13 მაისი უდიდესი ქართველი მწერლის ჯემალ ქარჩხაძის დაბადების დღეა

ჩვენი დროის უდიდესი მწერალი, რომელსაც მეგობრების თქმით, თავის გამოჩენა არ უყვარდა, თუმცა გამორჩეულ ნაწარმოებებს ქმნიდა ვანის რაიონის სოფელ უხუთში 1936 წლის 13 მაისს დაიბადა.

მწერალმა საშუალო განათლება ქალაქ ქუთაისში მიიღო, რის შემდეგაც დედაქალაქში გადავიდა სწავლის გასაგრძელებლად. 1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.

1962 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი მოთხრობა „აბზიანიძეების ოჯახი“.

ჯემალ ქარჩხაძე 1961-1982 წლებში სხვადასხვა ადგილას მუშაობდა. თუმცა 1982 წელს რეგულარული სამსახური მიატოვა, რათა მთელი დრო მწერლობისთვის დაეთმო. ჯემალ ქარჩხაძის პირველმა პუბლიკაციებმა საზოგადოების ძლიერი მოწონება, ხოლო საბჭოთა კრიტიკოსების მკაცრი შეფასებები დაიმსახურა.

მიუხედავად ამისა, ქარჩხაძეს წერა არ შეუწყვეტია და  ნაწარმოებებსაც რეგულარულად აქვეყნებდა. 1977 წელს მისი განსაკუთრებით პოპულარული თხზულება „იგი“ გამოქვეყნდა. 

ამას მოჰყვა უმნიშვნელოვანესი რომანები „ქარავანი“, „ანტონიო და დავითი“, „ზებულონი“.

გარდა მოთხრობებისა და პუბლიცისტიკისა, ჯემალ ქარჩხაძემ დრამატურგობაც სცადა. მისი პიესა „დევიძეების ოჯახი“ იდგმებოდა მარჯანიშვილის თეატრში და გარკვეული წარმატებაც ჰქონდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749753798

მსოფლიო

ტრამპი: არ მინდა ვთქვა, რომ ისრაელის თავდასხმა ირანზე გარდაუვალია, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ მოხდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელმა შესაძლოა ირანის ბირთვულ ობიექტებზე მიიტანოს იერიში. „არ მინდა ვთქვა, რომ გარდაუვალია, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არის ის, რაც, შესაძლოა, სავსები...

დონალდ ტრამპი

1749751166

საზოგადოება

ტელეკომპანია „პოსტ TV“-ის მიერ პროკურატურისთვის მომართული განცხადების საფუძველზე, ჟურნალისტის მარიამ ნებიერიძისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო

ტელეკომპანია „პოსტ TV“-ის მიერ პროკურატურისთვის მომართული განცხადების საფუძველზე,ტელეკომპანიის ჟურნალისტის მარიამ ნებიერიძისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, სპეციალურმა საგამო...

პროკურატურაა

1749749111

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი: უცხოური დონორები თანხებს საქართველოში იმიტომ კი არ რიცხავდნენ, რომ საგანმანათლებლო პროგრამებში მიეღოთ მონაწილეობა, არამედ იმისთვის, რომ „მოლოტოვის კოქტეილების“ შეძენა დაეფინანსებინათ

უცხოური დონორები თანხებს საქართველოში იმიტომ კი არ რიცხავდნენ, რომ ეკოლოგია გაუმჯობესებულიყო და საგანმანათლებლო პროგრამებში მიეღოთ მონაწილეობა, არამედ იმისთვის, რომ „მოლოტოვის კოქტეილების“ შეძენა დაეფ...

გურამ მაჭარაშვილი

1749746659

ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანი მდინარეში დაიხრჩო

გორის მუნიციპალიტეტში,  სოფელ თედოწმინდაში, არასრულწლოვანი მდინარეში დაიხრჩო.  ინფორმაციას ადგილობრივი მედია „თრიალეთი“ ავრცელებს.  როგორც ტელეკომპანიას შემთხვევის ადგილიდან ატყობინებენ,  გარდაცვლილია...

მდინარემდინარე

1749745478

ახალი ამბები

„პოს ტვ“-ის გადამღებ ჯგუფს საქალაქო სასამართლოსთან აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ

„პოს ტვ“-ის გადამღებ ჯგუფს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ. „POSTV-ს გადამღებ ჯგუფს რადიკალური ოპოზიციის აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ – ტელეკომპანია დაუყოვნებლი...

„პოს ტვ“-ის გადამღებ ჯგუფ