„ეგონა, რომ სხვებზე უკეთესია, მაგრამ დავუმტკიცე, რომ ყველა ადამიანი ნორმალურია და არავის აქვს უფლება ზემოდან ყურების“ - რა თქვა მერაბ დვალიშვილმა გამარჯვების შემდეგ
ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა, ლას-ვეგასში, სუპერმსუბუქი წონის კატეგორიაში, საჩემპიონო ბრძოლა გამართა და მეტოქე შონ ომალი დაამარცხა.
33 წლის ქართველი მებრძოლი ქამრისთვის ბრძოლამდე 10-მატჩიანი მოგებათა სერიით მივიდა. მან UFC-ის სამი ყოფილი ჩემპიონი – ჟოზე ალდო, პიტერ იანი და ჰენრი სეხუდო დაამარცხა.
გამარჯვების შემდეგ მერაბ დვალიშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა:
„მადლობა ყველას, მადლობა მეტ სერას. ვიცი, რომ ყოველთვის ჩემს გვერდით ხარ. ოქტაგონზე ისე ვგრძნობდი თავს, როგორც ყველა სხვა ბრძოლაში და მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოდი. ამ დღისთვის ძალიან ბევრი ვიშრომე და ოცნება ავიხდინე - საჩემპიონო ქამარი ჩემია. მსაჯების გადაწყვეტილებას რაც შეეხება, ცოტა უცნაურად წერენ ქულებს, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ბრძოლა მოვიგე და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ახალი ჩემპიონი სწორედ მე ვარ.
იქნება შემდეგი მეტოქე ნურმაგომედოვი? არ ვიცი, ამას დენა უაითი გადაწყვეტს, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ და ძალიან მიყვარს. სწორედ მან აღმომაჩინა, UFC-ში კონტრაქტი გამიფორმა და მომცა ჩემი ოცნებების ახდენის საშუალება. ამიტომ, ვისთანაც მეტყვის, იმასთან ვიბრძოლებ. ო'მალის ეგონა, რომ სხვებზე უკეთესია, მაგრამ დავუმტკიცე, რომ ყველა ადამიანი ნორმალურია და არავის აქვს უფლება ზემოდან ყურების.
მშენებლობიდან ქამრამდე მოვედი და მიხარია, რომ ბევრისთვის შთაგონების წყარო გავხდები და დაიჯერებენ, რომ შრომით ყველაფერს მიაღწევ. დამიფასდა დიდი შრომა და დღეს მე UFC-ში საუკეთესო მებრძოლი ვარ!", - განაცხადა დვალიშვილმა.
1726669279
საზოგადოება„ნამდვილი ნიჭის ზეიმი და მადლიერი მსმენელი“ - როგორ აფასებენ ანრი ჯოხაძის კონცერტს, რომელიც ბათუმში გაიმართა
მომღერალი და ტელეწამყვანი ანრი ჯოხაძე ძალიან ბევრი ადამიანის რჩეული მომღერალია. მის მიერ ჩატარებულ კონცერტებს უამრავი მსმენელი ესწრება. არც გუშინდელი, 17 სექტემბრის ღონისძიება დარჩენილა ყურადღების გარ...
1726665190
საზოგადოებავალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7136 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6998 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...
1726660312
სოციალური მედიალელა მებურიშვილი ფოტოსესიიდან კადრებს აქვეყნებს
მსახიობი ლელა მებურიშვილი, რომელიც დიდი ხანია ოჯახთან ერთად ლონდონში ცხოვრობს, მიმდევრებს ხშირად ანებივრებს მისი ცხოვრების ამსახველი ულამაზესი ფოტოებით. ამჯერად მსახიობმა სოციალურ ქსელში მორიგი გადაღე...
1726659555
სპორტი„გვინდა, ღირსეულად წარმოვაჩინოთ ჩვენი თავი და ყველაფერს გავიღებთ მოედანზე“ - გურამ კაშია
ბრატისლავის „სლოვანის“ ფეხბურთელმა გურამ კაშიამ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო მატჩის წინ ინტერვიუ მისცა, რომელშიც საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გლაზგოს „სელტიკთან“ მატჩის მოლო...
1726655146
საზოგადოებაგიორგი ყიფშიძემ შვილები ბაღში მიიყვანა - რა ვიდეოს აქვეყნებს მსახიობი?
16 სექტემბერს სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები შვილების ბაღში მისვლის პირველ კადრებს გამომწერებს სოციალურ ქსელებში უზიარებენ. ბაღში მივიდნენ მს...