"კარგად დაფიქრდით, სანამ ადამიანებს ხორცის ნაჭრებივით გაზომავთ და აწონით - ვერც წარმოიდგენთ, რამდენი ვინმე იტანჯება ჩვენ გარშემო კვებითი აშლილობებით"

მწერალი ლია ლიქოკელი ჭარბწონიანობის შესახებ ბოლო დროს ტელევიზიებში გაშლილ დისკუსიას ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს:

"მთელი ცხოვრებაა ვუყურებ, როგორ აძლევენ თავს უფლებას ადამიანები, დაწყებული ნათესავებითა და მეზობლებით, დამთავრებული სრულიად უცხოებით – კომენტარები აკეთონ ისეთ ინტიმურ რამეზე, როგორიცაა შენი სხეული, წონა, ფორმა თუ ჯანმრთელობა და ვერც კი ხვდებიან, რამდენად უზრდელები, სულელები და ზოგჯერ უბრალოდ  ბოროტები არიან.

მთელი ცხოვრება ვუყურებდი, როგორ აწამებდნენ ამ გაუთავებელი კომენტარებით და რეალურად, სასტიკი ბულინგით ჩემთვის უძვირფასეს ადამიანს ჭარბი წონის გამო და როგორ მოესპო ამის შედეგად ყველანაირი ჯანმრთელობა – ფსიქიკური თუ ფიზიკური, მუდმივი თავის გვემით თუ გულის წასვლამდე შიმშილობებითა და დიეტებით.

მთელი ცხოვრებაა ვუყურებ მახინჯი დიეტების კულტურისა და სასტიკი სილამაზის სტანდარტების შედეგებს როგორც სხვებზე, ისე საკუთარ თავზე: ჩემი ფსიქიკა ჯერ კიდევ მოზარდობისას გატყდა, დაიმსხვრა ამ ნიადაგზე და უბრალოდ გაწყვიტა კავშირი სხეულთან.

მას შემდეგ სხეულის დისმორფიით ვიტანჯები და მთელი რიგი კვებითი აშლილობებიც მერგო.

ამაზე ძალიან ბევრი შემიძლია ვილაპარაკო, მაგრამ მრცხვენია და მოკლედ ვიტყვი – ეს არის ჯოჯოხეთი.

მთელი ცხოვრებაა ვუყურებ, როგორ იწამებენ თავს სრულიად „ჯანსაღი” წონის მქონე ადამიანები შიმშილობითა და ჯანმრთელობის შემარყეველი კვების რეჟიმებით იმის გამო, რომ რაღაც სტანდარტებში ვერ ჯდებიან, ან უბრალოდ, ეჩვენებათ, რომ ვერ ჯდებიან – ამ სიგიჟეში რაღაც მომენტში უბრალოდ კარგავ საკუთარი სხეულის აღქმას.

სიტყვა „ჯანსაღი” შემთხვევით არ ჩამისვამს ბრჭყალებში.

 მე არ ვიცი, რა არის ჯანსაღი: რეალურ ცხოვრებაში BMI – სხეულის მასის ინდექსი – უბრალოდ არ მუშაობს.

მაშინაც კი, როცა წონის დეფიციტის ზღვარზე ხარ, მაგრამ ორიოდე კილოგრამი მოიმატე, გამოჩნდება ვინმე, ვინც შეიცხადებს: „უი, როგორ მოსუქებულხარ, რატოოომ?”

და პასუხად რას შვრები? – კი. თავს იმართლებ. იმიტომ, რომ ასე ჩაგეტენა თავში: ყველა დამატებითი გრამი შენს სხეულზე არის სირცხვილი – შენ დამნაშავე ხარ და პასუხს გაგებინებენ.

ყველაზე უარესი კი მაინც ჯანმრთელობით მანიპულირება მგონია – აი, შენი ჯანმრთელობა ადარდებთ, სხვა კი არაფერი.

არ დაიჯეროთ – ყველაზე ახლობლების გარდა, ჩვენი ჯანმრთელობა სრულიად კიდიათ ადამიანებს: გააჩერეთ ვინმე და ელაპარაკეთ თქვენს თირკმელებზე – მაშინვე დარწმუნდებით ამაში.

ამიტომ, ჩვენს გამრუდებულ, უკუღმართ რეალობაში სხეულის წონა (ჯერჯერობით) პირველ რიგში ესთეტიკური საკითხია.

სამწუხაროდ, სილამაზის სტანდარტები კონკრეტული სხეულის მოდელს გვთავაზობს და გვგონია, მას თუ არ მოვერგებით, ვერ ვიქნებით მისაღებები. და სწორედ ესაა უბედურება.

რეალურად ამ კუთხით გვზომავენ და გვწონიან ზუსტად, და ამ ასპექტის გათვალისწინების გარეშე საერთოდ არ ღირს წონაზე ლაპარაკი.

