„თითქოს მესაზღვრეებმა უკრაინის მოქალაქეზე იძალადეს, არ შეესაბამება სიმართლეს და ემსახურება პოლიციის დისკრედიტაციას“ - შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს გამოვეხმაუროთ „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელშიც ნათქვამი იყო რომ თითქოს ქართველი მესაზღვრეების მხრიდან უკრაინის მოქალაქის მიმართ განხორციელდა ძალადობა.

განვმარტავთ, რომ აღნიშნული მოქალაქე მიმდინარე წლის 11 აპრილს გამოცხადდა დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, იქიდან გამომდინარე, რომ მან ვერ წარმოადგინა სამგზავრო დოკუმენტი ვინაობის დადგენის მიზნით მოხდა აღნიშნული პიროვნების სპეციალურად გამოყოფილ ადგილას გადაყვანა.

ასევე, მოქალაქეობის დადგენის მიზნით უკრაინის საკონსულოში გაგზავნილი იქნა წერილი, საიდანაც საპასუხოდ გამოგზავნილი იქნა ნოტა რომლის მიხედვით დადასტურდა რ.ს. - ს უკრაინის მოქალაქეობა, რის შემდეგაც საგამონაკლისო წესით, მიმდინარე წლის 31 მაისს შემოშვებული იქნა საქართველოში. ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ რ.ს. არის წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი.

ხაზგასმით, გვინდა აღვნიშნოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მესაზღვრეებმა რ.ს.-ზე იძალადეს არ შეესაბამება სიმართლეს და ემსახურება პოლიციის დისკრედიტაციას. ასევე, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ რ.ს. საქართველოში 31 მაისს შემოვიდა, თუმცა მას ამ დრომდე, რაიმე სახის ძალადობის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.

ასევე, განვმარტავთ, რომ, ტელეკომპანიას, აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტისთვის არ მოუმართავს“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1719335509

სპორტი

„საქართველოს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ თურქეთთან და ჩეხეთთან“ - რობერტო მარტინესი

პორტუგალიის მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებთან გასამართ მატჩამდე კომენტარი გააკეთა და ვილი სანიოლის გუნდი შეაქო.  „საქართველოს ძალიან კარგი...

რობერტო მარტინესი

1719331844

სოციალური მედია

„სიყვარულის ბიჭი ხარ“ - რა კადრებს აქვეყნებს დათი ქოქრაშვილის დედა?

დათი ქოქრაშვილი საზოგადოებამ შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავარიის შემდეგ გაიცნო. დათის დედა, ქრისტინე მამუკაშვილი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს შვილის ფოტოებსა და ვიდეოებს და დათის ჯანმრთელობის მდგომარ...

დათი ქოქრაშვილი

1719329492

ახალი ამბები

ქობულეთში გამოძახებაზე მისული პოლიციელი დაჭრეს

ქობულეთში გამოძახებაზე მისული პოლიციელი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაცია ექსკლუზივს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, სამართალდამცველს მძიმე დაზიანება არ მიუღია. დაშა...

ააა

1719327389

ახალი ამბები

ტორნადო კახეთში - დაზიანებულია ალავერდის ტაძრის გუმბათი, მოგლეჯილია ხეები და დაზიანებულია ავტომობილები

კახეთის მხარეს, კერძოდ ახმეტის მუნიციპალიტეტს ტორნადომ გადაუარა. ადგილობრივები სოციალურ ქსელში სტიქიის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას ავრცელებენ.  კადრებიდან ირკვევა, რომ დაზიანებულია ალაბერდის ტაძრის გუ...

ტორნადო კახეთში

1719324818

სოციალური მედია

დავით ხუჯაძე 49 წლის იუბილეს ბაქოში შეხვდა - კადრები ადგილიდან

მომღერალ დათო ხუჯაძეს დაბადების დღე აქვს. იგი 49 წლის გახდა. საკუთარ იუბილეს მომღერალი ბაქოში შეხვდა, საიდანაც კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. მეგობრებმა და კოლეგებმა სადღესასწაულო ტორტზე სანთელი ღ...

დათო ხუჯაძე