„მეხუთე კოლონა დგას და სარწმუნოების უარყოფის ხარჯზე უნდა რაღაც მიზნების მიღწევა და უკვე იქამდე მივიდნენ, რომ სარწმუნოება ამოიღეს ჩვენი სავალი გზიდან“ - მიტროპოლიტი სტეფანე

„დღევანდელ დღეს რომ ვუყურებთ გარშემო რა ხდება, ყველა თითს გვიქნევს, თითქოსდა ყველა აღდგა ჩვენი თვითმყოფადობის წინააღმდეგ, აქ კიდევ მეხუთე კოლონა დგას და სარწმუნოების უარყოფის ხარჯზე უნდა რაღაც მიზნების მიღწევა და უკვე იქამდე მივიდნენ, რომ სარწმუნოება ამოიღეს ჩვენი სავალი გზიდან. რაც ილიამ ჩვენ გვიანდერძა, „მამული ენა სარწმუნოება“, - სარწმუნოება ამოიღეს, რაღაც ერთობა მოიგონეს, რომელიც არ არის ის ერთობა, ანუ სარწმუნოებით როცა მიდის ადამიანი, მაშინ არის ის ერთობა კეთილი, თორემ სარწმუნოების გარეშე ეს შეუძლებელია, - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ განაცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ გადაწყვიტა „გამჭვირვალობის კანონის“ მეშვეობით გაიგოს უცხოური დაფინანსებების შესახებ, საქართველოს წინააღმდეგ უსამართლო და უარგუმენტო შეტევა წამოვიდა.

„როცა ამ სიტუაციაში ვართ, ახლა წამოვიდა მთელი ძალები, რომლებიც ვხედავთ, უსამართლოა ჩვენზე შეტევა. არ არის სიმართლე და არც უნდათ, რომ განმარტონ, იმიტომ რომ იციან, ტყუილია მათი სიტყვა - უბრალოდ ლოზუნგით გვეუბნებიან, ასე არ გააკეთოთ, ასე გააკეთეთ, ეს არ დაგეხმარებათ და მერე - ამას გავაკეთებთ, დაგასანქცირებთ, იმას ვიზამთ, ამას ვიზამთ. გასაგებია ის ადამიანები, ვინც თავზე იღებს ამ სიმართლით წაყვანას. ხდება ხოლმე, ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც აქვს აუცილებლობა ხელისუფალს, ვინც არის, დადგეს რომელიმე მხარეს - უფლის მხარეს ან მის საწინააღმდეგოდ.

დღესდღეობით, გეოპოლიტიკური სხვა რამეა და უფლისმიერი - სხვა რამე, უფლის გზით მივდივართ თუ გეოპოლიტიკურ არჩევანს ვაკეთებთ. ჩვენ პოლიტიკური არჩევანის გაკეთების რაც არ უნდა დიდი სურვილი გვქონდეს, ასე უბრალოდ ჩვენს არჩევანზე არავინ წამოვა - ის დიდი ღლავები არიან ჩვენს გარშემო, რომლებიც თავისას ცდილობენ, რომ გაიტანონ. ჩვენ თუ ამას მივყევით, აღმოვჩნდებით ისეთ ამბავში, რომ პრაქტიკულად, გაგვწიწკნიან ნაწილებად“, - განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715695699

ახალი ამბები

სავარაუდოდ დავით ქაცარავა დააკავეს

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ დამფუძნებელი დავით ქაცარავა თბილისში, მიმდინარე აქციის დროს დააკავეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე ავრცელებს.  „დააკავეს დავით ქაცარა...

საზოგადოება

1715695070

სოციალური მედია

სავარაუდოდ ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს

პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას აქტივისტის დედა, თამთა კალანდაძე ავრცელებს. „დიახ მეგობრებო ლაზარე ისევ დაიჭირეს“, - წერს ის. შეგახს...

ზოგადი

1715691426

ახალი ამბები

„აუცილებელია, რომ პროტესტი გადაიზარდოს ფართომასშტაბიან დაუმორჩილებლობაში“ - ხატია დეკანოიძე

„აუცილებელია, რომ პროტესტი გადაიზარდოს ფართომასშტაბიან დაუმორჩილებლობაში, გაფიცვებში“,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. ამით, დეკანოიძე გამოეხმაურა პარლამენტის მიერ „უ...

პოლიტიკა

1715691360

ახალი ამბები

პარლამენტში 14 მაისის 17:00 საათიდან უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდება

„14 მაისს, წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული...

პარლამენტი

1715688174

ახალი ამბები

პარლამენტმა „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. კენჭისყრაზე რეგისტრაცია 116-მა დეპუტატმა გაიარა. კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წი...

პოლიტიკოსები