იტალიაში 200 ევროიანი დახმარების შესახებ განკარგულება დამტკიცდა - გაიგეთ ყველა დეტალი!

იტალიის მთავრობის მიერ დამტკიცებული ,,დახმარების განკარგულება" (decreto aiuti) ,,200 ევრო ბონუსის" შესახებ, ოფიციალურ გაზეთში უკვე გამოქვეყნდა.

ინიციატივა მიზნად ისახავს საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახების მხარდაჭერას ინფლაციის და ხარჯების მატებასთან გამკლავებაში. ენერგეტიკის კომპანიებზე გადასახადების გაზრდით, იტალიის მთავრობამ თანხა სწორედ მათგან, ენერგეტიკის გამცემი კომპანიებიდან მიიღო.

ბენეფიციართა სპექტრი ფართოა, მათ შორის 200 ევროს ერთჯერადი დახმარება, უმუშევრებზეც ვრცელდება. დახმარების გაცემის დადასტურების, ძირითადი აქტივობები ეხება აკრედიტაციის მოპოვების მეთოდებს, იმ თანამშრომლის ტიპის მიხედვით რომელსაც პირი მიეკუთვნება.

ვნახოთ, რას მოიცავს ერთჯერადი სოციალური დახმარება და ვის შეუძლია მისი მიღება?!

,,ბონუსი 200 ევრო" - როგორც თავად სახელი გვეუბნება, ითვალისწინებს დანამატს ერთჯერადად 200 ევროს ოდენობით. უკვე ნათელი გახდა დეტალები თუ როგორ ან ვის უნდა მიმართოთ ერთჯერადი დახმარების 200 ევროს მისაღებად.

■მთავარი კრიტერიუმია, რომ თქვენი, 2021 წლის წლიური შემოსავალი, არ  აღემატებოდეს 35 000 ევროს!

თუ თქვენი წლიური შემოსავალი არ ცდება 35 000 ევროს და ხართ დასაქმებული (dipendente), თვითდასაქმებული (autonomo, professionista) პენსიონერი (pensionato), უმუშევარი (disoccupato), სეზონურად დასაქმებული(lavoratore stagionale), ოჯახში შინამოსამსახურე, მომვლელი, (Golf, badante) მოქალაქე, რომელიც უკვე სარგებლობს სოციალური დახმარებით Reditto di Citadinanza, მაშინ თქვენ შეძლებთ სახელმწიფოსგან ერთჯერადად მიიღოთ 200 ევროს ოდენობით დახმარება. 

●როდის და როგორ  დაირიცხება დახმარება?!

▪︎დასაქმებულმა პირმა დამსაქმებელს უნდა წარუდგინოს დეკლარაცია, რომ არ სარგებლობენ არც საპენსიო შემოსავლით და არც სოციალური დახმარებით Reditto di Citadinanza. ამგვარად, დამსაქმებელი, მის ხელთ არსებულ შემოსავლების მონაცემებზე დაყრდნობით, აღიარებს დახმარების მიღებას უშუალოდ იმ პირთა სახელფასო ფურცელში (Busta paga), ვინც წელიწადში 35 000 ევროზე ნაკლებ შემოსავალს იღებს. დამსაქმებელი ფრთხილად უნდა იყოს, რადგან რამდენიმე სამუშაო ურთიერთობის არსებობის აღმოჩენის შემთხვევაში (ვინაიდან 200 ევროს დახმარების მიღება მხოლოდ ერთხელ, ერთჯერადად შეგვიძლია)  საგადასახადო დეკლარაციის შევსების, გაკეთების დროს თანხის უკან დაბრუნება მოუწევს. 

რა უნდა გააკეთონ პენსიონერებმა, მათ შორის სოციალური შემწეობის, ხეიბარობის შემწეობის მფლობელებმა, უსინათლო, სმენადაქვეითებულმა ადამიანებმა და მათ,  რომელთა პენსიაზე გასვლაც ძალაში შედის 2022 წლის 30 ივნისამდე? მათთვის დახმარებაუშუალოდ ხდება, Inps-ის (სოციალური დახმარების ეროვნული ინსტიტუტის) მიერ შემოსავლის საფუძველზე. Inps-ი მის ხელთ არსებულ მონაცემებს, შემდგომში შემოსავლების სამსახურში  ამოწმებს. შემოსავლის ლიმიტის გადაჭარბების შემთხვევაში კი, შეცდომით გადახდილ თანხას უკან ერთი წლის ვადაში ითხოვს. 

