„დაიბარებენ ხოლმე ჩვენგან გაურკვეველ პიროვნებებს, მიდიან და ჩვენებებს იძლევიან საქართველოზე“ - რას ამბობს მეუფე იაკობი

„რა უნდა ჩვენი ერისგან, ვისაც არ ეზარება? თუ სადღაც გინდა მიმიღო, ევროკავშირი იქნება თუ სხვა, და თუ პატარა ბავშვივით დავალებებს მაძლევ, თუ ვარ აბიტურიენტი, აბიტურიენტი რომ მიდის გამოცდებზე, თუ ჩააბარა, შემდეგი ნაბიჯი არის იქ სწავლა, თუ ვერ ჩააბარა, მეორე წელს მოემზადება. რაზე მაჩქარებ, ესე იგი არასწორ დავალებას მაძლევ ხომ? ან იმიტომ მაძლევ, რომ მერე შემიტიო“, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა, საკვირაო ქადაგებაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, უცხო ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებში იბარებენ გაურკვეველ პირებს, რომლებიც ჩვენებას აძლევენ საქართველოს შესახებ.

მეუფე იაკობმა ასევე ყურადღება გაამახვილა უცხო ქვეყნების საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩართულობაზე და მოუწოდა მათ, არ ჩაერიონ შიდა საქმეებში.

„მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, პარლამენტი იქნება, სენატი იქნება, კონგრესი იქნება, სეიმი, რუსეთის დუმა თუ რაც იქნება, დაიბარებენ ხოლმე ჩვენგან გაურკვეველ პიროვნებებს, მიდიან და რაღაც ჩვენებებს იძლევიან საქართველოზე. მერე გამოდიან და საქართველოს ყველაფერი უნდა გავუჩეროთო - ჩვენ გამოვაგზავნეთ, ავტორიტეტები არიან ჩვენთან? ნუ ერევით, ნუ ყოფთ ცხვირს ჩვენს საქმეებში, ვისაც გეხებათ ესტონეთი - ბალტიისპირეთი იქნება თუ სხვა. ასე მძიმედ იმიტომ ვამბობ, რომ ახლა 25 მოდის, მოლდოვას და უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებაზე ვიღებთო, შანტაჟად გვიქციეს უკვე, სხვა აღარაფერი აღარ არის. ხომ უნდა მიხაროდეს სადღაც რომ შევდივარ? იმაში დაგვეხმარეთ, აქვე ეკონომიკა გავაძლიეროთ, რომ როცა მზად ვიქნებით და იქ შევალთ, ჩემი ძლიერი ეკონომიკით შევიდე“, - განაცხადა მეუფე იაკობმა. 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1727522279

საზოგადოება

,,ტემპერატურა კი შედარებით დაბალი იქნება” - მეტეოროლოგის პროგნოზი

 მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.  „აჭარის სანაპირო ზოლში - მზიანი და წყნარი, დასავლეთის დაბლობზე - მზიანი, მაგრამ ქარიანი, აღმოსავლეთის ბარ...

კობა ფარტენაძე

1727517909

სოციალური მედია

,,შე სააკაშვილის ხროვის შემადგენელო ფურუნკულო და ამავე ხროვისგან ასაფეთქებლად გამეტებულო, რით ვერ ძღები ქართველი ხალხის სისხლით?!” - გიორგი მამაცაშვილი თარგამაძეს მიმართავს

გამომცემლობა „რეპორტიორის“ დირექტორი, საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე, გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში გივი თარგამაძის სტატუსს გამოეხმაურა, სადაც პოლიტიკოსი „ქართული ოცნე...

გიორგი მამაცაშვილი

1727513702

საზოგადოება

გლობალური ინოვაციების ინდექსით საქართველო მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების საუკეთესო ათეულში მოხვდა და მსოფლიოს გამორჩეულ იმ 14 ქვეყანას შორის დასახელდა, რომელიც ინოვაციური განვითარების ახალ სიმაღლეებზე აღზევდა

 ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალური ინოვაციების ინდექსი 2024 გამოაქვეყნა.  კვლევა მსოფლიოს 133 ქვეყანაში ინოვაციური განვითარების მახასიათებლებს ეძღვნება. საქართველო მსოფლიო რეიტი...

საქართველოს მთავრობა მკლავჭიდელებსა და პარამკლავჭიდელებს პრემიებს გადასცემს

1727511974

საზოგადოება

ამინდი იცვლება - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

 გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28 სექტემბრის დღის ბოლოდან 30 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი.  „ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე, ასევე აღმოსავლეთ საქარ...

ამინდი

1727510806

ახალი ამბები

გიორგი ამილახვარმა განათლების მინისტრის თანამდებობა დატოვა

 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა თანამდებობა დატოვა.  აღნიშნულის შესახებ მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი ამილახვარი განათლების...

გიორგი ამილახვარი