სასამართლომ სოსო გოგაშვილის ბიძაშვილს 10 000 - ლარიანი გირაო შეუფარდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ბიძაშვილს, ნიკოლოზ გოგაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად გირაო 10 000 ლარის ოდენობით შეუფარდა.

ნიკოლოზ გოგაშვილი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება ბრალად, საპატიმროს მხოლოდ გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს.

სასამართლოს გირაოს შეფარდების შუამდგომლობით ბრალდების მხარემ მიმართა.

როგორც პროკურორმა ნათია სილაგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდების მხარეს საქმეში არაერთი მტკიცებულება აქვს მოპოვებული, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები.

“არის მოწმე, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს ცეცხლსასროლი იარაღები არ იყო თავიდანვე ნიკოლოზ გოგაშვილის საკუთრება. როცა ნიკოლოზ გოგაშვილმა იარაღები შეიძინა, კანონიერად მის სახელზე რეგისტრირება მოახდინა.

თავიდანვე მისი განზრახვა იყო მართლსაწინააღმდეგოდ გაესაღებინა.

ამის დასადასტურებლად ბრალდების მხარეს არაერთი მტკიცებულება აქვს მოპოვებული”,- განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება ნიკოლოზ გოგაშვილის ადვოკატის, რამაზ სამხარაძის პოზიციას, როგორც მან განმარტა, ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება არ იყო სისხლის სამართლის კანონით დასჯადი.

“რაც შეეხება კონკრეტულ მოწმეებს, რომელთა გვარები სასამართლო დარბაზში გაჟღერდა, აქედან უმრავლესი ნაწილი სუს-ის თანამშრომელია, რომლებმაც გარკვეულ პროცედურებში მიიღეს მონაწილეობა - ჩხრეკის, დაკავების და ა.შ. ასევე არსებობს ერთადერთი არაობიექტური, მიკერძოებული და დაინტერესებული მოწმე, რომელიც იოსებ გოგაშვილზე გაბრაზების ან წყენის გამო არის ტენდენციური.

ასევე, შესაძლოა ის ელოდება რაღაც პრივილეგიებს, დაწინაურებას, არ ვიცი რას, რის გამოც შესაძლოა ის აძლევდეს არასწორ ინფორმაციას სამართალდამცველებს”, - აცხადებს სამხარაძე.

შეგახსენებთ, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, იოსებ (სოსო) გოგაშვილის ბიძაშვილს ნიკოლოზ გოგაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღებას გულისხმობს.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 6-დან 9-წლამდე თავისუფლებს აღკვეთა ემუქრება.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1715612251

ახალი ამბები

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურების მასშტაბური ფაქტები გამოავლინა

 თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სახელმწიფოს კუთვნილ მიწებზე ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურების მასშტაბური ფაქტები გამოავლინა. სამართალდარღვევის ფაქტები აღიკვეთა: დიდ ლილოში, გლდანის შემოვლით გზ...

ინსპექცია

1715609891

მსოფლიო

ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, რომელიც ცოლის მკვლელობაშია ბრალდებული, 24-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

 ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, კუანდიკ ბიშიმბაევს 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ნაფიცმსაჯულებმა ის დამნაშავედ ცნეს ცოლის მკვლელობაში. გამოძიების ცნობით, ბიშიმბაევმა სალტანატ ნუკენოვა სი...

ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილ მინისტრი

1715606192

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6804 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6755 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...

ლარის კურსი, ვალუტა

1715606024

ახალი ამბები

„ორგანიზატორებმა უბრალოდ ჩაისვ*რეს... ვის აჰყავს სცენაზე ეს უკიდეგანო სირე*ი?“ - იაგო ხვიჩია

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც აქციის ორგანიზატორებს აკრიტიკებს. „არ ვიცი აღიარებენ თუ არა, მაგრამ გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა უბრალოდ ჩაისვ...

პოლიტიკოსი იაგო ხვიჩია

1715605888

ახალი ამბები

ქართველმა პარატაეკვონდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვეს

სერბეთში დედაქალაქ ბელგრადში გამართულ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე პარატაეკვონდოში ქართველმა პარასპორტსმენებმა სამი მედალი მოიპოვეს.  ტურნირზე ლია ჩაჩიბაია, ნატალია ოჩიგავა და გიორგი ნიკოლაძე ბრინჯაო...

პარატაეკვონდოისტებმა