სადაც დამარცხდებით, იქ საკუთარ თავში ეძებეთ ამისი მიზეზი და პასუხი. ეტაპი დადებითია სასამართლო პროცესებისათვის და დავისათვის.
ამ პერიოდში მოერიდეთ წვრილმან ხარჯებსა და იაფფასიან საყიდლებს. ახლა შესაძლოა თანხა ისე შემოგეხარჯოთ, რომ შედეგად ვერც კი დაინახოთ თუ რას მოხმარდა. თუმცა ღირებული, ძვირფასი შენაძენებისთვის კარგი დროა. ასევე, ყველა თემასთან დაკავშირებით, თუნდაც სამსახურსა და ურთიერთობებში, დაიფასეთ თავი და აქაც არ „დახურდავდეთ იაფად“.
კარგი დროა აქამდე საორჭოფო საკითხების გადასაწყვეტად და დასალაგებლად. ამ პერიოდში მოახერხებთ სწორი არჩევანის გაკეთებასა და სწორი განაჩენის გამოტანას.
თხის რქა
მიმდინარე პერიოდი თქვენს ნიშანს უქმნის სრულიად მეგობრულ გარემოს, სადაც ბევრი ადამიანისაგან, თუნდაც არც ისეთი ახლობლებისგან, იგრძნობთ თქვენდამი ერთგულ დამოკიდებულებას. ამ პერიოდში შესაძლოა მივიწყებული სიტუაციებიდანაც კი მიიღოთ რაღაც პასუხები, ან სწორედ ახლა გაგიხსენონ ოდესღაც თქვენთვის მოცემული რაღაც დაპირებები.
მიმდინარე პერიოდი ზოგადად გიბიძგებთ სწრაფი გადაწყვეტილებებისკენ, გიქმნით რა შესაბამის სიტუაციებს. ახლა თითქოს თქვენებური ბევრი ფიქრი და სერიოზული მიდგომები არ გესაჭიროებათ. რაც უფრო ლაღად და სწრაფად უდგებით საკითხებს, მით უფრო მარტივად და უმტკივნეულოდ აღწევთ საწადელს. ამ პერიოდში ეცადეთ გაიფართოვოთ კომუნიკაცია.
კვირის განმავლობაში მოერიდეთ საკუთარი პერსონის იდეალიზაციასა და დამსახურებების წარმოჩენას, თავის გადამეტებას და ეგოცენტრულობას. რა თქმა უნდა თქვენი როლი რაიმე საქმეში უდავოდ მაღალია, მაგრამ უთქვენოდაც მოხერხდებოდა აუცილებლობის შემთხვევაში.
მერწყული
მიმდინარე პერიოდი პირველ რიგში საშუალებას გაძლევთ წამოიწყოთ ან განავითაროთ უკვე არსებული პირადი ურთიერთობები. ახლა ყველა თქვენგანი მეტ-ნაკლებად პოულობს საერთო ენას ახლობელ ადამიანებთან. ამ ეტაპზე თქვენი ენერგეტიკა ზუსტად და ჰარმონიულად რეზონირდება თქვენთვის საინტერესო პერსონებთან, ამდენად ზედმეტი ძალისხმევის გარეშეა შესაძლებელი ყველა ურთიერთობის დასტაბილურება და სიამოვნების მიღება ურთიერთობისაგან.
კარგი დროა საკუთარი თავის პატივსაცემად. ყველა სამედიცინო თუ გამაახალგაზრდავებელი პროცედურების ჩასატარებლად, ზოგადად იმიჯის შესაცვლელად. ასეთი მიდგომაა ახლა თქვენი ჯანმრთელობისა და ენერგეტიკის აღმდგენი და გენერატორი.
ამ პერიოდში განსაკუთრებით მოერიდეთ ყველანაირი აგრესიის გამოვლინებას, სარკაზმს და სიხისტეს, თუნდაც დამსახურებული მოთხოვნების ან საყვედურების გაჟღერებას. იმის გარდა, რომ ასეთ ქმედებებს ახლა არავითარი შედეგი არ ექნება, ნეგატივსაც დათესავთ.
თევზები
თქვენი ნიშანი ამ პერიოდში დინების საწინააღმდეგო მიმართულებაში ხვდება, რის გამოც შესაძლოა მეტ-ნაკლებად იგრძნოთ წინააღმდეგობები. ახლა თქვენი ენერგეტიკა დასუსტებულია, რის გამოც ვლინდება გარკვეული დაღლილობა და აპათია. აქამდე თუ აქტიურად ეზიდებოდით დიდ ტვირთს ყველას მაგივრად, ახლა შესაძლოა ეს აღარ მოგწონდეთ.
ამ პერიოდში განსაკუთრებულად გაუფრთხილდით როგორც ფიზიკურ ჯანმრთელობას, ასევე საკუთარ ფსიქიკას. შეძლებისდაგვარად შეიქმენით მაქსიმალურად მშვიდი და დადებითი გარემო. გაექეცით ნეგატივსა და აგრესიას, თუნდაც საახლობლო წრეში. ახლა სხვისი ინტერესებისათვის შრომა არაა თქვენი დავალება.
მიმდინარე პერიოდში ჯობია საკუთარ მოგებაზე და ინტერესებზე გაამახვილოთ ყურადღება, თუნდაც ვინმეს წყენინების ხარჯზე. თუმცა, ახლა არაა დიდი ცვლილებებისა და რადიკალური გადაწყვეტილებების დრო. არავის ხათრითაც კი არაფერს ისეთს არ შეეჭიდოთ, რასაც მიაქვს თქვენი ენერგია.
წყარო: „HER MIT“
მსგავსი სიახლეები:
1732474860
ჰოროსკოპი21 იანვარს პლუტონი მერწყულის ნიშანში 20 წლით გადავა - როგორო იმოქმედებს ეს მოვლენა ზოდიაქოს ნიშნებზე?
21 იანვარს პლუტონი მერწყულის ნიშანში 20 წლით გადავიდა, რაც შეცვლის მსოფლიო წესრიგს და ტენდენციებს ყველა ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. პლუტო...
1732470212
ჰოროსკოპიზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც 2024 წლის დეკემბერი ყველაზე წარმატებული და იღბლიანი იქნება
როგორც ასტროლოგები ამბობენ, 2024 წლის დეკემბრის მთავარი ფავორიტები ვერძის, სასწორისა და თხის რქის ნიშნის წარმომადგენლები იქნებიან. მათთვის ეს თვე წარმოუდგენელი იღბლის, მატერიალური კეთილდღეობისა და პოზ...
1732464081
საზოგადოებაკარდენახში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები - რას ჰყვება ადგილობრივი?
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარდენახში 2 ადამიანის მკვლელობასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. ადგილობრივების განცხადებით, 30 წლამდე კაცებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთმანეთს ესრ...
1732462096
საზოგადოება„უსასრულოდ მიყვარს საქართველო და ხალხიც საქართველოში“ - გიორგი მიქაუტაძე
სპორტული გვერდის Geo Team-ის დამფუძნებელი, სპორტული ჟურნალისტი საბა საპანაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას სიახლეებს მუდმივად უზიარებს. აღსანიშნავია, რომ საბა საქართველოს ეროვნ...
1732458495
სოციალური მედიაგიორგი მამარდაშვილის მეუღლე შვილის ფოტოს აქვეყნებს
კლუბ „ვალენსიას“ მეკარე, საქართველოს ეროვნული ნაკრების კარის „რკინის გუმბათი“ გიორგი მამარდაშვილი და მისი ოჯახი, ქართული საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი და საყვარელი ოჯახია. ცოტა ხნის წინ გიორგიმ...