„მთელი ცხოვრება მემახსოვრება ეს მადლიანი ადამიანი“ - ფიქრია კუჭუხიძე

7, 8 და 9 მაისს ქალაქი ბარი, წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულს, წმინდანის ნეშტის ზღვიდან შემობრძანების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ბარი ისტორიული აღლუმით აღნიშნავს, რომელიც პანდემიის გამო გაუქმებული იყო.

იტალიაში, ქალაქ ბარიში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, საემიგრაციო საზოგადოება „Anolf“-ის ოპერატორი ფიქრია კუჭუხიძე იმ მოგონებების შესახებ, წერს, როცა ის ახალბედა ემიგრანტი იყო და ახალ ცხოვრებას იწყებდა.

ფიქრია კუჭუხიძე, დღეს წარმატებული ემიგრანტია და არაერთი თანამემამულის იმედი.

„ახალი ჩამოსული ვარ და ამ სანახაობას გადავაწყდი. ვდგავარ სანაპიროსთან და ვხედავ არის ჟრიამული, გადიან ნავებით, ხალისობენ... მე ჩუმად მოვიწმინდე ცრემლი... არ მქონდა იმ წუთს შესაძლებლობა, რომ ეს სიხარული გამეზიარებინა ჩემი თავისთვის.... ვგავარ და გავყურებ ამ ლამაზ სანახაობას..... ასეც მადლიერი ვარ უფლის, მაგრამ გული კი მწყდება შინაგანად... განვმარტოვდი და გავყევი ფიქრებს....

ამ დროს ნავი მომიახლოვდა.... ასაკოვანი მამაკაცი და ორი ახალგაზრდა გოგო ბიჭი სხედან, - წამოდი მეუბნება ბაბუად კუთვნილი ადამიანი... ვიფიქრე, მომესმა.... ხელს მიქნევს გოგონა და მანიშნებს მივუახლოვდე მათ....

ინსტინქტურად დავიძარი, ჩაჯექი და მეუბნებიან წამოდი, გაგასეირნებთო.... რა თქმა უნდა ვენდე და..... მათმა ულამაზესი წუთები მაჩუქეს.... ნახევარი საათი მათთან ერთად ვიყავი... სიყვარულით დამემშვიდობნენ.... მთელი ცხოვრება მემახსოვრება და სულ მახსოვს, ნიკოლოზობის დღესასწაულზე ეს მადლიანი ადამიანი, ამ საოცარ ოჯახს ვიხსენებ სულ ბაბუა და შვილიშვილებს.... უცხო ადამიანმა მოგონების ამოუწურავი სიყვარული და მადლიერება დამიტოვა სულში.... არ ვიცი მათ თუ ახსოვთ, ალბათ არ იმახსოვრებს ეს ადამიანი მის სიკეთეს, კიდევ რამდენს აჩუქა ასე ლამაზი წუთი ვინ იცის.... მე ყოველ ნიკოლოზობის დღესასწაულზე მახსენდება და წმინდა ნიკოლოზს მადლობას ვწირავ უცხო მიწაზე საოცარი შემწეობისთვის.

P.S ის დღე საოცარი იყო... ბაბუაც ვერ ხვდებოდა, ნავი ამ მიმართულებით რატომ წამოვიდა, სადაც მოშორებით ერთი თვალცრემლიანი უცხოელი იდგა“. - წერს ფიქრია კუჭუხიძე.

ფიქრია კუჭუხიძე 8/05/2022 იტიალია, ბარი

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 “ჩემო ქართველო თანამემამულეებო იტალიაში! ინფორმაცია იმდენად სასიხარულოა, მინდა თქვენც გაგიზიაროთ!” - ფიქრია კუჭუხიძე

📌 "იტალიის დრო" - 07/05/2022 - ExclusiveTV-ის იტალიის ბიუროს ყოველკვირეული საინფორმაციო გამოშვება

📌 რეჯო-კალაბრიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1732458495

სოციალური მედია

გიორგი მამარდაშვილის მეუღლე შვილის ფოტოს აქვეყნებს

კლუბ „ვალენსიას“ მეკარე, საქართველოს ეროვნული ნაკრების კარის „რკინის გუმბათი“ გიორგი მამარდაშვილი და მისი ოჯახი, ქართული საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი და საყვარელი ოჯახია. ცოტა ხნის წინ გიორგიმ...

გიორგი მამარდაშვილ

1732455569

საზოგადოება

დეკანოზი შალვა კეკელია გვარამიაზე: ვერ დამაჯერებთ რომ ადამიანს, რომელიც საკუთარ შვილს ქართულ ენას არ ასწავლის, სამშობლო უყვარს, არ გიყვარს ეს ენა, არ გიყვარს ეს ქვეყანა, საჭიროებაა და გამოსაყენებელია შენთვის ეს ქვეყანა

„ღვთისმშობელზე გაგვიბედეს, იარაღი დააჭერინეს ხელში და ტყვიას ასროლინებდნენ. დღეს იმ პოლიტიკოსს, ხალხი, ქართველი კაცი მხარს უჭერს, იმ ტელევიზიას ვინც მართავდა, ვინც იარაღი დააჭერინა ღვთისმშობელს და თავ...

მამაო

1732451714

საზოგადოება

დეკანოზი შალვა კეკელია ვაშაძის მიერ გიორგობის მილოცვაზე: წმინდა გიორგი გაშარჟებული ჰყავდათ, შავ წერტილს შუბს ურტყამს, წმინდა გიორგისაც რომ პოლიტიკოსად გამოიყენებ, სადამდე არიან დასულები?!

გუშინ მანახეს ასეთი რამ: წმინდა გიორგი გაშარჟებული ჰყავდათ, შავ წერტილს წმინდა გიორგი შუბს ურტყამს. სადამდე დავიდნენ, წმინდა გიორგისაც რომ პოლიტიკოსად გამოიყენებ, წარმოიდგინეთ. სადამდე არიან ეს ხალხი...

მამა შალვა კეკელია

1732449312

ახალი ამბები

გურჯაანში 2 ადამიანი მოკლეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარდენახში მკვლელობა მოხდა.   არსებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია 2 ადამიანი. მოკლულების ასაკი 30 წლამდეა. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ ეტაზე უცნ...

პოლიცია

1732446829

სოციალური მედია

ინფლუენსერი ანანო სახელაშვილი დაბადების დღიდან კადრებს გვიზიარებს

ქართველი ინფლუენსერი ანანო სახელაშვილი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. იგი ხშირად მოგზაურობს და საზოგადოებას ულამაზეს კადრებს უზიარებს ხოლმე. ანანო 21 ნოემბერს იუბილარი იყო, იგი 32 წლის გახდა....

 ანანო სახელაშვილი