"პირად მიღწევებზე თითქმის არასდროს ვწერ, ძალიან მეუხერხულება...მაგრამ" - რას წერს ნანა გეგეჭკორი, მის მორიგ წარმატებაზე

აშშ-ში მოღვაწე ქართველი კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" მის მორიგ წარმატებაზე წერს:

"პირად მიღწევებზე თითქმის არასდროს ვწერ, ძალიან მეუხერხულება ხოლმე, მაგრამ იმ ქვეყანაში სადაც ქალებს ყოველ დღე ამცირებენ და კლავენ, საჭიროა ბევრმა ახალგაზრდა გოგომ იცოდეს, რომ ის ზუსტად იგივე გონებრივი პოტენციალით იბადება როგორც მამაკაცი თანატოლი და ყველაფერი რასაც საკმარისად მოინდომებს მათზე უკეთესად თუ არა უარესად არ გამოუვა...

ახლა ემოციები ყურებში გულისცემად მიფეთქავს და ვრცლად მოგვიანებით მოვყვები ამ თავგადასავალს.

მოგიყვებით თავგადასავალს, შესაძლებლობების, ადამიანის ბედნიერების და სიცოცხლის უფლებების საუკეთესოდ დამცველ ქვეყანაზე...

ჩემი ამბავი სინამდვილეში იმაზეა, თუ რატომ უნდა იბრძოლოთ იმისთვის, რომ დემოკრატიული, ადამიანების თანასწორობის მათი შრომის, სწავლის, სიცოცხლის უფლებების გარანტი სისტემის ქვეყანა გქონდეთ, რათა თქვენმა შვილებმა თავიანთი ტალანტის და მონდომების შესაბამისი მომავალი შეიქმნან.

ბოლო რამდენიმე თვეა საოცარ თავგადასავალში ვმოგზაურობ.

კარდიოლოგიის ფელოუშიპის დასასრული მოახლოვდა და სამსახურის ინტერვიუების სეზონი გავიარე.

წარმოუდგენელ ადამიანებს შევხვდი მსოფლიო და ამერიკული საუკეთესო კლინიკების რეიტინგების პირველი ოცეულიდან ძირითადად.

საოცარი შემოთავაზებები მიდევს ამ წუთას პორტფოლიოში, წლიური ხელფასით ოთხასი ათასი დოლარიდან ზემოთ.

და ეს ყველაფერი ყოველგვარი პროტექციის, ხელის წაკვრის, კონტაქტების გარეშე.

რთულია სიტყვებით გადმოვცე პატივისცემა და აღფრთოვანება რითაც კარდიოლოგიის ვარსკვლავებმა გამანებივრეს ინტერვიუების პროცესში.

მათთვის მართლა არავინ ვიყავი გარდა იმისა, რაც ჩემს პროფესიულ განვლილ გზაზე და ცოდნის და უნარების ნაკრებზე იცოდნენ. მხოლოდ საკუთარი ცოდნა, მონდომება, და საქმისადმი დამოკიდებულება განსაზღვრავს ამ ქვეყანაში შენს ბედს.

არავის აინტერესებს შენი წარმოშობა, სოციალური მდგომარეობა, რელიგიური თუ პოლიტიკური ორიენტაცია.

ის რაც საქართველოში ხშირად დაცინვის საგანია, სოფლიდან ან რომელიმე პატარა ქალაქიდან რომ ხარ წარმოშობით, აქ მხოლოდ დამატებით ღირსებას გმატებს, რადგან იციან იქიდან ვარსკვლავურ კლინიკებამდე გზა უფრო გრძელი და რთულია და ვინც ამ გზის გავლას ახერხებს ბევრად მეტად ფასდება ვიდრე სათბურში გამოზრდილი თანატოლები.

და ეს ყველაფერი არაა... ჩემს თავს უფრო დაუჯერებელი ამბავი ხდება.

კარდიოლოგიას ბაკულევის კლინიკაში რომ შევეხე, მივხვდი, იქ დრო ბევრად უფრო წინ იყო ვიდრე საქართველოდან ჩამოსული გოგოს საათი აჩვენებდა.

ამ შეგრძნებას ელექტროფიზიოლოგიის საოპერაციოები ამძაფრებდა, კოსმიური ტექნოლოგიებით და ურთულესი პროცედურებით.

მაშინ დავავადდი ელექტროფიზიოლოგიაზე ფიქრით. ოღონდ ოჯახური მდგომარეობა არ მიწყობდა ხელს ხანგრძლივი სწავლის პროცესში დავრჩენილიყავი.

ზოგადი კარდიოლოგის და მეცნიერ თანამშრომლის კარიერით გავაგრძელე მაშინ.

მერე მეუღლის გამო ნიუ იორკში მომიწია გადმოსვლამ.

