"ნუ ანდობთ თქვენი შვილების ბედს მათ, ვისაც ასე არაფრად უღირს ადამიანის სიცოცხლე" - ნანა გეგეჭკორი

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელ ფეისბუკში ეხმაურება.

"იმედია, პრემიერის საჯარო განცხადება თვითმკვლელობის კანონიერებაზე დაგეხმარებათ გააცნობიეროთ რამდენად არაჰუმანურ ძალასთან გაქვთ საქმე.

ცხადია, არ მაქვს ილუზია, რომ ტელევიზიას, საიდანაც ეს ინტერვიუ გავრცელდა, ესმის რაოდენ სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლია მსგავს განცხადებებს სუიციდზე, იმ ადამიანებისთვის ვისაც ჯანმრთელობის მსგავსი პრობლემა აქვს.

ნუ ანდობთ თქვენი შვილების ბედს მათ, ვისაც ასე არაფრად უღირს ადამიანის სიცოცხლე...

 P.S. გთხოვთ, ნუ დამიწყებთ შეგონებებს რომ ექიმი ვარ და ჩემი საქმე ადამიანების მკურნალობაა. დიახ, ადამიანის სიცოცხლეა ჩემი უმთავრესი საზრუნავიც და ღმერთიც და ამიტომაც ვღელავ",  - წერს ნანა გეგეჭკორი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. იგი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. სააკაშვილი დაკავების დღიდან, 29-ე დღეა შიმშილობს. სააკაშვილის ადვოკატები და პირადი ექიმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე საუბრობენ და ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

ასევე დაგაინტერესებთ:

📌"Meta-ს ქვეშ ერთიანდება ყველა ქსელი, რომელსაც კომპანია ფლობს, თუმცა პლატფორმა - Facebook-ი, Instagram-ი და WhatsApp-ი, საკუთარ სახელწოდებებს შეინარჩუნებენ" - მარკ ცუკერბერგი

📌საქართველოს მოსახლეობა აკეთებს ყველაფერს, რომ პანდემია კიდევ უფრო გაძლიერდეს - თენგიზ ცერცვაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791797536

საზოგადოება

კახა კალაძე სპორტსმენების ბულინგზე: ყველა წარმატებული ადამიანი ეზიზღებათ, ვისაც სამშობლო უყვარს

„ყველა წარმატებული ადამიანი ეზიზღებათ, ვისაც სამშობლო უყვარს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან სპორტსმენების, მათ შორის ძიუდოისტ ლაშა ბექაუ...

კახა კალაძე

1791795942

საზოგადოება

კახა კალაძე შესაძლო დასანქცირებაზე: როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ არანაირი პირადი ინტერესი არ გამაჩნია

„საერთოდ არ გვაქვს ინტერესი, რისთვის იკრიბებიან, რაზე იმსჯელებენ იმიტომ, რომ ყველა მათი განცხადება, არასამართლიანობასა და სიცრუეზეა დაფუძნებული“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთა...

კახა კალაძე

1791795429

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: მარტა კოსს შეუძლია, რამდენჯერაც უნდა გამოიყენოს ყალბი ხატოვანი გამოთქმა, მაგრამ პასუხი ერთია, სჯობს, ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი სახელმწიფო, ვიდრე ვიყოთ ქაღალდზე სახელმწიფო

„სჯობს, ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი სახელმწიფო, ვიდრე ვიყოთ ქაღალდზე სახელმწიფო“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ევროკომისარ მარტა კოსის კომენტარზე საუბრისას განაც...

შალვა პაპუაშვილი

1791794633

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: კარგად გამოჩნდა, რომ ევროკომისრები არიან არა დიალოგის, არამედ ბოიკოტის მხარეს, რაც პრინციპულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს

„პასუხებში კარგად გამოჩნდა, რომ ევროკომისრები არიან არა დიალოგის, არამედ ბოიკოტის მხარეს, რაც საერთო ჯამში, პრინციპულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავ...

შალვა პაპუაშვილ

1791793758

ახალი ამბები

🎥 ხანძარი ბათუმში - მიმდინარეობს ლიკვიდაციის სამუშაოები

ბათუმში, თამარის დასახლებაში მაღალსართულიან მშენებარე კორპუსში ხანძარია გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ლიფტის შახტს გაუჩნდა.  როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ დრ...

ხანძარი ბათუმში