"C რეაქტიული ცილის მომატებული მაჩვენებელი საერთოდ არ ნიშნავს, რომ ანტიბიოტიკი უნდა დაინიშნოს" - რა ინფორმაციას ავრცელებს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

 

C რეაქტიული ცილის შესახებ მინდა მცირე კომენტარი გავაკეთო.

საქმე ისაა, რომ ამ კვლევის შედეგზე ბევრად უფრო მეტი აჟიოტაჟია, ვიდრე მისი რეალური ფუნქცია და როლია.

C რეაქტიული ცილა (CRP) არის ნივთიერება, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი წარმოქმნის ანთების საპასუხოდ.

ეს არის სრულიად არასპეციფიური ტესტი, რადგან მისი მაჩვენებელი შეიძლება მომატებული იყოს ნებისმიერი ტიპის ანთების დროს - ინფექციის (როგორც ვირუსული, ასევე ბაქტერიული), სიმსივნის, ტრავმული დაზიანების, აუტოიმუნური დაავადებების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და ა.შ. დროს.

ამიტომ ამ მაჩვენებლის მომატება ვერ მიგვითითებს, რისგან არის გამოწვეული ანთებითი პროცესი.  

ძალიან მკვეთრად მომატებული C რეაქტიული ცილის მაჩვენებელმა (100-ჯერ და მეტად) შეიძლება მძიმე ბაქტერიულ ინფექციაზე მიგვითითოს, თუმცა პირდაპირი მარკერი არ არის.

C რეაქტიული ცილის მომატება ბევრს ძალიან აფრთხობს, არადა, თუ, მაგალითად, ადამიანს სიცხე აქვს, ისედაც ცხადია, რომ ორგანიზმში ანთებითი პროცესი მიმდინარეობს და C რეაქტიული ცილა მომატებული იქნება.

ეს ანალიზი ამ შემთხვევაში პაციენტის შეფასებაში დიდ როლს არ ასრულებს.

ადამიანებს ასევე აბნევთ სხვადასხვა ლაბორატორიაში სხვადასხვა ნორმები, რაც მითითებულია ხოლმე გამოკვლევის შედეგში.

მაშინ ჩნდება კითხვა, საერთოდ რატომ ვაკეთებთ ამ კვლევას.

სასურველია, ეს ანალიზი დანიშნოს ექიმმა, რომ ინტერპრეტაციაც სწორად გაკეთდეს.

ექიმები მას ძირითადად ნიშნავენ იმიტომ, რომ შემდეგ დინამიკაში შეადარონ ეს მაჩვენებელი და იმსჯელონ დაავადების მიმდინარეობაზე (გაუმჯობესებაზე ან გაუარესებაზე).

ეს პოსტი კი ძირითადად იმას ეძღვნება, რომ C რეაქტიული ცილის მომატებული მაჩვენებელი საერთოდ არ ნიშნავს, რომ ანტიბიოტიკი უნდა დაინიშნოს.

არადა, ამას ძალიან ხშირად ვაწყდებით",- წერს ბუწაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „ჩემი ოჯახი ახლა უსაფრთხოდ არ არის, გვისმენენ, გვიყურებენ... დაგვეხმარეთ“ - სოსო გოგაშვილის შვილი საელჩოებს მიმართავს

🔵 ოპოზიციონერი დეპუტატები საგარეო საქმეთა მინისტრს - „სრულიად მიუღებელია დუმილი და უმოქმედობა, ბიჭვინთის ფაქტობრივი ანექსიის საკითხზე“

🔵 „თბილისური დღეები მილანში“ - საგრანტო პროგრამის ფარგლებში პროექტის გამარჯვებული იტალიაში ინგა მჭედლიშვილი გახდა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714747782

სოციალური მედია

„საქართველო ევროპაა, რისთვისაც ყველაზე მეტი, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა“ - გიორგი ჩაკვეტაძე

„მეგობრებო, ჩვენ ვაფასებთ თქვენს აზრს, მაგრამ თქვენც უნდა გაიაზროთ ჩვენი არგუმენტები. არ მისცეთ უფლება 500-კაციან დესტრუქციულ ჯგუფებს, თქვენი პროტესტი თავიანთი ბნელი მიზნებისთვის - საქართველოს წინააღმ...

გიორგი ჩაკვეტაძე

1714745217

ახალი ამბები

ავტოსაგზაო შემთხვევა ავტობანზე

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ავტობანზე.  ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი მგზავრი დაშავდა. „ექსკლუზივი“ მომხდარზე მეტ დეტალს შსს-ში არკვევს.

ავტოსაგზაო შემთხვევა ავტობანზე

1714744140

საზოგადოება

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 3 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი უცვლელი დარჩა და 2.6797 ლარს შეადგენს. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8777 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.86...

ზოგადი

1714738249

საინტერესო ამბები

რას უკავშირდება სააღდგომო პასკის ტრადიცია? რისი სიმბოლოა და რა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მას?

აღდგომა ერთადერთი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელსაც ბრწყინვალე ეწოდება. სწორედ ამ დღეს მთავრდება დიდი, 40-დღიანი მარხვა და მორწმუნეები მაცხოვრის აღდგომით გამოწვეულ სიხარულს ერთმანეთს უზიარებენ: -„ქრი...

პასკა

1714734961

სოციალური მედია

„ნაცების ბრძოლა ხელისუფლებისთვის მოხერხებულად შეფუთეს „კი ევროპას და არა რუსეთს” კამპანიით“ - ნინო წილოსანი

„ნაცების ბრძოლა ხელისუფლებისთვის მოხერხებულად შეფუთეს „კი ევროპას და არა რუსეთს” კამპანიით“, - წერს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.  წილოსანი საზოგადოებას მოუწოდებს...

ზოგადი