●რა უნდა გააკეთონ უმუშევრებმა (Disoccupati) და თუ შეძლებენ ავტომატურად 200 ევროს მიღებას?

▪︎ვინც 2022 წლის ივნისში იღებს Naspi-ს ან DisColl-ს ანუ უმუშევრობის შემწეობას თანამშრომლობისთვის ან კოორდინირებული და უწყვეტი თანამშრომლობისთვის; 

▪︎ ვინც უმუშევარია და 2022 წელს სარგებლობს სოფლის მეურნეობის უმუშევრობის (2021 წელი) შემწეობით. 

▪︎ვინც ისარგებლა უკვე 2021 წელს დახმარებებით; Sostegni, Sostegni Bis დადგენილებით გათვალისწინებული ანაზღაურებით.

▪︎ ვისაც ერიცხება სოციალური დახმარება ,,Reditto di Citadinanza" უკვე, თუმცა ამ შემთხვევაში სხვა ოჯახის წევრები ვერ მოითხოვენ.
განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს პატრონატის (Enti di Patronato) მეშვეობით, სადაც ცხადი ხდება ყველა რეგულარული შრომითი ურთიერთობის შესახებ, 2022 წლის 18 მაისის მდგომარეობით.

ანალოგიურად განაცხადის გაკეთება მოუწევთ ერთჯერადად 200 ევროს მისაღებად:

▪︎ კოორდინირებულ და მუდმივ თანამშრომლებს აქტიური სამუშაო კონტრაქტებით 2022 წლის 18 მაისის მონაცემებით.

▪︎მათაც, ვინც რეგისტრირებულია Inps-ში, არაა პენსიონერი და არ იმყოფება სხვა სავალდებულო სოციალური დაცვის ქვეშ. ამ ურთიერთობებიდან 2021 წლის შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 35 000 ევროს. 

▪︎სეზონური, მოკლე ვადით განსაზღვრული სამუშაო კონტრაქტებით, რომლებმაც 2021 წელს შეასრულეს სამუშაო 50 დღით და უფიქსირდებათ წელიწადში 35 000 ევროზე ნაკლები.

▪︎დასაქმებულები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან საპენსიო ფონდში და რომლებსაც 2021 წელს გადახდილი აქვთ მინიმუმ 50 კონტრიბუტი და აქედან მიღებული შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 35 000 ევროს.

▪︎თვითდასაქმებული ადამიანები დღგ-ის ნომრის გარეშე, ჩარიცხული Inps-ის ცალკეულ მენეჯმენტში 2022 წლის 18 მაისის მდგომარეობით და არ უნდა იყვნენ რეგისტრირებულნი სხვა ფორმის სავალდებულო სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში. ვინაიდან 2021 წელს მათ ჰქონდათ ერთჯერადი სამუშაო კონტრაქტები, მინიმუმ ერთი კონტრიბუტი თვეში.

▪︎თვითდასაქმებული ადამიანები, რომლებიც გაყიდვებს სახლიდან აწარმოებდნენ, აქტიური დღგ ნომრის მფლობელები და დარეგისტრირებულნი 2022 წლის 18 მაისის მდგომარეობით. ამ საქმიანობიდან 2021 წლის შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 5 000 ევროს.

●რა უნდა გააკეთონ თვითდასაქმებულმა ადამიანებმა 200 ევროს ერთჯერადად მიღების თაობაზე? 

▪︎ეს დახმარება გათვალისწინებულია თვითდასაქმებული ადამიანებისთვის და მათთვის, ვინ ჩარიცხულია Inps-ის, ან სოციალური უზრუნველყოფისა და დახმარების სხვა სავალდებულო ფორმებში. იმის გასარკვევად თუ როგორ მიიღოთ აღნიშნული დახმარება სახელმწიფოსგან, უნდა დაელოდოთ განმახორციელებელ განკარგულებას, რომელიც გამოიცემა მომდევნო 30 დღის განმავლობაში და რომელიც ასევე განსაზღვრავს 2021 წლის მაქსიმალურ შემოსავალს. ამ ღონისძიების გასატარებლად 500 მილიონი ევროა გათვალისწინებული.

