„ვაჩვენეთ, რომ ერთად ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია და არავისზე ნაკლები ვართ“ - ხვიჩა კვარაცხელია

„ისტორიის ახალი ფურცელი დავწერეთ, ყველას ვაჩვენეთ, რომ საქართველოს ნაკრებს ყველაფერი შეგვიძლია“, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კვარაცხელია აცხადებს, რომ ბედნიერია იმითაც, რომ რონალდოს მაისურიც აქვს. 

ქართველმა ფეხბურთელმა ქართველ ქომაგებს მადლობა გადაუხადა.

ისტორიის ახალი ფურცელი დავწერეთ. სადაც ერთი პროცენტია შანსი, სადაც არის რწმენა, რომ ყველაფერს გააკეთებ ეს დავამტკიცეთ ჩვენ და ყველას ვაჩვენეთ, რომ საქართველოს ნაკრებს ყველაფერი შეგვიძლია.

ქომაგებმა ძალიან დიდი მუხტი მოგცეს, ამდენი ხალხი ჩამოვიდა გერმანიაში. ჩვენ მოედანზე აბსოლუტურად დამუხტულები ვთამაშობდით. ყველა გულშემატკივარს დიდი მადლობა. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ერთად ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია და არავისზე ნაკლები ვართ და კიდევ გვაქვს შანსი, რომ წინ და წინ ვიაროთ ყველამ ერთად.

ბედნიერები ვართ, რონალდოს მაისურიც მაქვს და შემდეგ ეტაპზეც გავედით. ვერ წარმოვიდგენდი, რაც რონალდოსთან მოხდა. თამაშამდე მოვიდა და წარმატებები მისურვა. ის დიდი ფეხბურთელი და პიროვნებაა. იტალიის ჩემპიონობით ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ეს წარმატება უფრო მეტია“, – განაცხადა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები დაამარცხა და სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც არანაკლები გამოცდა ელოდება - ჩვენი მეტოქე 30 ივნისს ესპანეთის ნაკრები იქნება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1719753399

სპორტი

„ის, რაც დღეს ფეხბურთის მოედანზე უნდა მოხდეს, ფეხბურთზე ბევრად მეტია...“ – კახა კალაძე

ის, რაც დღეს ფეხბურთის მოედანზე უნდა მოხდეს, ფეხბურთზე ბევრად მეტია, მჯერა, ჩვენი ბიჭების ბრძოლა დღესაც სიამაყით გვათქმევინებს – ჩვენ აქ ვართ, ჩვენ ვართ საქართველო!, – ამის შესახებ თბილისის მერი, კახა...

კახა კალაძე

1719749804

საზოგადოება

მჯერა, ჩვენი ბიჭების ბრძოლა დღესაც სიამაყით აღგვავსებს და გვათქმევინებს - ჩვენ აქ ვართ, ჩვენ ვართ საქართველო! - კახა კალაძე

„დღეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა. ის, რაც დღეს ფეხბურთის მოედანზე უნდა მოხდეს, ფეხბურთზე ბევრად მეტია“, - წერს თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში. კახა კალაძე აღნიშნავს,...

კახა კალაძე:

1719746420

ახალი ამბები

მეუფე იაკობი: ხან რა რეზოლუციას და ხან რას იღებენ - შიში აქვთ, უკრაინაში ომი რომ დამთავრდება, თვითონ არ გახდნენ დარტყმის ობიექტები - არცერთ ქვეყანას არ ეკითხება ის, ჩვენ რა კანონს მივიღებთ

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა საკვირაო წირვა ხირსის მამათა მონასტერში აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ მან მრევლს ქადაგებით მიმართა. მეუფე იაკობმა ისაუბრა საქართველოს ნაკრების ისტორიულ გამარჯვე...

ააა

1719744530

ახალი ამბები

არჩილ არველაძე ინგა გრიგოლიას: თქვენც კი ძალიან ბედნიერები ხართ და ლამაზად აშუქებთ ამ მოვლენას

ვეტერანი ფეხბურთელი აჩი არველაძე ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებაზე „ტვ პირველის“ ეთერში საუბრობს. არველაძე აღნიშნავს, რომ უხარია, როცა მთელი საქართველო ერთნაირად აღნიშნავს და ზეიმობს ამ მოვლენას...

ინჰა და აჩი

1719739196

საზოგადოება

2 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან სეტყვა და ქარის გაძლიერება - გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 2 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით,...

ამინდი