ზუსტად 13 წელი შესრულდა გუშინ ამ დღიდან.

კარდიოლოგის ძალიან კარგი კარიერა დავტოვე და ენის უცოდინრად გადმოვედი ამერიკაში. დოქტორის ხარისხით და კარდიოლოგის ლიცენზიით, მაგრამ აქ ეს ყველაფერი არაფერს ნიშნავდა.

ყველაფერი ენის სწავლით დაიწყო.

ორ ძუძუმწოვარ პატარასთან ერთად ჩაბარებულ ურთულეს სალიცენზიო გამოცდებს, პოსტსადოქტორო ფელოუშიპი ნიუ იორკის მაუნტ სინაიში და სამსახურის მიერ სრულად დაფინანსებული მაგისტრატურა მოყვა კლინიკურ კვლევებში, მათივე სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე.

შეუსვენებლად რეზიდენტურაში გავაგრძელე ისევ ნიუ იორკში.

მეგონა ყველაფერი ზოგადი კარდიოლოგიის ფელოუშიპით დასრულდებოდა და სწავლა ბოლო ბოლო დამღლიდა. მით უმეტეს როცა ნებისმიერი კარდიოლოგისთვის საოცნებო კონტრაქტები ამ წუთას ასარჩევად მაქვს.

მაგრამ... ელექტროფიზიოლოგიის ინტერესმა არასდროს დამტოვა.

გადავწყვიტე ამჯერად ჩემს მაგივრად სამყაროს გადაეწყვიტა და კონკურენციაში სრულიად უჩვეულოდ ჩავერთე.

კონკურენცია ელექტროფიზიოლოგიის წამყვან პროგრამებში იმდენად დიდია, რომ როგორც წესი აპლიკანტები მთელი ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა პროგრამაში აკეთებენ განაცხადს და უსასრულო ინტერვიუების პროცესის მერე მორჩილებით ელიან “match day"-ს. ქალისთვის სპეციფიური გამოწვევაა ეს სპეციალობა. ელექტროფიზიოლოგიის მხოლოდ 10%-ზე ნაკლებს შეადგენენ ქალი კარდიოლოგები. წელს ასეთი მაგიური დღე 30 ნოემბერი იყო.

ცხოვრების ამ ეტაპზე, სამ ენაზე, სამ ქვეყანაში ამდენი სწავლის მერე, გადავწყვიტე რომ პროფესიულ ოცნებებს უკვე ვეღარ ვდევდი მთელი ქვეყნის მასშტაბით.

რთულია ოჯახი აყარო და ფელოუშიპისთვის ბავშვებს უცხო გარემოს შეგუება აიძულო. ამჯერად ვიფიქრე თუ პროფესიული ოცნება თვითონ მდევს და მოვა ჩემთან, მხოლოდ მაშინ გავაკეთებ ელექტროფიზიოლოგიის ფელოუშიპს. სრულიად არაორდინარული გადაწყვეტილება მივიღე. მხოლოდ ერთ პროგრამაში გავაკეთე აპლიკაცია. პროგრამაში რომელიც ქვეყნის მაშტაბით ერთ-ერთი საუკეთესოა.

ელექტროფიზიოლოგიის ინოვაციების დიდი ნაწილი მათგან იწყება და გუნდი რომელიც იქ მუშაობს ნამდვილი ვარსკვლავებისგან შედგება.

ან სულ ან არაფრის პრინციპი იყო, მაგრამ ეს კარი თავში აუცილებლად უნდა მიმეხურა ან ახალი გზის დასაწყისი გამხდარიყო, სხვანაირად დამრჩებოდა შეუსრულებელი სურვილის განცდა.

აჰა “match day”-ც დადგა.

ერთადერთ პროგრამაში გაკეთებული აპლიკაციით ელექტროფიზიოლოგიის ფელოშიპიც დაიწყო.

მომდევნო ორი წელი ურთულესი და დამქანცველი შრომის და სწავლის უსასრულო მარათონი იქნება, მაგრამ ამჯერად ის მაინც ვიცი, რომ კარდიოლოგიაში მეტი არაფერი დარჩა გასაკეთებელი.

რეზიდენტურა, ზოგადი კარდიოლოგიის ფელოუშიპი, სადოქტორო, პოსტსადოქტორო ფელოუშიპი, მაგისტრატურა კლინიკურ კვლევებში ეს ყველაფერი უკვე გავლილია.

როგორც ჩემმა მეუღლემ მითხრა დღეს ფინიშის ხაზამდე საბოლოო გარბენის ათვლაც დაიწყო.

პატიოსანი, თავდაუზოგავი შრომით, დამოუკიდებლად მიღწეულ მიზნებზე დიდი ბედნიერება მართლა არ არსებობს.