რაც შეეხება ჩვენი თამოქალაქეების მიერ საკითხის ირგვლივ ხშირად დასმულ შეკითხვებს:

▪︎აღნიშნული დახმარებით უსაბუთო, არალეგალი საქართველოს თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე ვერ ისარგებლებს. 

ერთ სულზე ეს დახმარება თუ ოჯახზე? 

▪︎თუ თქვენი ოჯახის წევრების წლიური შემოსავალი ცალკე, ან ერთად არ აღემატება 35 000 ევროს წელიწადში, მაშინ თქვენ და თქვენი ოჯახის სხვა წევრებიც ისარგებლებთ ამ დახმარებით.

▪︎ხელფასს აუცილებლად კონტრაქტით გათვალისწინებული სახელფასო ფურცლის მიხედვით(Busta paga) უნდა იღებდეთ, რადგან იქ უნდა გამოჩნდეს ივლისის თვეში 200 ევროს დარიცხვა.

ნონა გედენიძე სპეციალურად ExclusiveTV-თვის რეჯო-ემილიადან

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1732458495

სოციალური მედია

გიორგი მამარდაშვილის მეუღლე შვილის ფოტოს აქვეყნებს

კლუბ „ვალენსიას“ მეკარე, საქართველოს ეროვნული ნაკრების კარის „რკინის გუმბათი“ გიორგი მამარდაშვილი და მისი ოჯახი, ქართული საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი და საყვარელი ოჯახია. ცოტა ხნის წინ გიორგიმ...

გიორგი მამარდაშვილ

1732455569

საზოგადოება

დეკანოზი შალვა კეკელია გვარამიაზე: ვერ დამაჯერებთ რომ ადამიანს, რომელიც საკუთარ შვილს ქართულ ენას არ ასწავლის, სამშობლო უყვარს, არ გიყვარს ეს ენა, არ გიყვარს ეს ქვეყანა, საჭიროებაა და გამოსაყენებელია შენთვის ეს ქვეყანა

„ღვთისმშობელზე გაგვიბედეს, იარაღი დააჭერინეს ხელში და ტყვიას ასროლინებდნენ. დღეს იმ პოლიტიკოსს, ხალხი, ქართველი კაცი მხარს უჭერს, იმ ტელევიზიას ვინც მართავდა, ვინც იარაღი დააჭერინა ღვთისმშობელს და თავ...

მამაო

1732451714

საზოგადოება

დეკანოზი შალვა კეკელია ვაშაძის მიერ გიორგობის მილოცვაზე: წმინდა გიორგი გაშარჟებული ჰყავდათ, შავ წერტილს შუბს ურტყამს, წმინდა გიორგისაც რომ პოლიტიკოსად გამოიყენებ, სადამდე არიან დასულები?!

გუშინ მანახეს ასეთი რამ: წმინდა გიორგი გაშარჟებული ჰყავდათ, შავ წერტილს წმინდა გიორგი შუბს ურტყამს. სადამდე დავიდნენ, წმინდა გიორგისაც რომ პოლიტიკოსად გამოიყენებ, წარმოიდგინეთ. სადამდე არიან ეს ხალხი...

მამა შალვა კეკელია

1732449312

ახალი ამბები

გურჯაანში 2 ადამიანი მოკლეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარდენახში მკვლელობა მოხდა.   არსებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია 2 ადამიანი. მოკლულების ასაკი 30 წლამდეა. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ ეტაზე უცნ...

პოლიცია

1732446829

სოციალური მედია

ინფლუენსერი ანანო სახელაშვილი დაბადების დღიდან კადრებს გვიზიარებს

ქართველი ინფლუენსერი ანანო სახელაშვილი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. იგი ხშირად მოგზაურობს და საზოგადოებას ულამაზეს კადრებს უზიარებს ხოლმე. ანანო 21 ნოემბერს იუბილარი იყო, იგი 32 წლის გახდა....

 ანანო სახელაშვილი