იტალია დაბალი შემოსავლების მქონე პირებზე, 200 ევროს დახმარებას გასცემს, მათ შორის ბადანტეებსა და მოახლეებზე
იტალიის მთავრობამ 6,5 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების ახალი ბრძანებულება გამოსცა. ეკონომიკური დახმარების, ფულადი კომპენსაციის შესახებ განკარგულება 2 მაისის საღამოს, მინისტრთა საბჭომ განიხილა.
დამტკიცდა, რომ დაახლოებით 28 მილიონი ადამიანისთვის გაიცემა სახელმწიფოს მხრიდან ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია. ივლისის თვეში ყველა დასაქმებული, პენსიონერი უმუშევარი, თვითდასაქმებული, სეზონურად მომუშავე თუ ოჯახში დასაქმებული ადამიანი(Colf, Badante), რომელთა შემოსავალი წელიწადში არ აღემატება 35 000 ევროს, სახელმწიფოსგან ერთჯერადად მიიღებენ 200 ევროს ოდენობის დახმარებას.
მთავრობის ახალი დადგენილებით, სუბსიდია დასაქმებული პირებისთვის, პირდაპირ ივლისის თვის სახელფასო ფურცელში გაიწერება. შესაბამისად, მისი გადახდა დაეკისრება დამსაქმებელს, რომელიც შემდგომ სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურდება.
რაც შეეხებათ პენსიონერებს, ისინი ერთჯერად დახმარებას 200 ევროს ოდენობით მიიღებენ პენსიასთან ერთად, 1 ივლისს. თვითდასაქმებული კატეგორიის პირებისთვის კი, მთავრობა აყალიბებს დროებით ფონდს და შემწეობის გაცემის მეთოდებზე მუშაობს. ერთჯერადი დახმარება მათთვისაც ივლისის თვეში გაიცემა. იტალიის მთავრობამ 200-ევროიანი ფულადი კომპენსაციის გაცემის გადაწყვეტილება მოსახლეობისთვის, ინფლაციის გამო და ქვეყანაში ზოგადი ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით მიიღო.
ნონა გედენიძე სპეციალურად ExclusiveTV-თვის რეჯო-ემილიადან
1732194564
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7433 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7484 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1732190510
ახალი ამბებიმიტროპოლიტი საბა: პატრიარქმა დალოცა ჩვენი ქვეყანა და ბრძანა, რომ ეს არჩევნები ჩატარდა და უნდა მივიღოთ ის შედეგები, რომელიც რეალურად დადგა
მთავარანგელოზთა დღესასწაულზე ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ მოსახლეობას მიმართა და პატრიარქის განცხადებაზე ისაუბრა. როგორც სასულიერო პირმა აღნიშნა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყა...
1732189015
ჰოროსკოპი26 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე პერიოდი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის საყურადღებოა - რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ პრობლემები თავიდან აირიდოთ?
პლანეტა მერკური ინტელექტის, ლოგიკის, აზროვნების, კომუნიკაციისა და ანალიტიკური უნარების სიმბოლოა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ის გვეხმარება, ბევრი რამ ვისწავლოთ, ერთმანეთთან დავაკავშიროთ, ლოგიკური გადა...
1732185049
სოციალური მედია„თქვენი სახელიც ნაბ**ვარი იქნება...“ - რა შეტყობინება მიიღო თამუნა მუსერიძემ „დედულეთიდან“
ტელეწამყვანი და ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე მრავალშვილიანი დედაა. იგი სოციალურ სივრცეში აქტიურობით გამოირჩევა, მეტიც თამუნა მუსერიძემ დააფუძნა ჯგუფი „ვეძებ“, რომლითაც საზოგადოებას დაკარგული და გაშვილებ...
1732180350
ახალი ამბებისაპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში, გიორგობის მოახლოებულ დღესასწაულთან დაკავშირებით მედიისთვის ინფორმაციას ავრცელებს: „ინფორმაცია მასმედიის საშუალებებისთვი...