"სხვის ამბავს არ ვწერ, არც სხვისგან გაგონილს - საკუთარი სტუდენტი შვილის ამბავს ვწერ" - ნანა აკობაძე ზვიად ციკოლიას ემოციური პოსტით გამოეხმაურა

ჟურნალისტი ნანა აკობიძე, სოციალურ ქსელ ფეისბუკში დიზაინერ ზვიად ციკოლიას ფეისბუკსტატუსს ეხმაურება, სადაც ციკოლია აღნიშნავს, რომ მას ხშირად, თანხის მთხოვნელები წერენ და მათ შორის სტუდენტები, რომლებიც სწავლის დაფინანსებას სთხოვენ.

ციკოლიამ აღნიშნული საკითხით დაინტერესებული სტუდენტები იმავე პოსტში, ბანკირებთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან გადაამისამართა.

"ახლა, ამ ვნებათაღელვაში თითქოს ამის დრო არაა, მაგრამ მეორეს მხრივ, რაზედაც ახლა ვწერ, ამის „დრო“ რომ არ გვაქვს, იმიტომ არ ვართ იქ, სადაც დღეს უნდა ვყოფილიყავით:

თავის ფეისბუკგვერდზე ერთმა ცნობილმა დიზაინერმა დაწერა, დაფინანსებისთვის ხშირად მაწუხებენ სტუდენტები და ჩემი რჩევა იქნება, პირდაპირ ხელისუფლებას ან ბანკირებს მისწეროთ, ჩემთან დროს ნუ დაკარგავთო.

ამ პოსტს, რომ უარყოფითი რეაქციები მოჰყვა, მერე განმარტა, სხვადასხვა ინტერპრეტაცია მოჰყვა ჩემს ნათქვამს, თქვენი დროის დაზოგვაზე იყო იქ საუბარი, კაი მთქმელს კაი გამგონე უნდაო.

ცხადია, ორივე შემთხვევაში ჰქონდა და აქვს თავისი არგუმენტაცია, თუ რატომ დაწერა ის, რაც დაწერა (ნიჭიერი ადამიანია და ბრწყინვალედ იცის თავისი საქმეც და სათქმელიც).

მე ვწერ სხვა შემთხვევაზე - იმაზე, თუ რატომ უნდა მიმართონ სტუდენტებმა სწორედ იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლებაზე და ბევრ ბანკირზე უკეთ ესმის ხარისხიანი განათლების ფასი და სასიცოცხლო აუცილებლობა ჩვენი ქვეყნისთვის.

ოღონდ ამას მოკლედ ვერ მოვყვები და შესაბამისად, ვინც აქამდე წაიკითხეთ, ბოდიში, რომ იმ დიზაინერისგან განსხვავებით, ვერ დავზოგავ თქვენს დროს - ცოტა ვრცლად მომიწევს:

სხვის ამბავს არ ვწერ, არც სხვისგან გაგონილს - საკუთარი სტუდენტი შვილის ამბავს ვწერ:

პარიზის ერთ-ერთ უმაღლეს სკოლაში სწავლობს და პანდემიის პიკზე, როცა მშობლებმა სწავლის საფასური ვერ გადავუხადეთ, საფრანგეთის მთავრობის სტიპენდია კი მხოლოდ საცხოვრებელ ხარჯებს გასწვდა, მანაც გაიარა ის გზა, რასაც გადის დაფინანსების მაძიებელი სტუდენტი:

ქართულმა ბანკმა - უარი (სესხს ქართული უნივერსიტეტების სტუდენტებზე გავცემთ მხოლოდო - ისიც მიზერულს).

განათლების საერთაშორისო ცენტრმა - მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურზე შეგვიძლია დაფინანსების განხილვა, გარკვეული პირობებითო.

„მისწერე ბიზნესმენებს“ - ვურჩიე მე.

„აზრი არ აქვს“ - მეჯიუტებოდა, „არა მგონია, ვინმე დაინტერესდეს“.

როგორც იქნა, დავარწმუნე და ერთდროულად ოთხ ბიზნესმენს მისწერა, სტანდარტულად:

აუხსნა, სადაც სწავლობს და რაზე, რა პერსპექტივა აქვს დამთავრების შემდეგ და რა ფორმით შეუძლია, დაუბრუნოს ეს ინვესტიცია უკან (თანხითვე, ან საქმით).

იმ ოთხიდან ორს არ უპასუხნია (ისე, ორივე ხშირად საუბრობს საჯაროდ განათლების ხელშეწყობაზე).

მესამემ პიარს დაარეკვინა, რომელიც დიდხანს არკვევდა, რა სარგებლობის მოტანა შეეძლო ამ დაფინანსების მაძიებელ სტუდენტს მისი კომპანიისთვის - ეტყობა, ვერ დაინახა სარგებელი და მეტად არ დაურეკავს.

მეოთხემ კი იმ საღამოსვე მისწერა:

„ბოდიში, რომ პასუხი დაგიგვიანეთ (ანუ გულისხმობდა იმას, მიწერიდან მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ რომ უპასუხა.).

მე უცხოეთში ვარ, დაურეკეთ ამას და ამას - გელოდებათ“.

მოკლედ იმ ადამიანმა, თავის გამოჩენაზე აბსოლუტურად არა ორიენტირებულმა (მგონი, ფბ-გვერდიც რომ არ აქვს) ბიზნესმენმა დაუფინანსა ორივე სემესტრი.

კარგი იქნებოდა, ბოლომდე შემეძლოს მათი მიმოწერის სქრინის გამოქვეყნება, რაც ცალკე ნიმუშია იმისა, თუ როგორ უნდა დაეხმარო ადამიანს ისე, რომ არ აგრძნობინო ამ დახმარების ტვირთის სიმძიმე.