ახალგაზრდებს გირჩევთ, არასდროს მიიღოთ საჩუქრად საკუთარი მომავალი.

არასდროს დაიხმაროთ დედ-მამა-ბებია-ბაბუა-მინისტრი ნათესავები თქვენი ცხოვრებისეული და პროფესიული გზის გასავლელად.

თქვენით სცადეთ ყველა სირთულის გავლა და საკუთარი თავის და მომავლის შექმნის უგემრიელესი გრძნობით დაჯილდოვდებით.

და ბოლოს ეს ამბავი არაა ჩემზე მხოლოდ.

ის ამერიკაზეა, წარმოუდგენელი შესაძლებლობების ქვეყანაზე და იმ ადამიანებზე ვისმა უპირობო სიყვარულმა, ნდობამ და გვერდში დგომამ შემაძლებინა წიგნებსა და მორიგეობებში გათენებული ღამეებისთვის გამეძლო.

საოცარი ოჯახი მერგო სამყაროსგან, მეუღლე, დედა, ძმა, რძალი (უფრო საუკეთესო მეგობარი) ბიძები, ბიცოლები, დეიდა, მამიდა, ბიძაშვილ-დეიდაშვილ-მამიდაშვილები, გიორგის მშობლები, ძმა და რძალი, მეგობრები, არაჩვეულებრივი შვილები რომლებიც არასდროს აპროტესტებენ დედის მოუცლელობას.

მათი დამსახურებაა ყველაფერი რაც გამომივიდა.

გიორგის მშობლებს დავეკითხე რჩევა ფელოუშიპის გაგრძელების გადაწყვეტილების მიღებისას.

მამამ მითხრა, შვილო მე დაგილაგებ სახლს და მიგიხედავ ბავშვებს, ოღონდ უარი არ თქვა შენს ოცნებაზეო.

ასეთი სიყვარული ცხადია ადვილად აგაფრენს ცაში და ვარსკვლავებსაც დაგაკრეფინებს.

P.S. ქვემოთ იპოვით Mount Sinai ჰოსპიტალს მსოფლიო და ამერიკულ რეიტინგებში", - წერს ნანა გეგეჭკორი.

ასევე დაგაინტერესებთ:

* შალვა პაპუაშვილი: ბევრისგან მოვისმინეთ გააზრება, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმიცემა შეცდომა იყო, გერმანიაში ყველას პოზიციაა საქართველოს პროგრესის მხარდაჭერა

* "სააკაშვილს რომელი სერვისი ესაჭიროება და ვერ იღებს? მაინც და მაინც მალდივებზე ან კანარის კუნძულებზე უნდა იყოს გადაყვანილი და იქ მოხდება მისი რეაბილიტაცია?" - ღუდუშაური

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1732546806

საზოგადოება

პრეზიდენტმა რვა მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 8 მსჯავრდებული შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, 6 მსჯავრდებული პირი სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულ...

სალომე ზურაბიშვილი

1732540783

საზოგადოება

ვალუტის კურსი

 საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 ნოემბრისვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7428 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7384 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...

ვალუტის კურსი

1732538764

საზოგადოება

გიორგი კალანდარიშვილმა მე-11 მოწვევის პარლამენტს არჩევნების შედეგები წარუდგინა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა დღეს საქართველოს პარლამენტის პირველ სხდომაზე არჩევნების შედეგები წარადგინა. მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის სხდომაზე ცესკოს თავ...

გიორგი კალანდარიშვილი

1732536210

საზოგადოება

„როცა რაღაცა გინდა აუცილებლად აკეთებ ყველაფერს“– „იმედის დილის“ გუნდს ბაბი კირკიტაძე შეუერთდა

 ტელეკომპანია იმედს მომღერალი, ბაბი კირკიტაძე შეუერთდა. კირკიტაძე „იმედის დილის“ ერთ-ერთი წამყვანი იქნება. გადაცემის ახალი თანამშრომელი საზოგადოებას, წამყვანებმა წარუდგინეს. „მადლობელი ვარ, მიხარია… რ...

ბაბი კირკიტაძე

1732532114

ახალი ამბები

პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ კვლავ გიორგი ვოლსკი აირჩიეს, ვიცე-სპიკერებად - ნინო წილოსანი და თეა წულუკიანი

88 მომხრე, 0 - წინააღმდეგი - პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი ისევ გიორგი ვოლსკი იქნება. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის დანარჩენი მოადგილეების არჩევას, ამ პოზიციებზე უმრავლესობამ ორი კანდიდატი დ...

პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ კვლავ გიორგი ვოლსკი აირჩიეს, ვიცე-სპიკერებად - ნინო წილოსანი და თეა წულუკიანი