აბუ-დაბი, ბარსელონა, ბერლინი და ვენა - ახალი მიმართულებები, სადაც მოხვედრა ქუთაისის აეროპორტიდან უკვე შესაძლებელია

პირველად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის არსებობის განმავლობაში, ახლო აღმოსავლეთში რეგულარული პირდაპირი რეისებით მოხვედრა იქნება შესაძლებელი.

16 დეკემბრიდან, კვირაში 2 სიხშირით აბუ-დაბის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის მიერ ცოტა ხნის წინ დაფუძნებული ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi შეასრულებს.

ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები ასევე, 3 ქალაქის: ბარსელონის, ბერლინისა და ვენის მიმართულებით განახლდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ესპანეთს შორის პირდაპირი რეგულარული რეისები პანდემიის დაწყებისას შეწყდა და 31 ოქტომბრიდან, პირველ ეტაპზე, კვირაში ერთი სიხშირით ქუთაისის აეროპორტიდან კვლავ განახლდება.

რაც შეეხება ავსტრიის დედაქალაქ ვენას, ამ მიმართულებით კი რეისები 2 ნოემბრიდან კვირაში ორი სიხშირით განახლდება, ხოლო ბერლინში მოხვედრა ქუთაისიდან, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, კვირაში ერთი სიხშირით 2 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ახალი მიმართულებები და სიხშირეები ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, კვლავ დაემატება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროკავშირის 3 განახლებული და სრულიად ახალი, არაევროპული მიმართულების დანიშვნა ცხადყოფს, რომ Wizz Air-ს საქართველოს ბაზარზე გრძელვადიანი გეგმები აქვს.

"მოხარულები ვართ, რომ ავიაკომპანია Wizz Air-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი სანდო და მნიშვნელოვანი პარტნიორია. 9-წლიანი წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე გაფართოებას განაგრძობს. ქუთაისსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყება ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანას, კონკრეტულად კი იმერეთის რეგიონს, სრულიად ახალ ტურისტულ ბაზრებზე ექნება წვდომა. ასევე კვლავ დაბრუნდება ის სამი მიმართულება, რომელიც პანდემიამდე ძალიან მოთხოვნადი იყო საქართველოს მოქალაქეებში", - განაცხადა თამარ არჩუაძემ.

ცოტა ხნის, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მოწვევით საქართველოში Wizz Air-ის ტოპმენეჯმენტის სამუშაო შედგა. ვიზიტის შედეგად ქუთაისიდან კრაკოვის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები 28 სექტემბრიდან კვირაში 2 სიხშირით შესრულდება, ხოლო ზამთრის სანავიგაციო სეზონზე კიდევ 4 მიმართულება დაემატება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ "ვიზეარს" საქართველოს ბაზარზე გრძელვადიანი გეგმები აქვს და ახალი მიმართულებები და სიხშირეები ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით დაემატება.

ამჟამად ავიაკომპანია ქუთაისიდან პირდაპირ ავიარეისებს ევროპის 14 მიმართულებით კვირაში 98 სიხშირით ახორციელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715359480

ახალი ამბები

11-12 მაისს, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვა რუსთავის, თელავის, ბორჯომისა და გორის მოსახლეობასთან გაიმართება

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვა გრძე...

პარლამენტი

1715354514

ახალი ამბები

„ისეთ ფეხბურთელს, როგორიც „კვარაა“, ყოველდღიური მხარდაჭერა სჭირდება“ - სპალეტი

„ნაპოლის“ ყოფილმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ Corriere Della Sera-სთან ინტერვიუში იტალიურ კლუბში არსებულ კრიზისსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მისი თქმით, ისეთ ახალგაზრდა ფეხბურთელს, როგორიც „კვარაა...

კვარაცხელია

1715349994

ახალი ამბები

„ძალადობა იწვევს ძალადობას, პარლამენტში მომხდარი თავდასხმის დროს, ხარობდა ნახევარი ოპოზიცია“ - შალვა პაპუაშვილი

„ძალადობა იწვევს ძალადობას, ეს არის სპირალი, რომელშიც შეჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“ საზოგადოება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომ...

პოლიტიკოსები

1715347625

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6755 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6797 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...

ააა

1715347580

ახალი ამბები

„ბავშვებს გაეშვით თქვე ნაძირალებო, მაგ წითელ ხაზს გადაჰყვებით ბოლომდე“ - გიორგი გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი გიორგი გამსახურდია  „ქართული ოცნების" რეგიონული მდივნის, დიმიტრი სამხარაძის შვილის ლიკვიდაციის მუქარას, რომელიც თავად სამხარაძემ გაასაჯაროვა სოციალურ ქსელში ეხმაურ...

გიორგი გამსახურდია