„ევროპის ჩემპიონატზე ჩემი შესაძლებლობების მხოლოდ 50% გამოვამჟღავნე, აუცილებლად იქნება 100%-იც“ - გიორგი მამარდაშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატი შეაფასა და აღნიშნა, რომ ტურნირზე, საკუთარი შესაძლებლობების ნახევარი გამოავლინა. 

23 წლის „გოლკიპერის“ თქმით, მისი მიზანია, მომავალ ტურნირებზე საკუთარი შესაძლებლობების 100%-ის გამოვლენა შეძლოს.

„მინდოდა, კარგად ჩამეტარებინა ეს ევროპის ჩემპიონატი. დიდი ხანი ვემზადებოდი, არ გავჩერებულვარ, ყოველდღიურად ვვარჯიშობდი იმისთვის, რომ ამ ტურნირამდე ისეთ კონდიციამდე მივსულიყავი და ალბათ, მზად ვიყავი.

ვფიქრობ, სეზონის მიწურულს დაღლილობა ოდნავ დამეტყო და ჩემი შესაძლებლობების მხოლოდ 50% გამოვამჟღავნე. კიდევ ბევრი შეგვიძლია და ვაგრძელებთ მუშაობას, რომ მივიდე იმ 100%-მდე, რაც მაქვს მიზნად. აუცილებლად იქნება 100%-იც“, - ამბობს გიორგი მამარდაშვილი.

მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ რთული მეტოქეები ჰყავდათ, საქართველოს ნაკრებმა შეძლო საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა.

„ყოველთვის ვამბობ - ფეხბურთი იმდენად რთული თამაშია, რომ ყოველთვის შეიძლება რაღაც განსაკუთრებული მოხდეს და ჩემი აზრით, ასეც მოხდა. რთული მეტოქეები გვყავდა და რთულ ჯგუფში ვიყავით, მაგრამ გამოვავლინეთ ის ძალა და სულისკვეთება, რაც გვაქვს ქართველებს და მოვახერხეთ ჯგუფიდან გასვლა.

რა თქმა უნდა, რთული თამაშები გამოვიდა და მიხარია, რომ მთლიანმა გუნდმა კარგად ითამაშა. როცა თითოეული ფეხბურთელი კარგად თამაშობს, შემდეგ მეც მიმარტივდება ხოლმე თამაში და დიდი მადლობა მათ იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, რაც იყო ამ ოთხი თამაშის განმავლობაში“, - აღნიშნავს მამარდაშვილი.

შეგახსენებთ, მამარდაშვილმა EURO2024-ზე ყველაზე მეტი, 30 მოგერიება დააგროვა, რაც ტურნირის ისტორიაში მეორე საუკეთესო შედეგია 2008 წელს, იგორ აკინფეევის მიერ შესრულებული 32 „სეივის“ შემდეგ. 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1725729684

სპორტი

გიორგი ჩაკვეტაძემ ჩეხებს რიგით მეორე გოლი გაუტანა - ანგარიში 2:0

გიორგი ჩაკვეტაძემ ჩეხებს რიგით მეორე გოლი გაუტანა - ანგარიში 2:0. მანამდე კი ხვიჩა კვარაცხელიამ 11-მეტრიანი პენალტით ანგარიში გახსნა.  თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმართება. საქართველოს ერ...

ჩაკვეტაძე

1725727450

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩეხებს გოლი გაუტანა

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩეხებს გოლი გაუტანა - ანგარიში გაიხსნა. 1:0 ქართველთა სასარგებლოდ. თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმართება. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში არიან მამარდაშვილი...

კვარაცხელია

1725722193

ახალი ამბები

ავარია თუშეთში - დაღუპულია ერთი ადამიანი

თუშეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, საწვავმზიდს ერთ-ერთი მობილური კავშირგაბმულობის კომპანიის ანძისთვის საწვავი მიჰქონდა, რა დროსაც ის...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1725719181

სპორტი

საქართველო - ჩეხეთის მატჩის დაწყებამდე, ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე კუთვნილ ჯილდოს მიიღებს

დღეს, საქართველო - ჩეხეთის მატჩის დაწყებამდე, ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე კუთვნილ ჯილდოს მიიღებს. ინფორმაცია ეროვნული ნაკრების ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ვრცელდება.  გიორგი მიქა...

მიქაუტაძე

1725708925

საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 31 ახალი ევროპული სახანძრო ავტომანქანა შეიძინა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა თანამედროვე ევროპული სტანდარტების „ივეკო მაგირუსის“ 31 ახალი სახანძრო ავტომანქანა შეიძინა, რომელთა გადმოცემა ეტაპობრივად განხორციე...

მანქანა