ოზურგეთის მერის მდივან-რეფერენტი, მერის მხრიდან ზეწოლისა და შევიწროების ფაქტებზე საუბრობს

ოზურგეთის მერის მდივან-რეფერენტი, ალიონა სურგულაძე, მერის მხრიდან ზეწოლისა და შევიწროების ფაქტებზე საუბრობს. მკითხველს, ალიონა სურგულაძის წერილს, რომელიც მან დღეს, საკუთარ „ფეისბუკ“ გვერდზე გაავრცელა, უცვლელად ვთავაზობთ.

„ჩემმა ყველა მეგობარმა თუ ახლობელმა იცით, რომ არ გამოვირჩევი სოციალურ ქსელში აქტიურობით. ჩემს პირად გვერდზე ალბათ არც შეხვედრიხართ რაიმე სახის პოსტს, მაგრამ ახლა ის დროა, როცა ჩემი დუმილი თითქმის ღალატის ტოლფასია.
მცირედ შესავალს გაგიკეთებთ, თქვენთვის მარტივად აღსაქმელი რომ გახდეს თუ რისი თქმა მსურს. ზუსტად 15 წელია ვმუშაობ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სრული ეს 15 წელი ვიმუშავე გამგებლის/ მერის მდივნად. ყველას ვინც მიცნობს ან ერთხელ მაინც ჰქონია ჩემთან შეხება იცის, რომ ჩემს საქმიანობას დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი. ამ პერიოდის განმავლობაში მომიწია მემუშავა 6 ხელმძღვანელთან, ხოლო მე-7 ჯერ მოქმედი მერი კოტე შარაშენიძეა. მარტივად აღსაქმელია, თუ რამდენ კომპეტენტურ და სხვადასხვა შეხედულების ადამიანთან ვმუშაობდი და ვურთიერთობდი ყოველდღიურად. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არცერთ მათგანთან არ მქონია მცირედი გაურკვევლობა ან თუნდაც უმნიშვნელო წყენა. მაგრამ ზემოთხსებული მერი, ბატონი კონსტანტინე შარაშენიძე, თავისი ქმედებებით, გასცდა, დიახ, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ გასცდა, თავის თანამდებობრივ თუ მორალურ ჩარჩოებს და ბოლო ორი წელია უკან არ იხევს არც ზეწოლაზე და არც შანტაჟზე.
უშუალოდ ჩემ ჭრილში რომ განვიხილოთ, არ მორიდებია მორალურ ზეწოლას, რაც გამოიხატებოდა სამსახურიდან გათავისუფლების მუქარით და ჩემი ოჯახის კუთვნილ ბიზნესზე ზეწოლით. (ვინაიდან, აღნიშნული ბიზნესი ვერ აკმაყოფილებდა მერისა და მისი დის ინტერესებს).
არაერთხელ შემოსულა, კონსტანტინე შარაშენიძისგან ზარი ჩემს ტელეფონზე, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში, სადაც აღნიშნავდა, რომ იმ შემთხვევაში თუ კი ჩემი ოჯახიდან არ იქნებოდა მის მიმართ აქტიური მხარდაჭერა, გამარჯვების შემთხვევაში მიიღებდა შესაბამის ზომებს, ვციტირებ,- " მე რომ გავიმარჯვებ, მერე სად მიდიხართ?!". და მსგავსი ათასი ფაქტი, რომელთა მოყოლითაც თავს არ შეგაწყენთ.
გამომდინარე აქედან, თქვენთვის მომინდვია განსაჯოთ თუ რა მენტალური და მორალური ღირებულების ადამიანთან/მერობის მომავალ კანდიდატთან გვაქვს საქმე, მაშინ როდესაც ეს კონკრეტული პიროვნება ურცხვად ადანაშაულებს სხვას ზეწოლასა და შანტაჟში, თვითონ კი პერმამენტულად განაგრძობს მსგავს ქმედებებს.
სულ ეს იყო რისი თქმაც საჯაროდ მსურდა და დამერწმუნეთ, ყოველივე ეს ზღვაში წვეთია. პ.ს ჩვენი მომავლის არჩევანი, ჩვენს ხელშია.“ - წერს ალიონა სურგულაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

📌 "სააკაშვილს რომ რამე დაემართოს, მისი არმყვარებლებისთვის უარესი ტრავმა იქნება, ვიდრე მისი მრევლისთვის"

📌 "ნუ ანდობთ თქვენი შვილების ბედს მათ, ვისაც ასე არაფრად უღირს ადამიანის სიცოცხლე" 

📌 "სანამ ჩვენ აქ ვიხარშებით ერთიდაიგივეობაში, პლანეტის კიდევ უფრო ფანტასტიკური მომავალი იქმნება"

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714755290

საზოგადოება

„უკრაინელია ჩემი ცოლი, ქართულად დაილაპარაკა, მაგრამ რუსული აქცენტით, ამ დროს დაიწყეს გინება“ - პროტესტის რამდენიმე მონაწილე მარჯანიშვილის ხიდზე ცოლ-ქმარს დაუპირისპირდა

2 მაისს, საღამოს საათებში, მარჯანიშვილის ხიდზე ცოლ-ქმარს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც ნიკოლოზ გუდაძე Newshub.ge-სთან საუბარში ამბობს, მისი მეუღლე, იარუსლავა პოლიანსკავა გუდაძე ტვინის შერყევის დიაგნოზ...

მარჯანიშვილის ხიდი

1714752307

ახალი ამბები

დავით კაჭარავა სპორტსმენების ბულინგზე: ყველანაირად ცდილობენ, რომ ჩვენი გმირი ბიჭების წარმატებები როგორღაც წარუმატებლობად აქციონ - ამით ცდილობენ დაანგრიონ ქართული სპორტი

„მსგავს წარმოუდგენელ ამბავს ჩვენ ვხედავთ არაპირველად ჩვენი ოპონენტების მხრიდან, იმ ძალის მხრიდან, რომლისთვისაც სპორტული წარმატებები, შეფერხებას წარმოადგენს და ყველანაირად ცდილობენ, რომ ჩვენი გმირი ბიჭ...

დავით კაჭარავა

1714749720

ახალი ამბები

ქრისტე აღდგა თუ ქრისტე აღსდგა - რომელია სწორი და რას ამბობს მამა შალვა

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მორწმუნეები ერთმანეთს შემდეგი სიტყვებით ულოცავენ: „ქრისტე აღსდგა“, „ქრისტე აღდგა“. ამაზე საზოგადოებაში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, განხილვა, პოლემიკა, თუ რომელია სწორ...

კეკელია

1714747782

სოციალური მედია

„საქართველო ევროპაა, რისთვისაც ყველაზე მეტი, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა“ - გიორგი ჩაკვეტაძე

„მეგობრებო, ჩვენ ვაფასებთ თქვენს აზრს, მაგრამ თქვენც უნდა გაიაზროთ ჩვენი არგუმენტები. არ მისცეთ უფლება 500-კაციან დესტრუქციულ ჯგუფებს, თქვენი პროტესტი თავიანთი ბნელი მიზნებისთვის - საქართველოს წინააღმ...

გიორგი ჩაკვეტაძე

1714745217

ახალი ამბები

ავტოსაგზაო შემთხვევა ავტობანზე

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ავტობანზე.  ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი მგზავრი დაშავდა. „ექსკლუზივი“ მომხდარზე მეტ დეტალს შსს-ში არკვევს.

ავტოსაგზაო შემთხვევა ავტობანზე