"მორწმუნეს ხატით სიარულს ვერ დაუშლი" - იაგო ხვიჩია სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციაზე მისულ პირებზე

"ჩემი აზრით, მორწმუნეს ხატით სიარულს ვერ დაუშლი და ნებისმიერი, აქცია იქნება ეს თუ სხვა რამე, რომელიც ამას აკეთებს, ის შეცდომას უშვებს", – ასე უპასუხა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ 24 ივნისს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც „სირცხვილიას“ წარმომადგენლებმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ბანერებით მდგარ პირებს აქციის დატოვებისკენ მოუწოდეს.

იაგო ხვიჩიამ კომენტარი გააკეთა აქციის ორგანიზატორების მიერ დაყენებულ მოთხოვნებთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ ორივე მოთხოვნა არასერიოზულია.

„პირველი – ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა არასერიოზულია, თუ შენ გჯერა, რომ ქვეყნის რეალური მმართველი სულ სხვა ვინმეა და ღარიბაშვილი არის მხოლოდ ვიღაცის წარმომადგენელი;

აქედან გამომდინარე, წარმომადგენლის წასვლას რომ ითხოვ სახლში, უბრალოდ არასერიოზულია, თუ იცი, რომ ის უბრალოდ, წარმომადგენელია.

მეორე – რაც შეეხება ეროვნული თანხმობის რაღაცის შექმნას, ასევე არასერიოზულია, რადგანაც არავინ იცის, საიდან მოდის ლეგიტიმაცია, ვინ არის ეს ხალხი, ვინ არჩევს ამ ხალხს და ვისი სახელით მოქმედებს ეს ხალხი; რატომ ვენდობით ამ ხალხს და ვინ ნიშნავს თანამდებობაზე ამ ხალხს.

„ქართული ოცნების“ პარლამენტი, მათი მთავრობა? რა მოთხოვნაა ეს შინაარსით და როგორ უნდა მოხდეს მისი აღსრულება.

მე ვფიქრობ, რომ ამ აქციის ორგანიზატორები პრობლემაა, რადგან ასეთი მოთხოვნების წამოყენებით მერე ხალხის ხშირად შეკრება და დაშლა ადამიანების ნიჰილიზმს იწვევს და ფაქტობრივად, ახშობს პროტესტს, რაც სამართლიანად არსებობს ამ ქვეყანაში", – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

24 ივნისს, პარლამენტის წინ, მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ ორგანიზებული აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართა.

აქციის მთავარ მოთხოვნად დასახელდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და „ეროვნული თანხმობით“ შექმნა მთავრობის, რომელიც ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ 12-ვე პირობას შეასრულებს.

23 ივნისს, ევროპულმა საბჭომ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროპული პერსპექტივა აღიარა.

გარდა ამისა, საბჭომ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაც გადაწყვიტა. ევროპული საბჭო მზადაა, საქართველოსაც მისცეს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც ევროკომისიის დასკვნაში მითითებული პრიორიტეტები შესრულდება.

ევროკომისიის მიერ დასახელებულ 12 პრიორიტეტს/პირობას შორისაა დეოლიგარქიზაციის ვალდებულების შესრულება, პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის მოგვარება, სასამართლო რეფორმის გატარება, ანტიკორუფციული სამსახურის გაძლიერება და მედია გარემოს გაუმჯობესება.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "უი, როგორ შეთხელებულან, ააა… ვიღაცების სახლებიდან ამოიღეს “მოლოტოვები”? ააა... მაშინ ოკ" - ლალი მოროშკინა "სირცხვილიას" ორგანიზებულ აქციას ეხმაურება

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714151170

ახალი ამბები

გარდაბანში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს 20...

შემთხვევები

1714149628

მსოფლიო

„უკრაინაში იარაღსა და აღჭურვილობას ამ კვირაში გავგზავნით“ - აშშ-ის პრეზიდენტი

შეერთებული შტატები უკრაინაში დაპირებული იარაღის გაგზავნას ამ კვირაში დაიწყებს, როგორც მისი ბოლო დახმარების პაკეტის ნაწილი. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელ X-ში წერს.  „ოთხშაბათ...

ააა

1714148335

ახალი ამბები

ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრებიდან ტურნირის მეორე საშეჯიბრებო დღეს ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და...

ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი

1714147824

ახალი ამბები

„საქართველოს ბედს ქართველი ხალხი გადაწყვეტს“ - ვლადიმერ ბოჟაძე

„ილია ჭავჭავაძე რომ გქონდეთ წაკითხული რომელიმეს, გეცოდინებოდათ, რა დაწერა: „დღესაც, მთელს ამიერ კავკასიაში ქართველი და ქრისტიანი ერთი და იმავე მნიშვნელობის სიტყვებია. გაქრისტიანდაოს მაგივრად, გაქართვე...

ვლადიმერ ბოჟაძე

1714145474

ახალი ამბები

ავარია თემქაზე - არიან დაშავებულები

თბილისში, თემქაზე ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად არიან დაშავებულები. ადგილზე სასწრაფო დახმარებაა მობილიზებული და დაშავებულებს შესაბამისი დახმარება იქვე გაუწიეს.  თვითმხილველ...

ავარია თემქაზე