„პუტინი აპირებს, ბელარუსი უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩაითრიოს და ბალტიის ქვეყნების პროვოცირება მოახდინოს“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

1738775182 მსოფლიო
პყ

 უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აპირებს, გაზაფხულზე, ზაფხულში ან შემოდგომაზე, ბელარუსში ჯარებს განათავსებს და ქვეყანა ომში ჩაითრიოს. ამის შესახებ ზელენსკიმ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივან დევიდ ლამისთან შეხვედრის შემდეგ, კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პუტინი პოლონეთის ან ბალტიის ქვეყნების პროვოცირებასაც შეეცდება.

„პუტინის ამბიციებით და იმის მიხედვით, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ - ის ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ომი არ შეწყვიტოს. ეს ფაქტია. ის უფრო შორს წავა და სხვა ქვეყნებზეც დაფიქრდება. ამაში დარწმუნებული ვარ. ამის შესახებ აბსოლუტურად ღიად გაფრთხილებთ - მე ვიცი, რაც იქნება. ნახავთ - ის სხვა ქვეყნების პროვოცირებასაც მოახდენს. შეიძლება, შემდეგი იყოს პოლონეთი ან ბალტიის ქვეყნები. ნახავთ გაზაფხულზე, ზაფხულში ან შემოდგომაზე, რომ ის ბელარუსის ტერიტორიაზე ძალებს განათავსებს.

„ეს არის პოლონეთის დაშინება, ლიეტუვის და ბალტიისპირეთში ჩვენი სხვა პარტნიორების დაშინება. თქვენ ნახავთ - ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ისინი [კონფლიქტში] ჩაითრიოს. იფიქრებს იმაზე, როგორ მოახდინოს მათი პროვოცირება. არ ვიცი, იქნება თუ არა შეჭრა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ის ამ ფორმით ბელარუსს ომში ჩაითრევს. თუმცა, იმის მიხედვით, თუ როგორ უტევდნენ ისინი უკრაინას რაკეტებით [ბელარუსის ტერიტორიიდან], ჩემი აზრით, ისინი უკვე ჩართული იყვნენ ამ ომში, თუმცა, არა მათი ხალხი და მებრძოლები, როგორც ეს პუტინს ძალიან სურს“, - ამბობს ზელენსკი.

მასალის გამოყენების პირობები


Live

პირველი არხი

რუსთავი 2

მთავარი არხი


საბერძნეთი

იტალია

სხვა სიახლეები