„ნაშრომი, დაკოჟრილი ხელებით, მოვიდა, მისი ერთ-ერთი პირველი სატელევიზიო ეთერი იყო, იდგა მორიდებულად მაგრამ თავდაჯერებული! პირველ ნაბიჯებს დგამდა, მაგრამ ჯერ ძალიან შორს იდგა მთავარ წარმატებამდე“ - თათია ზუხბაია

ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა, ლას-ვეგასში, სუპერმსუბუქი წონის კატეგორიაში, საჩემპიონო ბრძოლა გამართა და მეტოქე შონ ომალი დაამარცხა.

33 წლის ქართველი მებრძოლი ქამრისთვის ბრძოლამდე 10-მატჩიანი მოგებათა სერიით მივიდა. მან UFC-ის სამი ყოფილი ჩემპიონი – ჟოზე ალდო, პიტერ იანი და ჰენრი სეხუდო დაამარცხა.

მერაბ დვალიშვილის გამარჯვებას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თათია ზუხბაია ეხმაურება და ემოციურ სტატუსს აქვეყნებს. 

„2016 წელი იყო, ნიუ იორკში „ფესვებმა Pesvebi NY “ პირველი „თბილისობა“ რომ ჩაატარეს, ბევრი საინტერესო ადამიანი იყო იმ დიდ ჟრიამულში.

ოკეანის გაღმიდან თავის წილ სიყვარულს გვატანდნენ, ერთი ახალგაზრდა ბიჭიც იყო იმ ხალხში, ჰოდა მოვიდა ჩვენთან, იმჟამად ყველასთვის უცნობი, პატიოსანი ბიჭი, ნაშრომი, დაკოჟრილი ხელებით, მოვიდა მშვიდად, მადლიერებით.

მისი ერთ-ერთი პირველი სატელევიზიო ეთერი იყო, იდგა მორიდებულად მაგრამ თავდაჯერებული! პირველ ნაბიჯებს დგამდა, მაგრამ ჯერ ძალიან შორს იდგა მთავარ წარმატებამდე.

ასე გავაგრძელებო თამამად შეჰპირდა თავის ქვეყანას. გავა, წლები და ეს პატიოსანი ბიჭი თავის დანაპირებს შეასრულებს! მის სახელს და გვარს ყველა დაიმახსოვრებს ! გავა წლები და ის სპორტის ნამდვილ ფოლადად იქცევა!

მაგრამ ისევ ისეთ პატიოსან, მორიდებულ მიზანდასახულ ადამიანად დარჩება, ყველას უანგაროდ რომ გაუზიარებს მის გამოცდილებას! ყველას გასაგებად რომ აუხსნის და დაანახვებს, დიდი მიზნისკენ მიმავალ არც ერთ ადამიანს შრომა რომ არ უნდა ეთაკილოს!

მერე იმ წლებში, ჩვენი პირველი შეხვედრიდან, რომ გავა ეს პატიოსანი ბიჭი უკვე პოპულარულ, დაკავებულ ადამიანად იქცევა, მაგრამ არაფერზე დაგზარდება და არც ერთ ზარს უპასუხოდ არ დატოვებს.

მერე ეს ბიჭი კიდევ უფრო დიდ მიზანს დაისახავს! და დაუმარცხებელ მერაბ დვალიშვილად იქცევა!

თუ რწმენა და მიზანი არსებობს, საქართველოში, ერთ პატარა, ჩვეულებრივ, მშვიდ ქალაქში, დაბადებაც, არ შეგიშლის ხელს! UFC-ს ქართველ ჩემპიონად იქცე!

Merab Dvalishvili -ს გაუმარჯოს!
ვანს გაუმარჯოს!
საქართველოს გაუმარჯოს!
გამარჯვებას გაუმარჯოს!
ჯოს!
ჯოს!
ჯოს!“, - წერს თათია ზუხბაია.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1726669279

საზოგადოება

„ნამდვილი ნიჭის ზეიმი და მადლიერი მსმენელი“ - როგორ აფასებენ ანრი ჯოხაძის კონცერტს, რომელიც ბათუმში გაიმართა

მომღერალი და ტელეწამყვანი ანრი ჯოხაძე ძალიან ბევრი ადამიანის რჩეული მომღერალია. მის მიერ ჩატარებულ კონცერტებს უამრავი მსმენელი ესწრება. არც გუშინდელი, 17 სექტემბრის ღონისძიება დარჩენილა ყურადღების გარ...

 ანრი ჯოხაძის კონცერტ

1726665190

საზოგადოება

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7136 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6998 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

ვალუტის კურსი

1726660312

სოციალური მედია

ლელა მებურიშვილი ფოტოსესიიდან კადრებს აქვეყნებს

მსახიობი ლელა მებურიშვილი, რომელიც დიდი ხანია ოჯახთან ერთად ლონდონში ცხოვრობს, მიმდევრებს ხშირად ანებივრებს მისი ცხოვრების ამსახველი ულამაზესი ფოტოებით. ამჯერად მსახიობმა სოციალურ ქსელში მორიგი გადაღე...

ლელა მებურიშვილი

1726659555

სპორტი

„გვინდა, ღირსეულად წარმოვაჩინოთ ჩვენი თავი და ყველაფერს გავიღებთ მოედანზე“ - გურამ კაშია

ბრატისლავის „სლოვანის“ ფეხბურთელმა გურამ კაშიამ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო მატჩის წინ ინტერვიუ მისცა, რომელშიც საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გლაზგოს „სელტიკთან“ მატჩის მოლო...

გურამ კაშია

1726655146

საზოგადოება

გიორგი ყიფშიძემ შვილები ბაღში მიიყვანა - რა ვიდეოს აქვეყნებს მსახიობი?

16 სექტემბერს სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები შვილების ბაღში მისვლის პირველ კადრებს გამომწერებს სოციალურ ქსელებში უზიარებენ. ბაღში მივიდნენ მს...

გიორგი ყიფშიძემ ლუნა და კოსმო ბაღში მიიყვანა