ნანა გეგეჭკორი: რომელ კვლევებს ეყრდნობა სკოლაში ჭადრაკის სწავლების გადაწყვეტილება და რომელი კვლევები ამბობენ რომ ჭადრაკი იწვევს აზროვნების განსაკუთრებული უნარების ჩამოყალიბებას?
განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სკოლაში ახალი სასწავლო წლიდან ჭადრაკის სწავლა სავალდებულო იქნება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
"რომელ კვლევებს ეყრდნობა სკოლაში ჭადრაკის სწავლების გადაწყვეტილება.
რომელი კვლევები ამბობენ რომ ჭადრაკი იწვევს აზროვნების განსაკუთრებული უნარების ჩამოყალიბებას?
ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონები განსაკუთრებული გონებით რომ გამოირჩევიან, ეს ჭადრაკის თამაშით მიღებული შედეგი ალბათ ნაკლებადაა, უფრო ამ ადამიანების განსაკუთრებული გონებრივი შესაძლებლობები განაპირობებს მათ წარმატებას სპორტის ისეთ სახეობაში, რომელსაც ანალიტიკური უნარები სჭირდება.
მოხალისეები თუ გაართობენ სკოლებში ბავშვებს ჭადრაკით, გადასარევი იდეაა.
სხვაგვარად, ამაში თქვენი შემოსავლებიდან იხდით ფულს, იმ ქვეყანაში სადაც ბავშვების უმრავლესობის ყოველდღიური საკვები რაციონი არ არის ჯანმრთელი, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო.
ბავშვების უდიდესი ნაწილი არ იკვებება სრულფასოვნად, ცხოვრობს ტყვიით და კიდევ ათასი არასასურველი მინარევით დაბინძურებულ გარემოში, არ მიუწვდება ხელი პირველად ჯანდაცვაზე, რაც არის მთავარი განმაპირობებელი იმის, რომ გონებრივი განვითარება სწორად ვერ მიდის.
ამას ემატება, სკოლებში პერსონალის უკიდურესი არაკომპეტენტურობა, არა ემპათიურობა, სოციალური იერარქიებისგან შემდგარი საზოგადოება, რომელიც ქვედა ფენას და განახვავებულს უმოწყალოდ ჩაგრავს, სიძულვილის წარმოუდგენელი ნიაღვარი რეალურ თუ ვირტუალურ სივრცეში.
ეს ფაქტორები აფერხებენ ღარიბ საქართველოში ბავშვების სწორად განვითარებას და არა ჭადრაკის ნაკლებობა სკოლაში", - წერს ნანა გეგეჭკორი.
ასევე დაგაინტერესებთ:
* რამდენად საშიში ინფექციაა „მაიმუნის ყვავილი“ და რას ამბობს ჯანმოს ევროპის ოფისი?
1794592850
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე: დასრულდა ვიზიტი ჰანგჯოუში, გვქონდა შესაძლებლობა, გვენახა ინოვაციური მიღწევები, რომლებიც სხვადასხვა კომპანიას აქვს ჩინეთში და ეს ნამდვილად შთამბეჭდავი მიღწევებია
დასრულდა ჩვენი ვიზიტი ჰანგჯოუში. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, გვენახა ინოვაციური მიღწევები, რომლებიც სხვადასხვა კომპანიას აქვს ჩინეთში და ეს ნამდვილად შთამბეჭდავი მიღწევებია, – ამის შესახებ საქართველოს...
1794590530
სპორტისაბა ლაზიშვილი RAF-ის ტურნირზე იურაია ფეიბერს დაუპირისპირდება
Real American Freestyle-მა (RAF) ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქართველი მოჭიდავე საბა ლაზიშვილი 14 ნოემბერს აბუ-დაბიში გასამართ ტურნირზე UFC-ის ყოფილ ვარსკვლავს, იურაია ფეიბერს დაუპირისპირდება. ორგანიზა...
1794588914
საზოგადოებაპატრიარქი: ვევედროთ წმინდა 100 000 ქართველ მოწამეს, გვასწავლონ, ვიყოთ ერთგული მოწმენი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი - ჩვენი ქვეყნის წარსული ადასტურებს, რომ მხოლოდ ამ გზით სიარულმა გადაარჩინა ჩვენი ერი
ძვირფასო ძმებო და დებო, ვევედროთ წმინდა 100 ათას ქართველ მოწამეს, რომ გვასწავლონ, ვიყოთ ერთგული მოწმენი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ 100 ათ...
1794586790
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის მხოლოდ დღევანდელ განხილვაზე მისი ლიდერების მიერ დაფიქსირებული პოზიციებიც საკმარისია
„ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის მხოლოდ დღევანდელ განხილვაზე მისი ლიდერების მიერ დაფიქსირებული პოზიციებიც საკმარისია“, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშ...
1794584581
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით მეტეხის ხიდზე პარაკლისს დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით მეტეხის ხიდზე პარაკლისს დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკ...


























