ზელენსკი: ჩვენი ენერგეტიკის მიმართ რუსი ტერორისტების დარტყმები, სისტემას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს

ჩვენი ენერგეტიკის მიმართ რუსი ტერორისტების დარტყმები, სისტემას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეო მიმართვისას განაცხადა.

 ზელენსკის თქმით, მსგავსი დარტყმებით წარმოიქმნება სისტემური ხარვეზები, ამიტომ ხალხი და ბიზნესი ელექტროენერგიის მოხმარებისადმი ძალიან ეკონომიური უნდა იყვნენ.

უკრაინის პირველმა პირმა, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაზეც ისაუბრა და მოკავშირე სახელმწიფოების პარლამენტებს მოუწოდა, რუსეთი ტერორისტ სახელმწიფოდ აღიარონ. ამ შინაარსის რეზოლუციაზე ხმის მიცემა ევრო პარლამენტში 23 ნოემბერს მოხდება.

"ნატო-ს წევრი სახელმწიფოების პარლამენტებს მოვუწოდე, რომ საბოლოოდ მიიღონ გადაწყვეტილება რუსეთის ტერორისტ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ. მჯერა, რომ თანდათან მივალთ ამ შედეგამდე – სწორედ ასე იქნება აღქმული რუსეთი მსოფლიოში, ტერორისტ სახელმწიფოდ. უკიდურესად მნიშვნელოვანია ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაცია. რუსეთმა უნდა გაიყვანოს იქიდან ყველა თავისი მებრძოლი და შეწყვიტოს სადგურის მისამართით ცეცხლის გახსნა.

ჩვენს ენერგეტიკოსებს დღეს ელექტროენერგიის როგორც სტაბილიზაციური, ისე არაგეგმიური გათიშვა მოუწიათ. ეს გამოწვეულია იმაზე დიდი მოხმარებით, ვიდრე ამის უზრუნველყოფა ქვეყანას შეუძლია ამჟამად. ჩვენი ენერგეტიკის მიმართ რუსი ტერორისტების დარტყმები, სისტემას იმდენად მნიშვნელოვან ზიანს აყენებს, რომ ბიზნესი და ხალხი უნდა იყოს ძალიან ეკონომიური," - აცხადებს ზელენსკი.

ასევე საინტერესოა:

🔵  ვინ არის ქართველი, რომელმაც The Voice of Greece-ის ჟიურის ოთხივე წევრი შემოატრიალა

🔵  ანტიბიოტიკიც დაუნიშნა და კბილებზე რენტგენის გადაღება მოსთხოვა - რას ჰყვებიან 9 წლის გოგონაზე, რომლის გარდაცვალებასაც კბილის ამოღების შემდგომ გართულებას უკავშირებენ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714151170

ახალი ამბები

გარდაბანში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს 20...

შემთხვევები

1714149628

მსოფლიო

„უკრაინაში იარაღსა და აღჭურვილობას ამ კვირაში გავგზავნით“ - აშშ-ის პრეზიდენტი

შეერთებული შტატები უკრაინაში დაპირებული იარაღის გაგზავნას ამ კვირაში დაიწყებს, როგორც მისი ბოლო დახმარების პაკეტის ნაწილი. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელ X-ში წერს.  „ოთხშაბათ...

ააა

1714148335

ახალი ამბები

ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრებიდან ტურნირის მეორე საშეჯიბრებო დღეს ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და...

ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი

1714147824

ახალი ამბები

„საქართველოს ბედს ქართველი ხალხი გადაწყვეტს“ - ვლადიმერ ბოჟაძე

„ილია ჭავჭავაძე რომ გქონდეთ წაკითხული რომელიმეს, გეცოდინებოდათ, რა დაწერა: „დღესაც, მთელს ამიერ კავკასიაში ქართველი და ქრისტიანი ერთი და იმავე მნიშვნელობის სიტყვებია. გაქრისტიანდაოს მაგივრად, გაქართვე...

ვლადიმერ ბოჟაძე

1714145474

ახალი ამბები

ავარია თემქაზე - არიან დაშავებულები

თბილისში, თემქაზე ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად არიან დაშავებულები. ადგილზე სასწრაფო დახმარებაა მობილიზებული და დაშავებულებს შესაბამისი დახმარება იქვე გაუწიეს.  თვითმხილველ...

ავარია თემქაზე