გაქვთ თუ არა Tessera sanitaria-ს აღების და სამედიცინო მომსახურების მიღების უფლება, თუ იტალიაში ტურისტულად შემოხვედით?!
გაქვთ თუ არა Tessera sanitaria-ს აღების და სამედიცინო მომსახურების მიღების უფლება, თუ იტალიაში ტურისტულად შემოხვედით?!
დასაწყისშივე უნდა განვმარტოთ, რომ ტურისტულად იტალიაში შემოსვლა, გულისხმობს 90-დღიან ვადას. რის შემდეგაც პირი, უკვე არალეგალად ითვლება, თუ მას სხვა რაიმე ტიპის დოკუმენტი არ აქვს, რაც იტალიის ტერიტორიაზე დარჩენის უფლებას აძლევს.
აღნიშნული 90-დღიან პერიოდში, პირს არ აქვს იტალიური სამედიცინო ბარათის, იგივე Tessera sanitaria-ს აღების უფლება, რადგან ეს სერვისი ტურისტებზე არ ვრცელდება. რაც შეეხება სამედიცინო მომსახურებას, წვდომა ყველას აქვს, მაგრამ ხარჯები სადაზღვევო კომპანიამ უნდა დაფაროს (მოგზაურობისთვის, აუცილებელია სამოგზაურო დაზღვევა, რომელიც თავისთავად აღნიშნულ საკითხსაც გულისხმობს). აღნიშნულ დაზღვევას, საზღვარზევე მოგთხოვთ მესაზღვრე.
ეს წესები ვრცელდება ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებზე, მიუხედავად იმისა, ამ ქვეყანასთან იტალიას სავიზო რეჟიმი აქვს თუ, არა.
რაც შეეხება სასწრაფო-გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, მასზე ყველას აქვს წვდომა, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიების შემთხვევაში უცხოელს ე.წ. "ტიკეტის" გადახდა მაინც მოუწევს.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის სამედიცინო მომსახურება უფასოა, თუ პირი ფლობს ევროპულ სადაზღვევო სამედიცინო ბარათს.
თუ თქვენი იტალიის ტერიტორიაზე დარჩენის ვადა გადასცილდა 90 დღეს, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ აიღოთ დროებით სამედიცინო ბარათი STP და მიიღოთ ნებისმიერი ტიპის სამედიცინო მომსახურება. დაწვრილებით ინფორმაცია STP-ის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე!
ნინა მამუკაძე
ფლორენცია, იტალია
1732458495
სოციალური მედიაგიორგი მამარდაშვილის მეუღლე შვილის ფოტოს აქვეყნებს
კლუბ „ვალენსიას“ მეკარე, საქართველოს ეროვნული ნაკრების კარის „რკინის გუმბათი“ გიორგი მამარდაშვილი და მისი ოჯახი, ქართული საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი და საყვარელი ოჯახია. ცოტა ხნის წინ გიორგიმ...
1732455569
საზოგადოებადეკანოზი შალვა კეკელია გვარამიაზე: ვერ დამაჯერებთ რომ ადამიანს, რომელიც საკუთარ შვილს ქართულ ენას არ ასწავლის, სამშობლო უყვარს, არ გიყვარს ეს ენა, არ გიყვარს ეს ქვეყანა, საჭიროებაა და გამოსაყენებელია შენთვის ეს ქვეყანა
„ღვთისმშობელზე გაგვიბედეს, იარაღი დააჭერინეს ხელში და ტყვიას ასროლინებდნენ. დღეს იმ პოლიტიკოსს, ხალხი, ქართველი კაცი მხარს უჭერს, იმ ტელევიზიას ვინც მართავდა, ვინც იარაღი დააჭერინა ღვთისმშობელს და თავ...
1732451714
საზოგადოებადეკანოზი შალვა კეკელია ვაშაძის მიერ გიორგობის მილოცვაზე: წმინდა გიორგი გაშარჟებული ჰყავდათ, შავ წერტილს შუბს ურტყამს, წმინდა გიორგისაც რომ პოლიტიკოსად გამოიყენებ, სადამდე არიან დასულები?!
გუშინ მანახეს ასეთი რამ: წმინდა გიორგი გაშარჟებული ჰყავდათ, შავ წერტილს წმინდა გიორგი შუბს ურტყამს. სადამდე დავიდნენ, წმინდა გიორგისაც რომ პოლიტიკოსად გამოიყენებ, წარმოიდგინეთ. სადამდე არიან ეს ხალხი...
1732449312
ახალი ამბებიგურჯაანში 2 ადამიანი მოკლეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარდენახში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია 2 ადამიანი. მოკლულების ასაკი 30 წლამდეა. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ ეტაზე უცნ...
1732446829
სოციალური მედიაინფლუენსერი ანანო სახელაშვილი დაბადების დღიდან კადრებს გვიზიარებს
ქართველი ინფლუენსერი ანანო სახელაშვილი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. იგი ხშირად მოგზაურობს და საზოგადოებას ულამაზეს კადრებს უზიარებს ხოლმე. ანანო 21 ნოემბერს იუბილარი იყო, იგი 32 წლის გახდა....