„შენი დემოკრატიის რა ვთქვი მე, განვითარებულო მსოფლიოვ!“ - თამთა დოლიძე

ჟურნალისტი და ხელოვნებათმცოდნე, თამთა დოლიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ პოსტს აქვეყნებს. 

„ტყუილად დაიწერა გილგამეში, კარამაზოვები თუ დონ კიხოტი.
ტყუილად შექმნეს ბეთჰოვენმა და მოცარტმა სიმფონიები.
ტყუილად დავხატეთ გერნიკა.
ტყუილად გავუშვით კოსმოსში საუკეთესო მუსიკა, რაც კაცობრიობას გაგვაჩნდა. ტყუილად ვმუშაობთ სამეცნიერო მიღწევებისთვის.
სასაცილოა ტექნიკური პროგრესი, ხელოვნური ინტელექტი და ის ფაქტი, რომ ციფრულ ეპოქაში ვცხოვრობთ.
ირონიულია ყველა პაქტი, კონვენცია თუ კანონი, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება.
სისულელეა საუბარი ყველა დემოკრატიულ არჩევანსა და ჰუმანიზმზე ადამიანებს შორის.

ჩვენც ადამიანთა ის ნაკადი ვყოფილვართ, სამყაროს პირველი თაობიდან, როცა ყველაფერი სისხლით და ძალის დემონსტრირებით გვარდებოდა. ისევ სხვისი მიწა გვეხარბება, ისევ ერთმანეთის გვამებზე დავდივართ, ისევ ბავშვების სისხლით ვერ ვძღებით, ბომბების ხმებით ვერ ვძღებით, ერთმანეთის შიშის და ტკივილის ხმებით ვერ ვძღებით და ამ ფონზე ყველაფერი კანონმდებლობაში, მეცნიერებასა თუ ხელოვნებაში, რაც ათეულობით საუკუნის მანძილზე შევქმენით ამაო და გამაღიზიანებელია ჩემთვის!

ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მატარებლით მივდიოდი საუკუნეების მანძილზე და უცებ აღმოვაჩინე, რომ მატარებელი არც კი დაძრულა ადგილიდან.

2022 წელს, ლამის შუაგულ ევროპაში ბავშვებს უმოწყალოდ ხოცავენ და ვხვდები, რომ ჩვენ კაცობრიობას ტყუილად გვიცხოვრია: არაფერიც არ პროგრესირებულა ადამიანში. ისევ იქ ვართ, რომში, სტადიონზე, ხელში პური გვიჭირავს და გლადიატორების სანახაობას ვუცქერით.
პოლიტიკაში კი ისევ ძალა ხნავს აღმართს, ზუსტად ისე, როგორც უხსოვარ დროში იყო.
შენი დემოკრატიის რა ვთქვი მე, განვითარებულო მსოფლიოვ!“

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 "მოვრჩეთ გულზე მუშტების ბრახუნს - მე კარგი ვარ და მთავრობაა ცუდი!" - ირინა სარიშვილი

📌 "მეორედ პოსტავ, უკრაინელ გოგოს სამი თვით ბინა სჭირდება 400$-ის ფარგლებში - ასეთ მოკლე პერიოდზე არავინ არ აქირავებს, ზოგს უკრაინელის ხსენებაც კი არ უნდა" - ისტორია სოციალური ქსელიდან

📌 "რუსთავი 2"-დან წამოვედი" - რატომ დატოვა ია ფარულავამ ტელეკომპანია

📌 სოციოლოგი: უკრაინა ჩემთვის ქრისტეა, რომელიც დღეს კაცობრიობისთვის ეწამება - ძალიან მინდა, რომ საქართველოც მოხვდეს ამ ნავში

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1732538764

საზოგადოება

გიორგი კალანდარიშვილმა მე-11 მოწვევის პარლამენტს არჩევნების შედეგები წარუდგინა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა დღეს საქართველოს პარლამენტის პირველ სხდომაზე არჩევნების შედეგები წარადგინა. მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის სხდომაზე ცესკოს თავ...

გიორგი კალანდარიშვილი

1732536210

საზოგადოება

„როცა რაღაცა გინდა აუცილებლად აკეთებ ყველაფერს“– „იმედის დილის“ გუნდს ბაბი კირკიტაძე შეუერთდა

 ტელეკომპანია იმედს მომღერალი, ბაბი კირკიტაძე შეუერთდა. კირკიტაძე „იმედის დილის“ ერთ-ერთი წამყვანი იქნება. გადაცემის ახალი თანამშრომელი საზოგადოებას, წამყვანებმა წარუდგინეს. „მადლობელი ვარ, მიხარია… რ...

ბაბი კირკიტაძე

1732532114

ახალი ამბები

პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ კვლავ გიორგი ვოლსკი აირჩიეს, ვიცე-სპიკერებად - ნინო წილოსანი და თეა წულუკიანი

88 მომხრე, 0 - წინააღმდეგი - პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი ისევ გიორგი ვოლსკი იქნება. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის დანარჩენი მოადგილეების არჩევას, ამ პოზიციებზე უმრავლესობამ ორი კანდიდატი დ...

პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ კვლავ გიორგი ვოლსკი აირჩიეს, ვიცე-სპიკერებად - ნინო წილოსანი და თეა წულუკიანი

1732529036

საზოგადოება

ძლიერი ქარბუქი და თოვლი - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ❗️მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლი...

ზოგადი

1732525869

მსოფლიო

ლგბტ წვეულების გამო ვორონეჟში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

 რუსეთის ქალაქ ვორონეჟში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ლგბტ წვეულების გამო, რომელიც კლუბ „ზებრაში“ ჩატარდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. საქმე აღიძრა ექსტრემიზმის მუხლით. ტელეგრამ-არხების ცნობ...

ლგბტ