„ძლივს ასპარეზზე გამოჩნდა ნათელი, კეთილი და განათლებული სპორტსმენი, არ მიაქციო გიორგი ყურადღება არავის! წარმატებები შენს საქმეში“ - ზურა ხაჩიძე

გიორგი გველესიანის Geo Team-თან ჩაწერილმა ვიდეომ, სადაც ქართველი მცველი გულშემატკივრების შეკითხვებს პასუხობს, გულშემატკივარს შორის დიდი გამოხმაურება გამოიწვია. კერძოდ, საკითხზე, სადაც იგი ქალთა ფეხბურთზე საუბრობდა.

არის თუ არა ფეხბურთი ქალების საქმე და უნდა ითამაშონ თუ არა ფეხბურთი ქალებმა?! - ეს იყო ერთ-ერთი შეკითხვა, რომელიც გველესიანს დაუსვეს, რაზედაც ფეხბურთელმა ასე უპასუხა:

„ვი­საც უნდა, უნდა ითა­მა­შოს. ჩემი პი­რა­დი აზ­რია, რომ ფეხ­ბურ­თი ქა­ლე­ბის საქ­მე ნაკ­ლე­ბად არის. მე პი­რა­დად ვფიქ­რობ, რომ ქა­ლებს ფეხ­ბურ­თი ნაკ­ლე­ბად გა­მოს­დით. თუმ­ცა, როცა ჩვე­ნი, ქალ­თა ნაკ­რე­ბის თა­მა­შებს ვუ­ყუ­რებ, გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვარ და შე­საძ­ლოა, ჩემი აზრი მალე შე­იც­ვა­ლოს“, - ამბობს იგი. 

გიორგი გველესიანის ამ განცხადებას მოგვიანებით ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე და საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ნინო სუთიძე გამოეხმაურნენ, რომლებმაც ფეხბურთელი აღნიშნული განცხადების გამო მწვავედ გააკრიტიკეს.

ამჯერად, კი სპორტული გვერდი Geo Team სოციალურ ქსელში გიორგი გველესიანის მიმართვას აქვეყნებს, რომელიც ბოლო დღეების მოვლენებს უკავშირდება, სადაც ფეხბურთელი კრიტიკოსებს პასუხობს.

„ყველა სპორტსმენი იმსახურებს პატივისცემას, განურჩევლად სქესისა... გადავიდეთ მთავარ თემაზე, თუ რა ვთქვი მე და რა გახდა განხეთქილების მიზეზი!“ - რას წერს გიორგი გველესიანი
 
 
ფეხბურთელის ამ განცხადებას კი სოციალურ ქსელში მომღერალი ზურა ხაჩიძე ეხმაურება და მას წარმატებას უსურვებს.

„ძლივს ასპარეზზე გამოჩნდა ნათელი, კეთილი და განათლებული სპორტსმენი და არ შეარგეს კაცს რამდენიმე გადაცემაში საკუთარი აზრის გამოთქმა!

არ მიაქციო გიორგი ყურადღება არავის! წარმატებები შენს საქმეში და მოხარული ვარ სადაც გხედავ! ბევრი გიორგი გველესიანი საქართველოს!  გულწრფელი, განათლებული, მიზანდასახული და სწორ აზროვანი!“, - წერს ზურა ხაჩიძე.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1725729684

სპორტი

გიორგი ჩაკვეტაძემ ჩეხებს რიგით მეორე გოლი გაუტანა - ანგარიში 2:0

გიორგი ჩაკვეტაძემ ჩეხებს რიგით მეორე გოლი გაუტანა - ანგარიში 2:0. მანამდე კი ხვიჩა კვარაცხელიამ 11-მეტრიანი პენალტით ანგარიში გახსნა.  თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმართება. საქართველოს ერ...

ჩაკვეტაძე

1725727450

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩეხებს გოლი გაუტანა

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩეხებს გოლი გაუტანა - ანგარიში გაიხსნა. 1:0 ქართველთა სასარგებლოდ. თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმართება. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში არიან მამარდაშვილი...

კვარაცხელია

1725722193

ახალი ამბები

ავარია თუშეთში - დაღუპულია ერთი ადამიანი

თუშეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, საწვავმზიდს ერთ-ერთი მობილური კავშირგაბმულობის კომპანიის ანძისთვის საწვავი მიჰქონდა, რა დროსაც ის...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1725719181

სპორტი

საქართველო - ჩეხეთის მატჩის დაწყებამდე, ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე კუთვნილ ჯილდოს მიიღებს

დღეს, საქართველო - ჩეხეთის მატჩის დაწყებამდე, ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე კუთვნილ ჯილდოს მიიღებს. ინფორმაცია ეროვნული ნაკრების ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ვრცელდება.  გიორგი მიქა...

მიქაუტაძე

1725708925

საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 31 ახალი ევროპული სახანძრო ავტომანქანა შეიძინა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა თანამედროვე ევროპული სტანდარტების „ივეკო მაგირუსის“ 31 ახალი სახანძრო ავტომანქანა შეიძინა, რომელთა გადმოცემა ეტაპობრივად განხორციე...

მანქანა