„ძალადობა იწვევს ძალადობას, პარლამენტში მომხდარი თავდასხმის დროს, ხარობდა ნახევარი ოპოზიცია“ - შალვა პაპუაშვილი

„ძალადობა იწვევს ძალადობას, ეს არის სპირალი, რომელშიც შეჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“ საზოგადოება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, როდესაც პარლამენტის წევრზე მიმდინარეობდა პირდაპირი ძალადობა, არავინ ამასთან დაკავშირებით არ აღშფოთებულა.

„არ მახსოვს არავის აღშფოთება, როდესაც პარლამენტის წევრების პლაკატები დადო ყველა „ენჯეომ“. საელჩოები, რომ აფინანსებენ სწორედ იმ დიდმა „ენჯეოებმა“ და შემდეგ ეპითეტები მოჰყვებოდა ამ პლაკატებს, პირდაპირ თავიანთ ოფიციალურ სოციალური ქსელის ანგარიშებზე დადეს. არც მაშინ მახსოვს როდესაც, პოლიტიკოსების ტელეფონის ნომრები ქვეყნდებოდა. ჰკითხეთ პარლამენტის წევრებს, რა სახის მუქარა მიდიოდა მათზე და მათ ოჯახის წევრებზე, დღემდე მიდის. არ მახსოვს აღშფოთება ამასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა

მისივე თქმით, როდესაც ელისაშვილი თავს დაესხა მდინარაძეს ხარობდა ნახევარი ოპოზიცია და ჟურნალისტები ამ ფაქტით ხარობდნენ.

„მამუკა მდინარაძეს, როდესაც ალეკო ელისაშვილი თავს დაესხა და გარეთ გამოვიდა, ჟურნალისტები ეხვეოდნენ მას და მადლობას უხდიდნენ. „პუბლიკას“ ჟურნალისტი მას გადაეხვია და მადლობები უხადა ამასთან დაკავშირებით. გვახსოვს მაშინ რა რეაქციები იყო ამასთან დაკავშირებით. ძალადობა და თავდასხმა რომელიც პირდაპირ ეთერში, საქართველოს პარლამენტის შენობაში მოხდა. ხარობდა ნახევარი ოპოზიცია. ძალადობა იწვევს ძალადობას. ეს არის სპირალი, რომელშიც შეჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“ საზოგადოება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1716212787

საზოგადოება

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7536 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7596 ლარი იყო.  გამყარდა ევრო, რომლი...

ვალუტა, ლარი, ლარის კურსი

1716212694

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარემ მე-12 გლობალური ფორუმის ფარგლებში საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში თანამედროვე პირდაპირი დემოკრატიის შესახებ გამართულ მე-12 გლობალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.  დე...

ცესკოცესკოცესკო

1716210699

ახალი ამბები

ექიმი გულიკო ჩაფიძე გარდაიცვალა

ცნობილი ექიმი, კარდიოლოგი, აკადემიკოს გულარნა ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, გულიკო ჩაფიძე გარდაიცვალა.  გულიკო ჩაფიძემ სამედიცინო მოღვაწეობა 1954 წლიდან დაიწ...

გულიკო ჩაფიძე

1716207155

ახალი ამბები

ცნობილია ძმების ვინაობა, რომლებიც ეცერში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლნენ

ავტოსაგზაო შემთხვევას ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე ორი ძმის ლერი და როლანდ პაკელიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „სვანეთინიუსი“ ავრცელებს.  „ავტოსაგზაო შემთხვევას ეცე...

პოლიცია

1716203986

საზოგადოება

„საქართველო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ირანის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაღუპვის გამო“ - ირაკლი კობახიძე

საქართველო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაღუპვის გამო, -...

ირაკლი კობახიძე