“დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, უფრო ადრე წავიდოდი ემიგრაციაში” - ემიგრანტები იტალიიდან
დროის უკან დაბრუნება რომ შეგეძლოთ, წახვიდოდით ემიგრაციაში?
ეს კითხვა დავსვით ExclusiveTV-ის იტალიის ბიუროს ფეისბუკ ჯგუფში, რომელსაც იტალიაში მცხოვრები არაერთი ემიგრანტი გამოეხმაურა.
აზრი შუაზე გაიყო. მოპასუხეთა ნახევარმა დაწერა, რომ არ წავიდოდა ემიგრაციაში, მეორე ნახევარმა, პირიქით - დადებითი დამოკიდებულება გამოხატა, მაგრამ პასუხებში შევნიშნეთ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი.
იმ ემიგრანტების უმრავლესობა, რომლებმაც კითხვას დადებითი პასუხი გასცეს, აცხადებენ, რომ გაცილებით ადრე წავიდოდნენ ემიგრაციაში, ვიდრე წავიდნენ.
ჩვენ, რამდენიმე მკითხველის კომენტარს გთავაზობთ:
რ.ბ.: კი, წამოვიდოდი. ჩემი ოცნება იყო გერმანია, მაგრამ იტალიაში მოვხვდი. უკვე ისე შემიყვარდა ფლორენცია ვერ ვანებებ თავს, მაქვს ბევრი მიზანი. იმედი მაქვს, აუცილებლად მივაღწევ.
ა.ბ.: ღმერთმა მალე დაასრულოს ჩვენი ემიგრანტობა და საკუთარ ოჯახებს დავუბრუნდეთ.
ლ.ე.: დროის უკან დაბრუნება, თუ იგივე სოციო-ეკონომიურ პირობებში დამაბრუნებს, ალბათ უფრო ადრე წავიდოდი ემიგრაციაში, ვიდრე ახლა.
რატომ? იმიტომ რომ ჩემს ქვეყანაში, ჩემი ადგილი ვერ ვიპოვე.
ფ.კ.: დაუფიქრებლად! ემიგრაცია, სადაც გიპოვა ცხოვრებამ როგორც ადამიანი! ემიგრაცია, სადაც იპოვე საკუთარი თავი როგორც ადამიანმა! მიუხედავად იმისა სამშობლოში რაც უმუშევრობით გადავიტანე იმაზე უარესი აქ გადამხდა, მაგრამ ისევ ქართული შტრიხით... ბრძოლას კი ყოველთვის აქვს აზრი და ამ ბრძოლის მიმართულებით გზა არ გეკარგება. უკან გახედვის კი მეშინია! და დუმილის ფარდა გადავაფარე ყველა განვლილ დროს, რომ არ განმეორდეს! ემიგრაცია, ცხოვრების ახალი გზა ოცნებების ასრულებით. დავამატებ, ვფიქრობ, რომ დავაგვიანე ემიგრაციაში წამოსვლა!
ხ.თ.: დიახ, წავიდოდი! აუცილებლად წავიდოდი ქვეყნიდან, სადაც მომავალი ბუნდოვანია და უპერსპექტივო.
ნ.გ.: მე პირადად არა! როცა პატარა შვილებს და მეუღლეს ტოვებ (რომელიც დარდით დაიღუპა) არასოდეს გადავდგამდი ამ ნაბიჯს!
მ.ნ.: არა, ყველაფერს გავაკეთებდი, რომ წამოსვლა არ დამჭირვებოდა.
მ.ლ.: უფრო ადრე წამოვიდოდი და სიბერე მაინც მექნებოდა ჩემს ოჯახში.
ი.წ.: არა, არა და არა! 5 დღეში გადავწყვიტე წამოსვლა... არ დავფიქრებულვარ და წარმოდგენითაც ვერ წარმოვიდგენდი, თუ ემიგრაცია როგორი ყოფილა! არასოდეს არავის ვეტყვი აქ წამოდი-თქო, არა!
