“ეს ამბავი კარგ იტალიელს და ცუდ ქართველს ეხება” - ემიგრანტი იტალიიდან
"მივედი ბინაში, თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა ვიდრე ის ერთი გადამწყვეტი დღე არ დადგა, როცა ბინაში მცხოვრებმა უხასიათო გოგომ ტონს არ აუწია" - იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი სოფო გუნაშვილი, არც ისე სასიამოვნო ისტორიას ჰყვება, რომელიც იტალიაში ქართველებთან დაკავშირებით გადახდა თავს:
"მომინდა ერთი ამბავი მომეყოლა. არ ვიცი გახსოვთ თუ არა, ჩემი ამბავი იტალიაში ახალ ჩამოსულს რომ გამიმართლა და კარგი ოჯახი შემახვედრა უფალმა.
ვმუშაობდი ბებოსთან, რომელიც მხოლოდ ღიმილით გამოხატავდა მადლიერებას. გადასარევი ხალხი, განა მარტო შვილები, არამედ მთელი სანათესავო.
მოკლედ, ვიყავი გემრიელად... 1 წელი და 6 თვე ვიმუშავე და სამწუხაროდ ბებია გარდაიცვალა. დავრჩი ამ სახლში ერთი თვე. ამასობაში ეძებდნენ ჩემთვის სამსახურს ისეთს, რომ რთული არ ყოფილიყო და არ მეწვალა ბევრი. მოვიფიქრე და ვუთხარი, რომ სხვა ქალაქში მინდოდა წასვლა. დიდად არ მოეწონათ ეს ამბავი მიზეზად კი დამისახელეს, შენ რომ რამე გაგიჭირდეს, შორს ვიქნებით და ვერ შევძლებთ დროულად მოსვლასო.
არ დავუჯერე და წამოვედი. კი არ წამოვედი, წამომიყვანეს თავად. წავედი იმ სხვა ქალაქში, ბინა უკვე ნანახი მქონდა. მიმიყვანეს, გადამატანინეს ჩემი ნივთები და შემაცილეს სახლში. კართან დახვდათ ბინის მეპატრონე ქართველი და კიდე ერთი ქართველი, რომლებმაც ciao-ც კი არ უთხრეს, არ მიესალმნენ იმ იტალიელებს, რომლებმაც მე, ქართველი, ქალაქიდან სხვა ქალაქში თავისი ხარჯებით ჩამიყვანეს. შემომხედეს გულდაწყვეტით და მითხრეს თუ რამე გაგიჭირდა დაგვირეკეო (ალბათ გული უგრძნობდათ, რომ მალე დავრეკავდი).
მივედი ბინაში, თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა ვიდრე ის ერთი გადამწყვეტი დღე არ დადგა, როცა ბინაში მცხოვრებმა უხასიათო გოგომ ტონს არ აუწია. მე იმდენად მშვიდი ვარ არ შემიძლია კონფლიქტში შესვლა, თუ შევალ კონტროლს ვკარგავ, ამიტომ გაცლას ვამჯობინებ (თან მაშინ უფრო გამოუცდელი ვიყავი)!
შევედი ოთახში და ვრეკავ ბებოს შვილთან.ვუთხარი რომ დაბრუნება მინდოდა ისევ მათ ქალაქში. მან მითხრა ველოდი შენს ზარს,ისედაც მივხვდი სიტუაცია არ იქნებოდა კარგიო. მოვიდნენ დილას და წამიყვანეს უკან. ეს პოსტი კონკრეტულად კარგ იტალიელს და კონკრეტულად ცუდ ქართველს ეხება. ცუდი ქართველიც არსებობს და იტალიელიც.
მშვიდობას და გამართლებას გისურვებთ ცხოვრებაში. არავინ დაიწყოთ ლანძღვა ძალიან გთხოვთ. არც ქართველების სალანძღავად დამიწერია და არც იტალიელების. ეს ჩემი, ერთი ადამიანის ამბავია, რომელიც მინდოდა დამეწერა."
1732546806
საზოგადოებაპრეზიდენტმა რვა მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 8 მსჯავრდებული შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, 6 მსჯავრდებული პირი სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულ...
1732540783
საზოგადოებავალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 ნოემბრისვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7428 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7384 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1732538764
საზოგადოებაგიორგი კალანდარიშვილმა მე-11 მოწვევის პარლამენტს არჩევნების შედეგები წარუდგინა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა დღეს საქართველოს პარლამენტის პირველ სხდომაზე არჩევნების შედეგები წარადგინა. მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის სხდომაზე ცესკოს თავ...
1732536210
საზოგადოება„როცა რაღაცა გინდა აუცილებლად აკეთებ ყველაფერს“– „იმედის დილის“ გუნდს ბაბი კირკიტაძე შეუერთდა
ტელეკომპანია იმედს მომღერალი, ბაბი კირკიტაძე შეუერთდა. კირკიტაძე „იმედის დილის“ ერთ-ერთი წამყვანი იქნება. გადაცემის ახალი თანამშრომელი საზოგადოებას, წამყვანებმა წარუდგინეს. „მადლობელი ვარ, მიხარია… რ...
1732532114
ახალი ამბებიპარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ კვლავ გიორგი ვოლსკი აირჩიეს, ვიცე-სპიკერებად - ნინო წილოსანი და თეა წულუკიანი
88 მომხრე, 0 - წინააღმდეგი - პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი ისევ გიორგი ვოლსკი იქნება. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის დანარჩენი მოადგილეების არჩევას, ამ პოზიციებზე უმრავლესობამ ორი კანდიდატი დ...