მხოლოდ მედიცინას აქვს ამის უფლება, და აუცილებლად იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანი მხოლოდ სხეული არაა – ფსიქიკა აქვს და ფსიქიკური ჯანმრთელობა არის უმნიშვნელოვანესი.

„ფსიქიკური ჯანმრთელობა კარგია, მაგრამ” ხალხის გასაგონად კი ვიტყვი, რომ სხეულზე ზრუნვა, ჯანსაღი ცხოვრების წესი და ა.შ. მიბმულია ნებისყოფაზე, მონდომებასა და მოტივაციაზე, რაშიც უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

და ბულინგი, ადამიანის შერცხვენა და დამუნათება არცთუ კარგი მოტივაციაა.

უბედური, დანაშაულის გრძნობით გატანჯული ადამიანი ვერასოდესაა ისეთი ყოჩაღი, თუნდაც საკუთარ თავზე ზრუნვაში, როგორც ბედნიერი, თავდაჯერებული, მიღებული და საკუთარ მშვენიერებაში დარწმუნებული.

ჰოდა, კარგად დაფიქრდით, სანამ ადამიანებს ხორცის ნაჭრებივით გაზომავთ და აწონით. ვერც წარმოიდგენთ, რამდენი ვინმე იტანჯება ჩვენ გარშემო კვებითი აშლილობებით (ბევრმა თავადაც არ იცის, რა ჭირს, ბევრი არც აღიარებს),  როგორ იტანჯებიან საკუთარი სხეულის მიუღებლობითა და გაუთავებელი ბრძოლით საკუთარ თავთან მხოლოდ იმიტომ, რომ ვერაფრით შევიგნეთ – სხეული ეკუთვნის სხეულის პატრონს. მისი ჯანმრთელობაც. ფორმაც. წონაც. და არავინ იცის ჩვენზე უკეთ, რა უჭირს და რა სჭირდება ჩვენს სხეულებს.

რაც შეეხება იმას, რა არის ლამაზი და რა არა – მინდა, იმ დღეს მოვესწრო, როცა ადამიანის, კონკრეტულად კი ქალის, ღირებულება ამ აბსტრაქტული საზომით არ გაიზომება, განსაკუთრებით კი წონასთან მიმართებაში (ეს სიგამხდრესაც ეხება – “ვაიმე, როგორ გახდი, ავად ხარ? არ გაჭმევენ? ძვლები არავის უყვარს”-  ასევე ბოროტებაა).

ბოლოს და ბოლოს, ის ბავშვები მაინც შეიბრალეთ, ვინც ახლა იზრდება, ნუ აყურებინებთ და ასმენინებთ ამას და როცა მსგავსი კომენტარების გაკეთება მოგინდებათ – უბრალოდ გაჩუმდით",- წერს ლიქოკელი.

ასევე დაგაინტერესებთ:

* ნანა გეგეჭკორი: რომელ კვლევებს ეყრდნობა სკოლაში ჭადრაკის სწავლების გადაწყვეტილება და რომელი კვლევები ამბობენ რომ ჭადრაკი იწვევს აზროვნების განსაკუთრებული უნარების ჩამოყალიბებას?

* ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ეს ვითარება ძალიან მალე შეიცვლება მიხეილ სააკაშვილის, როგორც უსამართლოდ ტყვეობაში მყოფი ადამიანის სასარგებლოდ - ნიკა მელია 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714151170

ახალი ამბები

გარდაბანში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს 20...

შემთხვევები

1714149628

მსოფლიო

„უკრაინაში იარაღსა და აღჭურვილობას ამ კვირაში გავგზავნით“ - აშშ-ის პრეზიდენტი

შეერთებული შტატები უკრაინაში დაპირებული იარაღის გაგზავნას ამ კვირაში დაიწყებს, როგორც მისი ბოლო დახმარების პაკეტის ნაწილი. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელ X-ში წერს.  „ოთხშაბათ...

ააა

1714148335

ახალი ამბები

ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრებიდან ტურნირის მეორე საშეჯიბრებო დღეს ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და...

ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი

1714147824

ახალი ამბები

„საქართველოს ბედს ქართველი ხალხი გადაწყვეტს“ - ვლადიმერ ბოჟაძე

„ილია ჭავჭავაძე რომ გქონდეთ წაკითხული რომელიმეს, გეცოდინებოდათ, რა დაწერა: „დღესაც, მთელს ამიერ კავკასიაში ქართველი და ქრისტიანი ერთი და იმავე მნიშვნელობის სიტყვებია. გაქრისტიანდაოს მაგივრად, გაქართვე...

ვლადიმერ ბოჟაძე

1714145474

ახალი ამბები

ავარია თემქაზე - არიან დაშავებულები

თბილისში, თემქაზე ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად არიან დაშავებულები. ადგილზე სასწრაფო დახმარებაა მობილიზებული და დაშავებულებს შესაბამისი დახმარება იქვე გაუწიეს.  თვითმხილველ...

ავარია თემქაზე