ცესკოს თავმჯდომარემ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და მის წევრებს საარჩევნო სიახლეები გააცნო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და წევრი ბიზნესორგანიზაციების წარმომადგენლებს საარჩევნო სიახლეები და ელექტრონულ ტექნოლოგიები გააცნო.

შეხვედრა ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დღეს გაიმართა.

გიორგი კალანდარიშვილმა პრეზენტაციის მიმდინარეობისას დეტალურად ისაუბრა როგორც საარჩევნო ტექნოლოგიებისა და 2024 წლის არჩევნებისთვის მზადებისა პროცესის შესახებ.

„ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა დამსაქმებელთა ასოციაციის მხარდაჭერით. გვქონდა საშუალება ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის მიგვეწოდებინა დეტალური ინფორმაცია იმ სიახლეებისა და ტექნოლოგიების შესახებ, რომელსაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე იქნება გამოყენებული. აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში ფაქტობრივად ამომწურავად ვისაუბრეთ ყველა აქტუალურ საკითხზე. რა თქმა უნდა, ასეთი საინფორმაციო შეხვედრები გაგრძელდება, იმისათვის რომ მაქსიმალურად მივიტანოთ ინფორმაცია ყველა ამომრჩევლამდე, რათა ერთობლივად უზრუნველვყოთ ამ არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ადმინისტრირება“, - აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია და იმიტირებული კენჭისყრა. შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკაში გამოეცადათ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა.

საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ინიციატივით დღეს, შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა და მას მოდერაციას ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე და გამგეობის წევრი ნიკოლოზ ხუნძიკაშვილი უწევდნენ.

ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრაცია ეტაპობრივად იმართება ქვეყნის მასშტაბით ხალხმრავალ ადგილებში, საჯარო და კერძო სტრუქტურებში. დღეის მდგომარეობით უკვე ინფორმირებულია 500 000-მდე ადამიანი.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1725729684

სპორტი

გიორგი ჩაკვეტაძემ ჩეხებს რიგით მეორე გოლი გაუტანა - ანგარიში 2:0

გიორგი ჩაკვეტაძემ ჩეხებს რიგით მეორე გოლი გაუტანა - ანგარიში 2:0. მანამდე კი ხვიჩა კვარაცხელიამ 11-მეტრიანი პენალტით ანგარიში გახსნა.  თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმართება. საქართველოს ერ...

ჩაკვეტაძე

1725727450

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩეხებს გოლი გაუტანა

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩეხებს გოლი გაუტანა - ანგარიში გაიხსნა. 1:0 ქართველთა სასარგებლოდ. თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმართება. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში არიან მამარდაშვილი...

კვარაცხელია

1725722193

ახალი ამბები

ავარია თუშეთში - დაღუპულია ერთი ადამიანი

თუშეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, საწვავმზიდს ერთ-ერთი მობილური კავშირგაბმულობის კომპანიის ანძისთვის საწვავი მიჰქონდა, რა დროსაც ის...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1725719181

სპორტი

საქართველო - ჩეხეთის მატჩის დაწყებამდე, ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე კუთვნილ ჯილდოს მიიღებს

დღეს, საქართველო - ჩეხეთის მატჩის დაწყებამდე, ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე კუთვნილ ჯილდოს მიიღებს. ინფორმაცია ეროვნული ნაკრების ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ვრცელდება.  გიორგი მიქა...

მიქაუტაძე

1725708925

საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 31 ახალი ევროპული სახანძრო ავტომანქანა შეიძინა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა თანამედროვე ევროპული სტანდარტების „ივეკო მაგირუსის“ 31 ახალი სახანძრო ავტომანქანა შეიძინა, რომელთა გადმოცემა ეტაპობრივად განხორციე...

მანქანა