„ჩვენი ამოცანაა ანაკლიის პორტის მშენებლობა, რაც ვერ გააკეთეს ხაზარაძე-ჯაფარიძემ, იმას აუცილებლად გააკეთებს ქართული სახელმწიფო“ - პრემიერი

„ანაკლიის საქმე თავისი შინაარსით იყო ძალიან მარტივი, იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფომ ყველა პირობა შეუქმნა ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმს იმისთვის, რომ მოეზიდათ ინვესტორები და განეხორციელებინათ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კონსორციუმისთვის ინვესტორების მოზიდვის გასამარტივებლად, ანაკლიის პროექტზე ჩანაწერი კონსტიტუციაშიც კი შევიდა, ხაზარაძე-ჯაფარიძეს კი ვალდებულებების შესრულების ვადები არაერთხელ გადაუვადდათ.

შეგახსენებთ, კონსტიტუციაშიც კი შევიტანეთ ჩანაწერი ანაკლიასთან დაკავშირებით სწორედ იმის გამო, რომ კონსორციუმს გაადვილებოდა ინვესტორების მოზიდვა. სახელმწიფომ რამდენჯერმე, არაერთგზის გადაუვადა ვალდებულების შესრულება.

სიმართლე დაადგინა საერთაშორისო არბიტრაჟმა, სადაც თავიდან ბოლომდე გამტყუნდა რა თქმა უნდა ხაზარაძე-ჯაფარიძის მხარე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათ ჩააგდეს პროექტი, ვერ მოახერხეს ინვესტორების მოზიდვა. შეგახსენებთ, ინვესტორებს ეძებდნენ ყველგან, როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში, ასევე ჩრდილოეთში, თუმცა ვერსად მოახერხეს ინვესტორის მოზიდვა. აქედან გამომდინარე, რეალურად მათი ბრალია ამ საქმის წაგება და სახელმწიფო ამ საქმეში აბსოლუტურად პირნათელია.

რაც მთავარია, ჩვენ ვიყურებით წინ და ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ანაკლიის პორტის მშენებლობა. ამისთვის უკვე შეჯერებულია შეთანხმება ჩინურ კომპანიასთან. უკვე შერჩეულია შესაბამისი კომპანია და ძალიან მალე დაიწყება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის მიერ ჩაგდებული პროექტი რეალურად განხორციელდეს. გარდა ამისა, სახელმწიფოს ინტერესები იქნება მაქსიმალურად დაცული ანაკლიის პორტის მშენებლობის დროს. მათ შორის ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ სახელმწიფო იტოვებს წილის 51%-ს. ეს ნიშნავს იმას, რომ სტრატეგიული კუთხით ჩვენი ინტერესები ბოლომდე იქნება გათვალისწინებული, რაც ვერ გააკეთეს ხაზარაძე-ჯაფარიძემ, იმას აუცილებლად გააკეთებს ქართული სახელმწიფო“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1731305239

ჰოროსკოპი

„დაძაბული დღე იქნება, მარტივია თქვენი პროვოცირება, რაც თქვენი მხრიდან აგრესიას გამოიწვევს“ - 11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

„დღევანდელი 11 ნოემბრის მმართველი პლანეტა მთვარეა, რაც საკმაოდ დადებითი, პოზიტიური იქნება. კარგია თუ წინაპრებს გაიხსენებთ, მოინახულებთ დიდი ხნის უნახავ ნათესავებს. ითხოვეთ მათი დახმარება, თუ რომელიმე...

 ნინა სუსლოვა

1731301191

საზოგადოება

როდემდე შენარჩუნდება უნალექო ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 ნოემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.  სანაპირო...

ზოგადი

1731269630

ჰოროსკოპი

11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი მცირე გაუგებრობებზე არ უნდა ინერვიულოთ - ყველაფერი კარგად იქნება, თუ მოთმინებას გამოიჩენთ და დაუფიქ...

ჰოროსკოპი

1731265297

ჰოროსკოპი

2025 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის - რას გვიმზადებს მწვანე ხის გველის წელი და რომელი ნიშნისთვის იქნება საუკეთესო?

მალე ხის დრაკონის წელს მწვანე ხის გველის წელი ჩაანაცვლებს. როგორც ასტროლოგები ამბობენ, 2025 წელი კარმული წელი იქნება და ყველა ადამიანი მიიღებს იმას, რაც დაიმსახურა. შესაძლოა, წლის განმავლობაში გეგმები...

მწვანე ხის გველი

1731260428

საზოგადოება

„მე და ჩემი ოჯახი არანაირ გათამაშებაში არ ვართ ჩართული... შვიდ თვეზე მეტია ვებრძვი ამ თემას და სამწუხაროდ, არ სრულდება“ - გივიკო დიდიას მიმართვა

ბლოგერი და მომღერალი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს. როგორც იგი წერს, მისი და მისი ოჯახის სახელით სოციალურ ქსელში გათამაშებაზე ვრცელდება ინფორმაცია, თუმცა ისინი არანაირ გათამაშებაში...

 გივიკო დიდია