მ.კ.: დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, დიდი ხნით ადრე ჩამოვიდოდი აქ და უაზროდ არ დავკარგავდი ძვირფას წლებს სხვა ქვეყნებში.
ლ.მ. ოჯახით უნდა წამოვსულიყავი. მენანება ის წლები, რომელიც ჩემი ქმარ-შვილის გარეშე აქ გავატარე. იტალიისთვის კი, მადლობის მეტი რა მეთქმის, ძალიან გვაკომპლექსებდნენ ძველი ჩამოსულები, თითქოს შეუძლებელი იყო ყველაფერი. სინამდვილეში ასე არაა. დალაგებულ ქვეყანაში ყველა მოახერხებს ფეხზე დადგომას, ქალიც, კაციც და ბავშვიც.
ი.გ.: კი! სულ იმას ვფიქრობ, აქამდე რატომ არ წამოვედი. სამშობლო ერთია და შეუცვლელი, მაგრამ სახლი ისაა, სადაც თავს კარგად და დაცულად გრძნობ, ასე ვფიქრობ მე.
თ.გ.: არაო და ვინც ლანძღავს, დაბრუნდით, სავალდებულო კი არ არის ემიგრანტობა.
ნ.კ.: თავიდან ვამბობდი ნეტავ აქამდე ჩამოვსულიყავი-თქო. ახლა კი ვამბობ, ნეტა საერთოდ არ ჩამოვსულიყავი. ქალი გავნადგურდი ფსიქოლოგიურად.
ნ.მ.: არავითარ შემთხვევაში, მაგრამ უკან დაბრუნება უფრო საშინელება ყოფილა.
ხ.შ.: არ წავიდოდი, მაგრამ ამ გამოცდილებით ვისურვებდი იქ ყოფნას!
მ.მ.: მიჭირს აქ ყოფნა, ძალიან მიჭირს შვილებისგან დედისგან შორს, მაგრამ სხვა გზა არ იყო, გამოსავალი რომ მეპოვა ჩემს სამშობლოში დავრჩებოდი. სამწუხაროდ, ვერ ვიპოვე სხვა გზა და წამოვედი.
P.S. დასკვნის გაკეთება, თქვენთვის მოგვინდვია ძვირფასო მკითხველო!
1732546806
საზოგადოებაპრეზიდენტმა რვა მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 8 მსჯავრდებული შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, 6 მსჯავრდებული პირი სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულ...
1732540783
საზოგადოებავალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 ნოემბრისვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7428 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7384 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1732538764
საზოგადოებაგიორგი კალანდარიშვილმა მე-11 მოწვევის პარლამენტს არჩევნების შედეგები წარუდგინა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა დღეს საქართველოს პარლამენტის პირველ სხდომაზე არჩევნების შედეგები წარადგინა. მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის სხდომაზე ცესკოს თავ...
1732536210
საზოგადოება„როცა რაღაცა გინდა აუცილებლად აკეთებ ყველაფერს“– „იმედის დილის“ გუნდს ბაბი კირკიტაძე შეუერთდა
ტელეკომპანია იმედს მომღერალი, ბაბი კირკიტაძე შეუერთდა. კირკიტაძე „იმედის დილის“ ერთ-ერთი წამყვანი იქნება. გადაცემის ახალი თანამშრომელი საზოგადოებას, წამყვანებმა წარუდგინეს. „მადლობელი ვარ, მიხარია… რ...
1732532114
ახალი ამბებიპარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ კვლავ გიორგი ვოლსკი აირჩიეს, ვიცე-სპიკერებად - ნინო წილოსანი და თეა წულუკიანი
88 მომხრე, 0 - წინააღმდეგი - პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი ისევ გიორგი ვოლსკი იქნება. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის დანარჩენი მოადგილეების არჩევას, ამ პოზიციებზე უმრავლესობამ ორი კანდიდატი დ...