ანტიბიოტიკიც დაუნიშნა და კბილებზე რენტგენის გადაღება მოსთხოვა - რას ჰყვებიან 9 წლის გოგონაზე, რომლის გარდაცვალებასაც კბილის ამოღების შემდგომ გართულებას უკავშირებენ
მარტვილის სოფელ მუხურჩაში 9 წლის მარიამ ფოჩხუა დაიღუპა. ბავშვს სარძევე კბილის ამოღებიდან მე-8 დღეს, ჭრილობის არეში და მის მიმდებარედ, ანთებითი პროცესის - დაგროვილი ჩირქოვანი მასის გამო, ყბის არეში გაკვეთა დასჭირდა, რაც გართულებული მდგომარეობითა და გოგონას გარდაცვალებით დასრულდა.
ბოლო დღეებამდე სრულიად ჯანმრთელი ბავშვის დაღუპვა უმძიმესი ტრაგედიაა, არა მხოლოდ ოჯახისა და სოფლისთვის... ეს თემა სოციალურ ქსელში განსჯის საგანი გახდა და საზოგადოების ნაწილი სტომატოლოგს სდებს ბრალს, ნაწილი კი, მიზეზად ფოჩხუების ოჯახის სოციალურად მძიმე მდგომარეობას ასახელებს, რის გამოც, პატარა მარიამისთვის სხვადასხვა სამედიცინო საჭიროებისა და მედიკამენტების შესაძენად, მათ თანხა არ აღმოაჩნდათ
ტრაგედიის შესახებ, "კვირის პალიტრა" ოჯახის ერთ-ერთ ახლობელს ესაუბრა, რომელმაც გასაგები მიზეზების გამო, ვინაობის გამხელა არ ისურვა.
15:40 / 20-11-2022

- მარის დაღუპვამ უამრავი ადამიანი შეძრა. ყველა მათგანს კი აწუხებს განცდა, როგორ შეიძლება დღეს ბავშვი კბილის ამოღებით გარდაიცვალოს, თუკი ყველა პროცედურა წესების დაცვით შესრულდა?!
- ჩვენი უბედურება ამტკიცებს, რომ თურმე ასეც შეიძლება. მედიცინის სპეციალისტი არ ვარ, რომ ვიცოდე, რა რატომ მოხდა და ასეთ უბედურებაზე კიდევ ექიმის ცოდვას ვერ დავიდებთ, მას ვერ დავაბრალებთ ყველაფერს. მარიამი 9 წლის იყო. ამ ასაკში უმეტესად შინ უღებენ კბილებს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვს კბილი ერყეოდა, მშობლებმა შინ ვერ ამოუღეს და ამიტომაც წაიყვანეს ექიმთან, რომელმაც კბილი ამოუღო და როგორც ჩანს, რაღაც საეჭვოც დაინახა. იმიტომ, რომ ჭრილობაში ჩირქი იყო. ამის გამო, ანტიბიოტიკიც დაუნიშნა და მარის დედას ბავშვის კბილებზე რენტგენის გადაღება მოსთხოვა. დაავალა: სურათი აუცილებლად მომიტანეო და გამოუშვა ბავშვიც და მშობელიც.
- ალბათ, რენტგენის გადაღება მალე ვერ მოხერხდა, თორემ მძიმე მდგომარეობა ფირზე ხომ გამოჩნდებოდა.
- ეს არ ვიცი, ვერ გეტყვით. მაგრამ მარი სტომატოლოგის დანიშნულ ანტიბიოტიკს ნამდვილად სვამდა. თუმცა, მაინც გამოგვეცალა ხელიდან... კბილის ამოღებიდან მეათე დღეს.
- ამ ხნის განმავლობაში, ალბათ ტემპერატურაც მაღალი ჰქონდა.
- ყოველ შემთხვევაში, ბავშვი სუსტად არ იყო. პარასკევს, მაგალითად, სკოლაში ჩვეულებრივად წავიდა. იქაც არ შესტყობია, რომ ცუდად იყო ან რაიმე სტკიოდა. ასე რომ ყოფილიყო, სკოლაში ხომ არ წავიდოდა?! თუმცა ბავშვი უკვე ორშაბათს ძალიან ცუდად იყო.
წყარო: ამბები.ჯი
ასევე საინტერესოა:
🔵 „სამუდამოდ ჩამოშორდეს ეპისკოპოსი ზენონი ეპარქიას“ - ლონდონის ტაძრის მრევლი მიმართვას ავრცელებს
1793126317
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: ტყუილია, თითქოს პარტიის ქონების ჩამორთმევის კანონი 2024 წელს, სარჩელის შეტანამდე მიიღეს
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ლევან ბეჟაშვილის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ მტკიცება, თითქოს აკრძალული პარტიისთვის ქონების ჩამორთმევის კანონ...
1793125255
საზოგადოებამასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. საზოგადოებისა და განათლების სისტ...
1793123844
საზოგადოებაგივი მიქანაძე: მივმართავ პედაგოგებს, ჩვენ გვესმის თქვენი შრომის ფასი, ვიცით, რა გამოწვევების წინაშე დგახართ და გვჯერა, რომ განათლების სისტემის განვითარება მასწავლებლის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია
„მასწავლებლის ეროვნული დღე, რომელსაც ყოველწლიურად იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეზე აღვნიშნავთ, გვახსენებს, რომ მასწავლებლობა მხოლოდ პროფესია არ არის – ეს არის მისია, უდიდესი პასუხისმგებლობა და ეროვნ...
1793123566
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სასამართლოში გაჟღერებული თითოეული განცხადება ტყუილი და მანიპულაცია იყო
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის იმის გამო, რომ სასამართლო პროცესზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან მრავალი ტყ...
1793121650
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: შეგვიძლია, ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, შევქმნათ პროგრამები, გამოვიყენოთ ტექნოლოგიები, მაგრამ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ადამიანი - ამ თვალსაზრისით მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაა
„მოხარული ვარ, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, განსაკუთრებული პატივი მივაგოთ ადამიანებს, რომელთა ყოველდღიური შრომაც, ხშირად წყნარად, აუჩქარებლად და ზედმეტი საჯაროობის გარეშე ქმნის ქვეყნის მომავალს“, - გ...