„ყოველდღე დიდებით შემოვიდეს იესო ადამიანთა გულებში“ - გია მურღულია საზოგადოებას ბზობას ულოცავს

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ბზობას - მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს.

ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

 
„იესოს იერუსალიმის ქუჩებში აღტაცებით, თაყვანისცემითა და გალობით ეგებებიან. ყველა სიყვარულით უღიმის და სურთ, შეეხონ.

ის ამას კარგად ხედავს, მაგრამ იმასაც ნათლად ჭვრეტს, რაც შემდეგ მოხდება - ათას შეურაცხყოფას მიაყენებენ, აწამებენ, ჯვარზე გააკრავენ.

ის ეროვნული გმირი, რომაელთაგან დაპყრობილი სამშობლოს გამათავისუფლებელი ეგონებათ, მაგრამ იმედგაცრუებულად და მოტყუებულად იგრძნობენ თავს, რაკი მათ წინაშე სამყაროს მხსნელი, მესია აღმოჩნდება.

მათ მაცხოვარი ვერ შეიცნეს და როცა მისი გადარჩენის შესაძლებლობა მიეცათ სინედრიონის წაქეზებით ყაჩაღი ბარაბა არჩიეს - რამდენიმე კაცი მაინც თუ მის დახსნას ცდილობდა და გამოექომაგა იმას, ვისაც ცოტა ხნის წინ გზაზე პალმის რტოებსა და ტანსაცმელს უფენდნენ, მათი ხმა ბრბოს სისხლსმოწყურებულ შეძახილებში ჩაიკარგა.
„ოსანას“ გალობით შეხვდნენ და „ჯვარს აცვი ეგე!“-ს ყვირილით დაემშვიდობნენ.

ისტორია ყოველ წელს მეორდება:
ჯერ - ბზობა, მერე - გაცემა, მერე - ჯვარცმა, მერე - აღდგომა და ბოლოს - ამაღლება.
იესო ქრისტიანთა იმედია.

მან გვიჩვენა, რა შეიძლება გარდახდეს წუთისოფელში ადამიანს (თუნდაც - განკაცებულ ღმერთს), მაგრამ თავისი ძლევამოსილება სიკვდილსა და ცხოვრების უსაზრისობაზე გამარჯვებით დაადასტურა.
„ოსანას“ ჰანგები იმარჯვებენ გაავებული და სასტიკი ბრბოს ბოროტებით აღტაცებულ ხმებზე.
ბნელი სინათლეს ვერ ეწია.

აი, როგორი დღე გათენდა კვლავ გარეთ და თითოეულ ჩვენგანშიც.
გილოცავთ ბზობას!

დაე, ყოველდღე დიდებით შემოვიდეს იესო ადამიანთა გულებში“,- წერს გია მურღულია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715359480

ახალი ამბები

11-12 მაისს, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვა რუსთავის, თელავის, ბორჯომისა და გორის მოსახლეობასთან გაიმართება

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვა გრძე...

პარლამენტი

1715354514

ახალი ამბები

„ისეთ ფეხბურთელს, როგორიც „კვარაა“, ყოველდღიური მხარდაჭერა სჭირდება“ - სპალეტი

„ნაპოლის“ ყოფილმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ Corriere Della Sera-სთან ინტერვიუში იტალიურ კლუბში არსებულ კრიზისსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მისი თქმით, ისეთ ახალგაზრდა ფეხბურთელს, როგორიც „კვარაა...

კვარაცხელია

1715349994

ახალი ამბები

„ძალადობა იწვევს ძალადობას, პარლამენტში მომხდარი თავდასხმის დროს, ხარობდა ნახევარი ოპოზიცია“ - შალვა პაპუაშვილი

„ძალადობა იწვევს ძალადობას, ეს არის სპირალი, რომელშიც შეჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“ საზოგადოება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომ...

პოლიტიკოსები

1715347625

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6755 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6797 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...

ააა

1715347580

ახალი ამბები

„ბავშვებს გაეშვით თქვე ნაძირალებო, მაგ წითელ ხაზს გადაჰყვებით ბოლომდე“ - გიორგი გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი გიორგი გამსახურდია  „ქართული ოცნების" რეგიონული მდივნის, დიმიტრი სამხარაძის შვილის ლიკვიდაციის მუქარას, რომელიც თავად სამხარაძემ გაასაჯაროვა სოციალურ ქსელში ეხმაურ...

გიორგი გამსახურდია