22 მარტის ჩათვლით, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავი მუნიციპალური ტრანსპორტის სქემა იცვლება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 22 მარტის ჩათვლით სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„აღნიშნულ პერიოდში იცვლება ამავე ტერიტორიაზე მოძრავი მუნიციპალური ტრანსპორტის სქემაც.

მიკროავტობუსები: N434, N478, N479, N522 და N576, რომლებიც მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმართულებით გადაადგილდებოდნენ საინგილოს ქუჩიდან გუმბრისა და სამრეკლოს ქუჩების გავლით, საინგილოს ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებენ დავით ციმაკურაძის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც ჯორჯ ბუშის, ლეხ კაჩინსკის ქუჩისა და ქეთევან დედოფლის გამზირის გავლით დაუკავშირდება მეტროსადგურ „ავლაბარს“.

უკუმიმართულებით მოძრაობისას აღნიშნული მიკროავტობუსები საინგილოს ქუჩისკენ გადაადგილდებიან ავლაბრის მოედნის, ნიკიფორე ირბახის, ალექსანდრე წურწუმიას, გრიგოლ კობახიძის, მარტყოფის ქუჩისა და მარტყოფის შესახვევის გავლით, რის შემდეგაც მოძრაობას გააგრძელებენ დადგენილი სქემით.

ავლაბრის მიმართულებით მოძრაობისას N525 მიკროავტობუსიც გადაადგილდება ზემოაღნიშნული სქემით.

რაც შეეხება N391 მარშრუტს, ავტობუსი ივანე ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს ევროპის მოედნისკენ, რის შემდეგაც ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართის გავლით დაუკავშირდება ქეთევან დედოფლის გამზირს, ხოლო უკუმიმართულებით გადაადგილდება ლეხ კაჩინსკისა და ბოჭორმის ქუჩების, ქეთევან დედოფლის გამზირის, ბარათაშვილის აღმართის, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის გავლით, ჯავახიშვილის ქუჩიდან კი მოძრაობას გააგრძელებს დადგენილი სქემით“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კათოლიკოს-პატრიარქი 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773928771

ახალი ამბები

კუბაში საქართველოს საელჩოში უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილია სამძიმრის წიგნი

კუბაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილია სამძიმრის წიგნი. „2026 წლის 18 მარტს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ერის სულიერი მა...

კუბაში საქართველოს საელჩო

1773925783

ახალი ამბები

ვალუტის ახალი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 19 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7264 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7189 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...

ლარის კურსი

1773925175

ახალი ამბები

პარლამენტის სასახლეზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ბანერი განთავსდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის სასახლეზე ილია მეორის ბანერი განთავსდა. სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხე...

პარლამენტის სასახლეზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ბანერი განთავსდა

1773922779

მსოფლიო

კაია კალასი ირანში მიმდინარე ომზე: ჩვენ გვჭირდება ომიდან გამოსვლა და არა ესკალაცია

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასის განცხადებით, საჭიროა ირანის ომიდან გამოსვლის გზების ძებნა და არა ესკალაცია. ესკალაციისა და ქაოსის ნათელ მაგალითად მან...

კაია კალასი

1773921779

ახალი ამბები

პატრიარქის ნათლულები დღეს ავლაბრის მეტროდან სამების ტაძრამდე ფეხით მსვლელობას აწყობენ

დღეს, საღამოს 20:00 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ნათლულები ავლაბრის მეტროდან სამების ტაძრამდე ფეხით მსვლელობას აწყობენ. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. დღ...

საქართველოს საპატრიარქო