მაინც ვდებ სქრინის იმ „კუდს“, სადაც ჩემი შვილის შეკითხვაზე, შეუძლია თუ არა საჯაროდ, მათ შორის ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ონლაინპლატფორმაზე მადლობა გადაუხადოს ამ სპონსორობის გამო, ის პასუხობს:

„არ არის საჭირო ჩემი ხსენება, ეს ამიტომ არ კეთდება“.

სქრინიდან ინიციალებს ერთი მოსაზრებით არ ვშლი:

ეს ძალიან სიმბოლურია - ასე ინიციალებით აწერდა ხელს ყველა წერილს - თითქოს ამით ხაზს უსვამდა, რომ მისი სახელი და გვარი ამ ამბავში არ იყო მნიშვნელოვანი.

მათ მიმოწერაში არის ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი დიალოგი - ილუსტრაცია იმისა, რომ დამფინანსებელმაც და დაფინანსებულმაც უზუსტესად გაიაზრეს მათი „გარიგების“ არსი:

„ხომ არაფერი შემიძლია, თქვენი კომპანიისთვის გავაკეთოო “- ჩემი შვილი სწერს და ის პასუხობს: „არც ახლა და არც შემდეგ - ისწავლე და გვასახელე, მხოლოდ ეს მოგეთხოვება“.

აქ თუ ვინმეს აგეცრემლათ - ბოდიში, უბრალოდ, ირწმუნეთ - ასეთებიც არსებობენ.

და არანაკლებ ამაღელვებელია დახმარების მიმღების (ჩემი შვილის) პასუხიც:

„კარგი. მაშინ გპირდებით, რომ როცა დავამთავრებ და მუშაობას დავიწყებ, მე ჩემი მხრივ ერთ ჩემნაირ სტუდენტს დავუფინანსებ სწავლას“.

აი, რატომ დავწერე ეს პოსტი - მხოლოდ ასეთი ჯაჭვი უშველის ჩვენს განათლებას: ბიზნესმენი რომ ნიჭიერ, მაგრამ ხელმოკლე სტუდენტს დააფინანსებს, მერე ის სტუდენტი - სხვა სტუდენტს, ის კიდევ სხვას... და ყველა ერთად ამ განათლებას გამოიყენებს ქვეყანაში, რომელსაც ყველაზე, ყველაზე სუსტი რგოლი დღეს სწორედ ეს აქვს და მისი ნაკლებობის გამო ვართ იქ, სადაც ვართ.

მე მხოლოდ ამბავი მოვყევი - არანაირი მორალისტობა.

მხოლოდ "სწავლის მძებნელ" სტუდენტებს ვეტყოდი, როგორც ჩემს შვილს ვუთხარი მაშინ: არ დანებდეთ - დააკაკუნეთ ყველა კარზე, როცა საქმე თქვენს ხარისხიან განათლებას ეხება - მისწერეთ, დაურეკეთ, შეაწუხეთ: ათი, ორმოცი ბიზნესმენი, მათ შორის დიზაინერი, ბანკირი, „ექიმი, მეწარმე, ლიდერი...“

მისწერეთ ისეთსაც კი, ვინც ვერ წარმოიდგენს, რომ მას ვინმე დახმარების სათხოვნელად შეაწუხებს.

ათიდან, ორმოციდან ერთი აუცილებლად გიპასუხებთ:

„ისწავლე და გვასახელე“, და წერილს ბოლოში მხოლოდ თავის ინიციალებს მიაწერს;

მერე კი თქვენ გააგრძელეთ იგივე.

ასე გეშველებათ, გვეშველება - ყველას ერთად", - წერს ჟურნალისტი.

ამავე თემაზე:

* "ზოგი ლასკალაში სწავლის დაფინანსებას მთხოვს - არაფერს ვიტყვი 200-300 ლარიანები რამდენი მწერს" - რას წერს დიზაინერი ზვიად ციკოლია 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714901543

სოციალური მედია

„წუხელ გავედი სასაფლაოზე და მამაჩემი აღარ დამხვდა...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე?

ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. „წუხელ გავედი სასაფლაოზედა მამაჩემი აღარ დამხვდა.სიგარეტი მივუტანე და აღარსად იყო მამაჩემი.ღია საფლავთან ანგელოზთა...

აა

1714846659

ახალი ამბები

„ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში სტაბილურობა შენარჩუნებულიყო და კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ახლა გადავდივართ იმ სტადიაში, რასაც სუვერენიტეტის გამყარება ჰქვია“ - მაია ბითაძე

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ახლა გადავდივართ იმ სტადიაში, რასაც სუვერენიტეტის გამყარება ჰქვია, - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ „ქრო...

პოლიტიკოსები

1714839312

ახალი ამბები

აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს

აღდგომის ღამეს, თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 5-6 მაისს კი ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილები...

ზოგადი

1714834399

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია

„ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია და დიდი ალბათობით, „უდინეზესთან“ უახლოეს მატჩში ვერ ითამაშებს. როგორც „ნაპოლის“ ვებგვერდი წერს, გუშინ, ვარჯიშზე ხვიჩამ მარცხენა ბარძაყის კუნთი დაიჭ...

ააა

1714834089

სპორტი

დიმიტრი გოჩილაიძემ დუშანბეს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრებო დღეს სამმა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა. 81 კგ წონით კატეგორიაში დიმიტრი გოჩილაიძემ ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის...

დიმიტრი გოჩილაიძე