მარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთთან ჩვენი პარტნიორობა იმის ნათელი დასტურია, თუ როგორ შეუძლია მჭიდრო თანამშრომლობას საერთო მიზნები რეალურ საქმედ აქციოს
„ხელოვნური ინტელექტის (AI) სფეროში თანამშრომლობის გასაღრმავებლად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების ეროვნულ კომისიას (NDRC) შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ჩვენ შევქმენით ერთობლივი სამუშაო ჯგუფი“,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შანხაიში, „ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრაზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა
მარიამ ქვრივიშვილმა თქმით, საქართველო-ჩინეთს შორის პარტნიორობა უკვე კონკრეტულ, ხელშესახებ ინიციატივებად გარდაიქმნება.
„ჩინეთთან ჩვენი პარტნიორობა იმის ნათელი დასტურია, თუ როგორ შეუძლია მჭიდრო თანამშრომლობას საერთო მიზნები რეალურ საქმედ აქციოს. ეს თანამშრომლობა კიდევ ერთხელ გვახსენებს ფუნდამენტურ რეალობას: ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებს ხელოვნური ინტელექტის სრული პოტენციალის მხოლოდ საკუთარი ძალებით რეალიზებას. დიალოგი, ნდობა და საერთაშორისო პარტნიორობა არის ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი მმართველობის საფუძველი. არჩევანი, რომელსაც დღეს ვაკეთებთ, განსაზღვრავს, ხელოვნური ინტელექტი მსოფლიოსთვის იქცევა გამყოფ ხაზად თუ ძალად, რომელიც კიდევ უფრო გაგვაერთიანებს.
საქართველო მზად არის აქტიურად ითანამშრომლოს პარტნიორ სახელმწიფოებთან, ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, აკადემიურ წრეებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ერთობლივად შევქმნათ ხელოვნური ინტელექტის სანდო, ადამიანზე ორიენტირებული და ინკლუზიური მომავალი“, - განაცხადა მინისტრმა.
1784360224
ახალი ამბებისამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყაზბეგის რაიონული სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ფ...
1784359573
ახალი ამბებიშსს: ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემის ანონსში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს სამართალდამცველებმა უდანაშაულო პირს ძალის გამოყენებით აღიარებინეს დანაშაული, არ შეესაბამება სიმართლეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო აპრილში დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სამარ...
1784358323
ახალი ამბებითბილისში ბრალდებული ერთ-ერთ პირს ცივი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და მობილური ტელეფონი გასტაცა - 1 პირი ცხელ კვალზე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორ...
1784356402
მსოფლიოაშშ აცხადებს, რომ ირანზე საჰაერო დარტყმების მეშვიდე ტალღა დაასრულა
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ ამერიკულმა ძალებმა ირანზე დარტყმების მეშვიდე ტალღა დაასრულეს. ამის შესახებ X-ზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ც...
1784354822
სპორტიდღეს „ბორჯღალოსნები“ ჩილეს ნაკრებს დაუპირისპირდებიან
დღეს 18 ივლისს „ბორჯღალოსნები“ ჩილეს ნაკრებს დაუპირისპირდებიან. საქართველოს რაგბის კავშირის ცნობით, მსოფლიო რაგბი და ჩილეს რაგბის კავშირი აცხადებენ, რომ ერთა თასის მატჩი ჩილესა და საქართველოს შორის, რ...































