„ეს არის ტკივილი, რომელსაც არც სახელი აქვს, არც საწყისი და არც დასასრული“ - შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ემიგრანტთა იმედი - შოთო სიხარულიძე 29 წლის საბა ხოზრევანიძის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრაგიკულად დაღუპული, დედის დაბადების დღეზე იმყოფებოდა, კახეთში წასვლისას კი ავარიაში მოყვა. 

„დედას დაბადების დღე მიულოცა. ერთად აღნიშნეს და რამდენიმე საათში კახეთში წავიდა და ლაგოდეხში ავარიით გარდაიცვალა.

ასე მიულოცე დედას დაბადების დღე საბუ?  გამოინახება რაიმე სანუგეშებელი სიტყვები შენი დედისთვის?
აღარ გვყავს ჩვენი თვალებბრიალა საბა....

რატომ რატომ რატომ???? ასეთ შვილს მიწაში რომ ჩადებს ის დედა და მამა რანაირად უნდა ანუგეშო,
რით უნდა დაამშვიდო....

ეს არის ტკივილი, რომელსაც არც სახელი აქვს არც საწყისი და არც დასასრული, ტკივილი რომელიც მიწიდან იწყება და ზეცას უერთდება. ვზივარ თავზარდაცემული გაყინული იმ ტკივილს განვიცდი, რომელმაც წაართვა ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზი და ბედნიერი შვილი დედას და მამას. სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ახალგაზრდები. ეს ანგელოზები ალბათ იქ, სადაც არ არსებობს დრო იქ სადაც მარადიული სიცოცხლეა. იქ, სადაც ბევრი ჩვენიანია… გულში ჩაგიკრავენ, მოგიშუშებენ შენს ნაიარევს.

დედამიწაზე ამ ნაიარევს არცერთი წამალი არ შველის…

„შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები ემიგრანტების არხი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს თაზო ხოზრევანიძეს, ხათუნა ბეჟანიძეს სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.

29 წელი პატარა დროა ბედნიერებისთვის.... ალბათ განგებამ შენთვის მეტი ვერ გაიმეტა....

მეხის გავარდნას ჰგავს შენი გარდაცვალება. მუდმივად კეთილშობილური განწყობის გამომსახველი თვალები, მუდამ ღიმილიანი სახე, მორიდებული ყველას მიმართ, წყნარი და მოკრძალებული. შენ მხოლოდ სიკეთის თესვა შეგეძლო., სიცოცხლეს შეჰხაროდი, ყველასგან სიყვარულს და საუკეთესო სურვილებს იღებდი. ასე იცხოვრე 29 წელი... ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა? თავზარდაცემულია ოჯახი, სამეგობრო, ახლობლები. არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი“, - წერს შოთო სიხარულიძე.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1725729684

სპორტი

გიორგი ჩაკვეტაძემ ჩეხებს რიგით მეორე გოლი გაუტანა - ანგარიში 2:0

გიორგი ჩაკვეტაძემ ჩეხებს რიგით მეორე გოლი გაუტანა - ანგარიში 2:0. მანამდე კი ხვიჩა კვარაცხელიამ 11-მეტრიანი პენალტით ანგარიში გახსნა.  თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმართება. საქართველოს ერ...

ჩაკვეტაძე

1725727450

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩეხებს გოლი გაუტანა

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩეხებს გოლი გაუტანა - ანგარიში გაიხსნა. 1:0 ქართველთა სასარგებლოდ. თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმართება. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში არიან მამარდაშვილი...

კვარაცხელია

1725722193

ახალი ამბები

ავარია თუშეთში - დაღუპულია ერთი ადამიანი

თუშეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, საწვავმზიდს ერთ-ერთი მობილური კავშირგაბმულობის კომპანიის ანძისთვის საწვავი მიჰქონდა, რა დროსაც ის...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1725719181

სპორტი

საქართველო - ჩეხეთის მატჩის დაწყებამდე, ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე კუთვნილ ჯილდოს მიიღებს

დღეს, საქართველო - ჩეხეთის მატჩის დაწყებამდე, ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე კუთვნილ ჯილდოს მიიღებს. ინფორმაცია ეროვნული ნაკრების ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ვრცელდება.  გიორგი მიქა...

მიქაუტაძე

1725708925

საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 31 ახალი ევროპული სახანძრო ავტომანქანა შეიძინა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა თანამედროვე ევროპული სტანდარტების „ივეკო მაგირუსის“ 31 ახალი სახანძრო ავტომანქანა შეიძინა, რომელთა გადმოცემა ეტაპობრივად განხორციე...

მანქანა