20 მარტს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონსა და ვარკეთილის III მასივის წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს
ხვალ, 20 მარტს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, სამგორის რაიონში, ვარკეთილის III მასივის, X კვარტალის N2-ის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ 20 მარტის 23:00 საათიდან, 21 მარტის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში - ვარკეთილის III მასივს და კვარტალებს, ხომლელის ქუჩა N36, N38, თრიალეთის ქუჩა N2-20, N1-11, ქიზიყის ქუჩა N1, კახეთის გზატკეცილის N 7, 10 და N33ა, N46-76, ჯავახეთის ქუჩა N1-21, კალოუბნის, საცხენისის, შუამთის, წრომის წყლის, ელდარის, გახოკიძის, ეკატერინე ბაღდავაძის,
გ.აბაშვილის, კაკლიანის და გ.ბერიაშვილის ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge
1773928771
ახალი ამბებიკუბაში საქართველოს საელჩოში უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილია სამძიმრის წიგნი
კუბაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილია სამძიმრის წიგნი. „2026 წლის 18 მარტს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ერის სულიერი მა...
1773925783
ახალი ამბებივალუტის ახალი კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 19 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7264 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7189 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...
1773925175
ახალი ამბებიპარლამენტის სასახლეზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ბანერი განთავსდა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის სასახლეზე ილია მეორის ბანერი განთავსდა. სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხე...
1773922779
მსოფლიოკაია კალასი ირანში მიმდინარე ომზე: ჩვენ გვჭირდება ომიდან გამოსვლა და არა ესკალაცია
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასის განცხადებით, საჭიროა ირანის ომიდან გამოსვლის გზების ძებნა და არა ესკალაცია. ესკალაციისა და ქაოსის ნათელ მაგალითად მან...
1773921779
ახალი ამბებიპატრიარქის ნათლულები დღეს ავლაბრის მეტროდან სამების ტაძრამდე ფეხით მსვლელობას აწყობენ
დღეს, საღამოს 20:00 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ნათლულები ავლაბრის მეტროდან სამების ტაძრამდე ფეხით მსვლელობას აწყობენ. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. დღ...































