როგორი უნდა იყოს “ბადანტისა” და შინამოსამსახურის სამუშაო და დასვენების საათები

როგორი უნდა იყოს დამხმარის და მომვლელის (Colf, Badante) დასვენების და სამუშაო საათები.

როდესაც სამუშაო ხელშეკრულება ფორმდება, მნიშვნელოვანია წინასწარ იყოს შეთანხმებული შემდეგი დეტალები:

  •  თანამცხოვრებ დასაქმებულს დღეში, 10 სამუშაო საათი უნდა უფიქსირდებოდეს, შესვენებით, ჯამში კვირაში 54 საათი. არათანამცხოვრებ  დასაქმებულზე, დღის სამუშაო  გრაფიკი, მაქსიმუმ უნდა შეადგენდეს 8 საათს - შესვენებით. ჯამში - 40 საათი კვირაში, განაწილებული 5, ან 6 დღეზე.
  • თანამცხოვრებ დასაქმებულს დასვენების უფლება აქვს მინიმუმ 11 საათისა, ზედიზედ ყოველ 24 საათში.
  • თუ დღის განრიგი სრულად არ არის დადგენილი 6.00-დან 14.00 საათამდე ან 14.00 საათიდან 22.00 საათამდე, დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს დღეში არანაკლებ 2 საათისა.
  • თანამცხოვრებ დასაქმებულებს, როგორც წესი  უფლება აქვთ დაისვენონ  კვირა დღეს 24 საათი, და დამატებით თავისუფალი 12 საათით ისარგებლობლონ კვირის ნებისმიერ სხვა დღეს, დამქირავებელთან შეთანხმებით.
  • თუ დასაქმებული ასრულებს მხოლოდ ღამის სამუშაოს, ანაზღაურება ხდება 20%-ით მეტი სხვა საათობრივი გრაფიკის სამუშაოსგან განსხვავებით.

 

რაც შეეხება დღესასწაულებს, საათობრივი თანაფარდობით, უნდა იყოს ანაზღაურებული საათობრივი ხელფასის საფუძველზე, რომელიც გამოითვლება ყოველკვირეული განრიგის 1/6-ით. იმ შემთხვევაში თუ კვირას ემთხვევა უქმე დღე, დასაქმებულს უფლება აქვს სხვა დღე აიღოს ან ანაზღაურდეს თვიური ხელფასის 1/26-ით. თუ არათანამცხოვრები დასაქმებულის ყოველკვირეული სამუშაო საათი აჭარბებს 40 საათს, მაშინ თვიურ ხელფასს ემატება ხელფასის 10%.

მაკა ხაჩოშვილი სპეციალურად ExclusiveTV-თვის ნეაპოლიდან

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1732462096

საზოგადოება

„უსასრულოდ მიყვარს საქართველო და ხალხიც საქართველოში“ - გიორგი მიქაუტაძე

სპორტული გვერდის Geo Team-ის დამფუძნებელი, სპორტული ჟურნალისტი საბა საპანაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას სიახლეებს მუდმივად უზიარებს. აღსანიშნავია, რომ საბა საქართველოს ეროვნ...

გიორგი მიქაუტაძე

1732458495

სოციალური მედია

გიორგი მამარდაშვილის მეუღლე შვილის ფოტოს აქვეყნებს

კლუბ „ვალენსიას“ მეკარე, საქართველოს ეროვნული ნაკრების კარის „რკინის გუმბათი“ გიორგი მამარდაშვილი და მისი ოჯახი, ქართული საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი და საყვარელი ოჯახია. ცოტა ხნის წინ გიორგიმ...

გიორგი მამარდაშვილ

1732455569

საზოგადოება

დეკანოზი შალვა კეკელია გვარამიაზე: ვერ დამაჯერებთ რომ ადამიანს, რომელიც საკუთარ შვილს ქართულ ენას არ ასწავლის, სამშობლო უყვარს, არ გიყვარს ეს ენა, არ გიყვარს ეს ქვეყანა, საჭიროებაა და გამოსაყენებელია შენთვის ეს ქვეყანა

„ღვთისმშობელზე გაგვიბედეს, იარაღი დააჭერინეს ხელში და ტყვიას ასროლინებდნენ. დღეს იმ პოლიტიკოსს, ხალხი, ქართველი კაცი მხარს უჭერს, იმ ტელევიზიას ვინც მართავდა, ვინც იარაღი დააჭერინა ღვთისმშობელს და თავ...

მამაო

1732451714

საზოგადოება

დეკანოზი შალვა კეკელია ვაშაძის მიერ გიორგობის მილოცვაზე: წმინდა გიორგი გაშარჟებული ჰყავდათ, შავ წერტილს შუბს ურტყამს, წმინდა გიორგისაც რომ პოლიტიკოსად გამოიყენებ, სადამდე არიან დასულები?!

გუშინ მანახეს ასეთი რამ: წმინდა გიორგი გაშარჟებული ჰყავდათ, შავ წერტილს წმინდა გიორგი შუბს ურტყამს. სადამდე დავიდნენ, წმინდა გიორგისაც რომ პოლიტიკოსად გამოიყენებ, წარმოიდგინეთ. სადამდე არიან ეს ხალხი...

მამა შალვა კეკელია

1732449312

ახალი ამბები

გურჯაანში 2 ადამიანი მოკლეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარდენახში მკვლელობა მოხდა.   არსებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია 2 ადამიანი. მოკლულების ასაკი 30 წლამდეა. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ ეტაზე უცნ...

პოლიცია