„მხოლოდ ერთი მიზანი გვქონდა, საქართველოსთვის სიხარული მოგვეტანა და ეს შევძელით, ვამაყობ ამ ბიჭებით“ - სანიოლი

პორტუგალიასთან ისტორიული გამარჯვების და ევრო 2024-ის პლეი-ოფში გასვლის შემდეგ ვილი სანიოლმა გელზერკირხენის „აუფ შალკე არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ რთულია გასააზრებლად, რაც გააკეთეს.

გულწრფელად რომ გითხრათ,საერთოდ არ მახსოვს, თამაშამდე ფეხბურთელებს რა ვუთხარი. უბრალო, ვეუბნებოდი – ითამაშეთ დისციპლინირებული ფეხბურთი. ვუთხარი, რომ ისე ეთამაშოთ, როგორც 17-18 წლის ასაკში.

რთულია გასააზრებლად, რაც გავაკეთეთ. დღეს ბევრი სიტყვის თქმა არ შემიძლია. უბრალოდ, ვამაყობ ამ ბიჭებით, რომლებმაც საქართველო საუკეთესოდ წარმოაჩინეს.

არაფერი დასაკარგი არ გვაქვს. უბრალოდ, არ გვინდოდა, სიამოვნება არ მიგვეღო. ესპანეთი დ პორტუგალია რომ ხარ, ყველა თქვენგან მოგებას ელის, ჩვენ კი ასეთ წნეხი არ გვქონდა. გვქონდა მხოლოდ ერთი მიზანი – საქართველოსთვის სიხარული მოგვეტანა და ეს შევძელით.

საქართველოს ფედერაციამ ბოლო წლებში უდიდესი სამუშაო შეასრულა და შედეგებიც სახეზეა. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც სურთ არა მხოლოდ მოიგონ, არამედ, ლამაზად მოიგონ. შესაძლოა, სათადარიგოთა სკამი არ არის გამორჩეული, მაგრამ ადამიანური თვალსაზრისით ისინი გამორჩეულები არიან და მათით ვამაყობ.

მარტში მაქსიმუმი გავაკეთეთ, როდესაც ევრო 2024-ზე გავედით. კიტეიშვილმა დღეს როგორი მატჩიც ჩაატარა, ნახეთ. მის კლუბს პატივს ვცემ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ის ტოპ-5 ლიგის გუნდში უნდა თამაშობდეს“, - აღნიშნა სანიოლმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები დაამარცხა და სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც არანაკლები გამოცდა ელოდება - ჩვენი მეტოქე 30 ივნისს ესპანეთის ნაკრები იქნება.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1719757163

საზოგადოება

ყველას, ვინც ემზადება ცოდნის მისაღებად და სწავლის გასაგრძელებლად, ვლოცავ და ვუსურვებ წარმატებებს - ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აბიტურიენტები დალოცა. „იწყება უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდების პერიოდი. ყველას, ვინც ემზადება ცოდნის მისაღებად და სწავლის გასაგრძელებლად,...

აა

1719753399

სპორტი

„ის, რაც დღეს ფეხბურთის მოედანზე უნდა მოხდეს, ფეხბურთზე ბევრად მეტია...“ – კახა კალაძე

ის, რაც დღეს ფეხბურთის მოედანზე უნდა მოხდეს, ფეხბურთზე ბევრად მეტია, მჯერა, ჩვენი ბიჭების ბრძოლა დღესაც სიამაყით გვათქმევინებს – ჩვენ აქ ვართ, ჩვენ ვართ საქართველო!, – ამის შესახებ თბილისის მერი, კახა...

კახა კალაძე

1719749804

საზოგადოება

მჯერა, ჩვენი ბიჭების ბრძოლა დღესაც სიამაყით აღგვავსებს და გვათქმევინებს - ჩვენ აქ ვართ, ჩვენ ვართ საქართველო! - კახა კალაძე

„დღეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა. ის, რაც დღეს ფეხბურთის მოედანზე უნდა მოხდეს, ფეხბურთზე ბევრად მეტია“, - წერს თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში. კახა კალაძე აღნიშნავს,...

კახა კალაძე:

1719746420

ახალი ამბები

მეუფე იაკობი: ხან რა რეზოლუციას და ხან რას იღებენ - შიში აქვთ, უკრაინაში ომი რომ დამთავრდება, თვითონ არ გახდნენ დარტყმის ობიექტები - არცერთ ქვეყანას არ ეკითხება ის, ჩვენ რა კანონს მივიღებთ

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა საკვირაო წირვა ხირსის მამათა მონასტერში აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ მან მრევლს ქადაგებით მიმართა. მეუფე იაკობმა ისაუბრა საქართველოს ნაკრების ისტორიულ გამარჯვე...

ააა

1719744530

ახალი ამბები

არჩილ არველაძე ინგა გრიგოლიას: თქვენც კი ძალიან ბედნიერები ხართ და ლამაზად აშუქებთ ამ მოვლენას

ვეტერანი ფეხბურთელი აჩი არველაძე ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებაზე „ტვ პირველის“ ეთერში საუბრობს. არველაძე აღნიშნავს, რომ უხარია, როცა მთელი საქართველო ერთნაირად აღნიშნავს და ზეიმობს ამ მოვლენას...

ინჰა და აჩი