მასშტაბური თაღლითობა თბილისში – სამშენებლო კომპანიის დირექტორი და მოადგილე მოქალაქეებზე ყიდდნენ იმ ბინებს, რომლებიც სხვა პირებზე იყო იპოთეკით დატვირთული

პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა ორ პირს, რომლებიც მოქალაქეებზე ყიდდნენ იმ საცხოვრებელ ბინებს, რომლებიც სხვა პირებზე იყო იპოთეკით დატვირთული, ან გაყიდული, ზოგ შემთხვევაში კი კორპუსი საერთოდ არ აშენდა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ გზით ბრალდებულები 73 დაზარალებულის კუთვნილ, ჯამში 4 163 620 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.

„საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე, სამშენებლო კომპანიის დირექტორს და ამავე კომპანიის დირექტორის უფლებამოსილების მქონე პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სამშენებლო კომპანიის – შპს „დიღომი თაუერის“ დირექტორმა და ამავე კომპანიის დირექტორის უფლებამოსილების მქონე პირმა კომპანიას სახელწოდება შპს „თიმ დეველოპმენტით“ შეუცვალეს და განვადებით ან ნასყიდობით შეძენის ხელშეკრულების საფუძველზე, მოქალაქეებზე ყიდდნენ სოფელ დიღომში, ოთხი ათასი მესხის ქუჩაზე მდებარე მშენებარე კორპუსში საცხოვრებელ ბინებს. რეალურად კი აღნიშნული ფართები უკვე სხვა პირებზე იყო იპოთეკით დატვირთული, ან გაყიდული, ზოგ შემთხვევაში კი კორპუსი საერთოდ არ აშენდა. ამ გზით ბრალდებულები 73 დაზარალებულის კუთვნილ, ჯამში 4 163 620 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული12 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება არაერთგზის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტებზე წარედგინათ.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება ბრალდებულების მიერ შესაძლო ჩადენილ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებზე,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1726669279

საზოგადოება

„ნამდვილი ნიჭის ზეიმი და მადლიერი მსმენელი“ - როგორ აფასებენ ანრი ჯოხაძის კონცერტს, რომელიც ბათუმში გაიმართა

მომღერალი და ტელეწამყვანი ანრი ჯოხაძე ძალიან ბევრი ადამიანის რჩეული მომღერალია. მის მიერ ჩატარებულ კონცერტებს უამრავი მსმენელი ესწრება. არც გუშინდელი, 17 სექტემბრის ღონისძიება დარჩენილა ყურადღების გარ...

 ანრი ჯოხაძის კონცერტ

1726665190

საზოგადოება

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7136 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6998 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

ვალუტის კურსი

1726660312

სოციალური მედია

ლელა მებურიშვილი ფოტოსესიიდან კადრებს აქვეყნებს

მსახიობი ლელა მებურიშვილი, რომელიც დიდი ხანია ოჯახთან ერთად ლონდონში ცხოვრობს, მიმდევრებს ხშირად ანებივრებს მისი ცხოვრების ამსახველი ულამაზესი ფოტოებით. ამჯერად მსახიობმა სოციალურ ქსელში მორიგი გადაღე...

ლელა მებურიშვილი

1726659555

სპორტი

„გვინდა, ღირსეულად წარმოვაჩინოთ ჩვენი თავი და ყველაფერს გავიღებთ მოედანზე“ - გურამ კაშია

ბრატისლავის „სლოვანის“ ფეხბურთელმა გურამ კაშიამ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო მატჩის წინ ინტერვიუ მისცა, რომელშიც საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გლაზგოს „სელტიკთან“ მატჩის მოლო...

გურამ კაშია

1726655146

საზოგადოება

გიორგი ყიფშიძემ შვილები ბაღში მიიყვანა - რა ვიდეოს აქვეყნებს მსახიობი?

16 სექტემბერს სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები შვილების ბაღში მისვლის პირველ კადრებს გამომწერებს სოციალურ ქსელებში უზიარებენ. ბაღში მივიდნენ მს...

გიორგი ყიფშიძემ ლუნა და კოსმო ბაღში მიიყვანა