იტალიის ქალაქ რეჯო-კალაბრიაში ქართული საღამო გაიმართა

იტალიის ქალაქ რეჯო-კალაბრიაში ორგანიზაცია "ქართული კულტურის ცენტრი იტალიაში" ხელშეწყობით ქართველი ნიჭიერი შემსრულებლის კუსა ღადუას შემოქმედებითი საღამო გაიმართა, რომელიც ქალთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. 

ღონისძიებას ორგანიზებას უწევდა ცენტრის რეგიონალური მენეჯერი ხათუნა ქარაია. საღამო წაიყვანა ამაგდარმა ქართველმა ემიგრანტმა ნინო ნემსაძემ. მონაწილეობდნენ კალაბრიაში მცხოვრები ხელოვანები: ნინო ფარულავა და მთვარისა აფულავა, ასევე იტალიელი გიტარისტი მიქელანჯელო ჯორდანო, საღამოში ჩართული იყო ფრანკო რეპაჩი. 

უცხო მიწაზე განსაკუთრებით იგრძნობა მონატრება ყველაფერი ქართულის  და ორი საათის განმავლობაში დარბაზში შეკრებილი ქართველი ემიგრანტები და მოწვეული სტუმრები ემოციებისაგან დაიცალა.

საღამოს დასრულების შემდეგ ყველა ერთხმად აღნიშნავდა რა დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული კულტურის და შემოქმედების საზღვარგარეთ წარდგენას. ემოციური იყო მომღერალიც. როგორც თავად კუსა ღადუამ აღნიშნა, ასეთი წარმატებული საღამოები კიდევ უფრო მეტ სტიმულს აძლევს თავისი შემოქმედების განვითარებისა და მსმენელითათვის სიახლეების შეთავაზებისთვის.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ცენტრის ორგანიზებით ეს უკვე მეოთხე ქართული საღამო იყო რეჯო-კალაბრიაში. მანამდე წარმატებით ჩატარდა გიორგი სუხიტაშვილის, დუეტი "ლეონი"-ს და "ქართული სული-2023"-ის (გიორგი ჩიტაური, ედი ბერიძე, ვაჟა მძელური, პავლე ჩიტაური) კონცერტები. ასევე ცენტრისა და უშუალოდ ხათუნა ქარაიას ჩართულობით გასული წლის ნოემბერში გაიმართა იტალიელი ისტორიკოსის ფრანჩესკო ტრეჩის ახალი წიგნის "საქართველო" პრეზენტაცია. 

"ქართული კულტურის ცენტრი იტალიაში" მომავალშიც გააგრძელებს ემიგრანტების გახარებას და ბევრ ქართულ ღონისძიებას გეგმავს. 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1715024408

ახალი ამბები

ნიკოლოზ ბასილაშვილის პრაღის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ითამაშებს

 ქართველ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს პრაღის ჩელენჯერის ტურნირის ძირითად ბადეში მოსახვედრად ერთი შეხვედრის მოგება სჭირდება.  საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში ბასილაშვილმა მსოფლიო რეიტინგის 330-...

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი

1715022972

მსოფლიო

საფრანგეთი პუტინის ინაუგურაციაზე ელჩს გზავნის, გერმანია ცერემონიას ბოიკოტს უცხადებს - Reuters

 7 მაისს რუსეთში კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციაზე საფრანგეთი თავის ელჩს გზავნის. ამის შესახებ Reuters-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. გამოცემის ცნობით, გერმანიამ განაცხადა,...

ააა

1715019547

მსოფლიო

აშშ-ში 26 წლის კაცმა მღვდელს ქადაგებისას ესროლა

აშშ-ში, პიტსბურგის გარეუბანში, მღვდელს ქადაგების დროს დროს ესროლეს. როგორც „ეიბისინიუსი“ იტყობინება, სასულიერო პირს ახალგაზრდა კაცმა, 26 წლის ბერნარდ ჯუნიორ პოლიტი ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ადგილ...

სროლა აშშშო

1715016765

სოციალური მედია

,,დამბლოკა და ღირსიც ვიყავი“ – გიორგი ყიფშიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს

 მსახიობი გიორგი ყიფშიძე, რომელიც ამჟამად სამკურნალოდ თურქეთში იმყოფება, ტიკ-ტოკზე ვიდეომიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას ბოდიშს უხდის. განსაკუთრებით კი შვილს, ნატალია ყიფშიძეს.  “ქრის­ტე აღ­დგა! ამ...

გიორგი ყიფშიძე

1715012905

ახალი ამბები

გორში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა, ხოლო ბავშვი დაშავდა

 გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტინისხიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგად დაიღუპა ახალგაზრდა ქალი, ხოლო ბავშვი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ტინისხიდის სასაფლაოზე ერთ-ერთი ავტომობილი...

დაჭრა, შემთხვევა, სამართალი,