სუამის გენერალური მდივანი: პატრიარქი ილია მეორე დაამახსოვრდებათ, როგორც მშვიდობის, ტოლერანტობისა და ურთიერთპატივისცემის ერთგული დამცველი სხვადასხვა ერს, კულტურასა და რწმენას შორის

„დემოკრატიის და ეკონომიკური ორგანიზაცია სუამის მუდმივი საერთაშორისო სამდივნოს სახელით, მსურს, სამძიმარი გამოვუცხადო საქართველოს ხალხს, ხელისუფლებას და სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის გარდაცვალების გამო“, - ნათქვამია სუამის გენერალური მდივნის ალტაი ეფენდიევის წერილში.

„მრავალი ათწლეულის განმავლობაში, მისი უდავო მორალური ავტორიტეტი და სულიერი ღირებულებების დაცვის ურყევი პოზიცია შეუცვლელი იყო საზოგადოების კონსოლიდაციის, ეროვნული ტრადიციების დაცვისა და ქართული იდენტობის შენარჩუნებისთვის. ისევე როგორც, მრავალი გამოწვევის ფონზე მისი როლი ერის გაერთიანებასა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში.

ის დაამახსოვრდებათ, როგორც მშვიდობის, ტოლერანტობისა და ურთიერთპატივისცემის ერთგული დამცველი სხვადასხვა ერს, კულტურასა და რწმენას შორის.

ჩვენ ასევე ვაღიარებთ და ვაფასებთ მის მტკიცე და პრინციპულ პოზიციას არა მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესიისა და მისი ტერიტორიების ოკუპაციის, არამედ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიის მიმართაც. მისი ხელმძღვანელობით, საქართველოს ეკლესიამ უზრუნველყო ჰუმანიტარული დახმარება და თავშესაფარი უკრაინელებისთვის, რომლებიც გამოექცნენ საშინელ ომს და საქართველოში პოვეს თავშესაფარი.

ასეთი ავტორიტეტისა და მნიშვნელობის მქონე რელიგიური და საზოგადო მოღვაწის გარდაცვალება ყოველთვის დიდი დანაკლისია არა მხოლოდ ერისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვისაც.

ეროვნული გლოვის ამ მძიმე დღეებში, ჩვენს ღრმა თანაგრძნობასა და სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და ერს სიმტკიცესა და სულიერ მხნეობას ვუსურვებთ ამ დიდი დანაკლისის დასაძლევად. განისვენოს მისმა სულმა მშვიდობით!“, - ნათქვამია წერილში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773933944

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: ეპოქა არ დასრულებულა - ის, რაც ილია მეორემ შექმნა, გაგრძელდება ძალიან დიდხანს

პატრიარქის ისტორიულ როლზე ისაუბრა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა და აღნიშნა, რომ ილია მეორის ეპოქა მისი ფიზიკური არყოფნის მიუხედავად, გაგრძელდება. „პირველ...

სოზარ სუბარი

1773932157

ახალი ამბები

20 მარტს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონსა და ვარკეთილის III მასივის წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 20 მარტს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, სამგორის რაიონში, ვარკეთილის III მასივის, X კვარტალის N2-ის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის ტექნი...

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

1773931388

ახალი ამბები

22 მარტის ჩათვლით, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავი მუნიციპალური ტრანსპორტის სქემა იცვლება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 22 მარტის ჩათვლით სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია, -...

სამების საკათედრო ტაძრი

1773931256

ახალი ამბები

იერუსალიმის პატრიარქმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო, საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სამძიმრის წერილი გამოუგზავნა

იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე III-მ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო, საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, მიტროპოლიტ შიოს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა. „ღ...

იერუსალიმის პატრიარქი

1773930192

ახალი ამბები

თბილისის საკრებულოს შენობაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფოტოები განთავსდა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ფოტოები განთავსდა. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს. გადაწყვეტილება...

თბილისის საკრებულოს შენობა