„საკმაოდ ნაყოფიერი დღეა ურთიერთობების კუთხით, მარტივი იქნება სხვებზე შთაბეჭდილებების მოხდენა“ - 23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მარსია. უმჯობესია თავი შეიკავოთ ზედმეტი აქტივობისგან, მეტი სიმშვიდე და ჰარმონიულ გარემოში ყოფნაა სასურველი“, - ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა. 

ვერძი - არ გაბრაზდეთ თუ რამე ისე არ მოხდება, როგორც გინდოდათ. ხანდახან თქვენი პირველი იმპულსი აგრესიაა, რომელიც ხელს გიშლით. მოუსმინეთ მეგობრების რჩევას, გაითვალისწინეთ.

კურო - ნეიტრალური დღე გექნებათ. კარგი იქნება ძველი მეგობრების მონახულება, მათთან მეტი დროის გატარება. რუტინული საქმისგან თავი შეიკავეთ. აკეთეთ ის, რაც თქვენს გულს უხარია.

ტყუპები - მეტი მოთმინება გჭირდებათ. არ დაგეზაროთ ახსნათ თქვენი საქციელი, ხანდახან ეს საჭიროა. დღევანდელმა თქვენმა კრიტიკამ შესაძლოა საყვარელ ადამიანებს აწყენინოს, ასე, რომ ისაუბრეთ ფრთხილად.

კირჩხიბი - გექნებათ სტაბილური დღე. თუ მეტი წარმატების მიღწევა გსურთ, საკუთარ თავის იმედი გქონდეთ. იყავით შემართებით, იმოძრავეთ თქვენი მიზნებისკენ რადიკალურად. გული არ დაგწყდეთ თუ თქვენი გეგმები შეიცვლება.

ლომი - დღის პირველ ნახევარში არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი საქმეები, რადგან ამ პერიოდში თქვენთან მიმართებით კრიტიკა მომატებული იქნება და ყველაფერი ისე არ გამოვა, როგორც გსურდათ.  დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ იმოქმედოთ თამამად.

ქალწული - თქვენს შემთხვევაში საინტერესო დღე გელოდებათ. შეიტყობთ ბევრ ახალ ინფორმაციას საკუთარ თავზეც კი. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა მიიღოთ საჩუქრები და სიურპრიზები.

სასწორი - არ იჩქაროთ და გადაწყვეტილებები სიჩქარეში არ მიიღოთ. ნებისმიერი გადაწყვეტილება უმჯობესია კარგად ნაფიქრი იყოს, არ გაითვალისწინოთ სხვების აზრები. დაეყრდენით მხოლოდ საკუთარ თავს.

მორიელი - დღეს ზედმეტი გულწრფელობა არ არის კარგი. თქვენი კარგი ამბების მოყოლა სხვებთან ასევე არაა სასურველი. გამოიჩინეთ მაქსიმალური თავშეკავება ნებისმიერი მიმართულებით. ინფორმაცია დაიტოვეთ თქვენთვის.

მშვილდოსანი - დღეს უფრო მეტად სხვის საქმეებს მოაგვარებთ, ვიდრე საკუთარს. კარგი იქნება თუ შემოქმედებითად მიუდგებით დღეს წარმოქმნილ პრობლემებს.

თხის რქა - დღის პირველ ნახევარში უსიამოვნების თავიდან არიდება გაგიჭირდებათ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, მოერგეთ გარემოებას, რომელიც თქვენს ირგვლივაა. ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს ფინანსურ საკითხებზე.

მერწყული - ეს დღე არ იქნება ნაყოფიერი საქმიანი მიმართულებით, არ არის სასურველი დოკუმენტებთან მუშაობა, ხელის მოწერა ხელშეკრულებაზე. გაატარეთ დღე მშვიდ გარემოში და დაუთმეთ დრო საკუთარ თავს.

თევზები - საკმაოდ ნაყოფიერი დღეა ურთიერთობების კუთხით. მარტივი იქნება სხვებზე შთაბეჭდილებების მოხდენა. შესაძლოა რომანტიკული სიურპრიზები გქონდეთ, ან შეხვდეთ ადამიანს, რომელთან მიმართაც ადრე ემოცია, გრძნობა გქონდათ.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1725729684

სპორტი

გიორგი ჩაკვეტაძემ ჩეხებს რიგით მეორე გოლი გაუტანა - ანგარიში 2:0

გიორგი ჩაკვეტაძემ ჩეხებს რიგით მეორე გოლი გაუტანა - ანგარიში 2:0. მანამდე კი ხვიჩა კვარაცხელიამ 11-მეტრიანი პენალტით ანგარიში გახსნა.  თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმართება. საქართველოს ერ...

ჩაკვეტაძე

1725727450

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩეხებს გოლი გაუტანა

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩეხებს გოლი გაუტანა - ანგარიში გაიხსნა. 1:0 ქართველთა სასარგებლოდ. თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმართება. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში არიან მამარდაშვილი...

კვარაცხელია

1725722193

ახალი ამბები

ავარია თუშეთში - დაღუპულია ერთი ადამიანი

თუშეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, საწვავმზიდს ერთ-ერთი მობილური კავშირგაბმულობის კომპანიის ანძისთვის საწვავი მიჰქონდა, რა დროსაც ის...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1725719181

სპორტი

საქართველო - ჩეხეთის მატჩის დაწყებამდე, ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე კუთვნილ ჯილდოს მიიღებს

დღეს, საქართველო - ჩეხეთის მატჩის დაწყებამდე, ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე კუთვნილ ჯილდოს მიიღებს. ინფორმაცია ეროვნული ნაკრების ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ვრცელდება.  გიორგი მიქა...

მიქაუტაძე

1725708925

საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 31 ახალი ევროპული სახანძრო ავტომანქანა შეიძინა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა თანამედროვე ევროპული სტანდარტების „ივეკო მაგირუსის“ 31 ახალი სახანძრო ავტომანქანა შეიძინა, რომელთა გადმოცემა ეტაპობრივად განხორციე...

მანქანა