კამალა ჰარისი ჯო ბაიდენის ნაცვლად? - CNN-ის ცნობით, დემოკრატები ახალ საპრეზიდენტო კანდიდატურაზე მსჯელობენ

დასავლურ მედიაში ბოლო კვირებში აქტიურად განიხილება, არის თუ არა დემოკრატებისთვის მომგებიანი, საპრეზიდენტო კანდიდატად აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის დასახელება.

როგორც CNN წერს, „დემოკრატთა კონსენსუსი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის ირგვლივ სულ უფრო მყარდება“, თუ ბაიდენი არჩევნებში მონაწილეობაზე უარს იტყვის.

„თუ ჯო ბაიდენი განზე გადგება, არავინ იცის ზუსტად, როგორი იქნება ახალი კანდიდატის არჩევის პროცესი, თუმცა, ბევრი დემოკრატი ამბობს, რომ საკითხის ყველაზე სწრაფი გადაწყვეტა ვიცე-პრეზიდენტ ჰარისის დასახელება იქნებოდა კანდიდატად“, - წერს გამოცემა.

როგორც CNN აღნიშნავს, არაფორმალური საუბრები იმის თაობაზე, თუ როგორ დასრულდება ბაიდენის ჩანაცვლების პროცესი, უკვე რამდენიმე კვირაა, პიკს აღწევს.

„თუმცა, ამ პროცესთან დაკავშირებით იმდენად დიდი გაურკვევლობაა, რომ ბევრი დემოკრატი, მათ შორის ისინი, ვისაც სერიოზული ეჭვები აქვს ბაიდენთან დაკავშირებით იძულებული გახადა, თავი ამ ეტაპზე თავი შეიკავონ ამჟამინდელი კანდიდატურის წინააღმდეგ გამოსვლისგან, რადგან შიშობენ, რომ რაც შემდეგ მოხდება, შესაძლოა საქმე უფრო დიდ გაურკვევლობამდე მიიყვანოს“, - წერს გამოცემა.

ხოლო როგორც The New York Times წერს, პრეზიდენტ ბაიდენისადმი მოწოდებებს - ჩამოშორდეს საპრეზიდენტო მარათონს, შეუერთდა დემოკრატიული პარტიის უმსხვილესი შემომწირველი მაიკლ მორტისი, რომელსაც 2024 წლის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ბაიდენის მხარდასაჭერად 7.8 მილიონი დოლარი აქვს გამოყოფილი. მან, ტრამპს მოუწოდა, არჩევანი გააკეთოს „პატივმოყვარეობასა და ღირსებას“ შორის.

„მას არჩევანი აქვს - ქვეყანა ან ბნელი და სასტიკი დროებისთვის გაწიროს, ან დროს „ჟამთასვლის მამას“ მოუსმინოს - დრო უკვე ამოიწურა“, - მისწერა მან The New York Times-ს.

როგორც ცნობილია, უკვე დიდი ხანია მედიაში განხილვის საგანია ჯო ბაიდენის ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხოლო მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდა და საარჩევნო კამპანიას დროებით ჩამოშორდა, ამ საკითხზე მსჯელობა კიდევ უფრო გააქტიურდა. როგორც მედიაში იწერება, ამას ემატება ქვეყნის ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმა, რომელმაც შესაძლოა, ამ უკანასკნელის რეიტინგი კიდევ უფრო გაზარდოს.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1725729684

სპორტი

გიორგი ჩაკვეტაძემ ჩეხებს რიგით მეორე გოლი გაუტანა - ანგარიში 2:0

გიორგი ჩაკვეტაძემ ჩეხებს რიგით მეორე გოლი გაუტანა - ანგარიში 2:0. მანამდე კი ხვიჩა კვარაცხელიამ 11-მეტრიანი პენალტით ანგარიში გახსნა.  თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმართება. საქართველოს ერ...

ჩაკვეტაძე

1725727450

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩეხებს გოლი გაუტანა

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩეხებს გოლი გაუტანა - ანგარიში გაიხსნა. 1:0 ქართველთა სასარგებლოდ. თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმართება. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში არიან მამარდაშვილი...

კვარაცხელია

1725722193

ახალი ამბები

ავარია თუშეთში - დაღუპულია ერთი ადამიანი

თუშეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, საწვავმზიდს ერთ-ერთი მობილური კავშირგაბმულობის კომპანიის ანძისთვის საწვავი მიჰქონდა, რა დროსაც ის...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1725719181

სპორტი

საქართველო - ჩეხეთის მატჩის დაწყებამდე, ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე კუთვნილ ჯილდოს მიიღებს

დღეს, საქართველო - ჩეხეთის მატჩის დაწყებამდე, ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე კუთვნილ ჯილდოს მიიღებს. ინფორმაცია ეროვნული ნაკრების ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ვრცელდება.  გიორგი მიქა...

მიქაუტაძე

1725708925

საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 31 ახალი ევროპული სახანძრო ავტომანქანა შეიძინა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა თანამედროვე ევროპული სტანდარტების „ივეკო მაგირუსის“ 31 ახალი სახანძრო ავტომანქანა შეიძინა, რომელთა გადმოცემა ეტაპობრივად განხორციე...

მანქანა