შსს: ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემის ანონსში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს სამართალდამცველებმა უდანაშაულო პირს ძალის გამოყენებით აღიარებინეს დანაშაული, არ შეესაბამება სიმართლეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო აპრილში დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სამართალდამცველებმა უდანაშაულო პირს ძალის გამოყენებით აღიარებინეს დანაშაული, არ შეესაბამება სიმართლეს.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემის ანონსში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ დაჭრის ფაქტს შეეხება.
ანონსში გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს სამართალდამცველებმა უდანაშაულო პირს ძალის გამოყენებით აღიარებინეს დანაშაული, არ შეესაბამება სიმართლეს.
საზოგადოების სრულყოფილად ინფორმირების მიზნით, განვმარტავთ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს: მიმდინარე წლის აპრილში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრეს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, დანაშაულის ადგილიდან დაახლოებით ორ კილომეტრში, პოლიციელებმა შეაჩერეს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი, რომლის პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს დანა.
აღნიშნული პირი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მან დანაშაულის ჩადენა აღიარა. მის მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული საპროცესო ღონისძიებები, იგი ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო ამოღებულ ცივ იარაღზე დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა და გაგრძელდა საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიების მიმდინარეობისას, დაჭრის ფაქტიდან მეორე დღეს, დუშეთის პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა დაკავებული პირის ნაცნობი, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნული დანაშაული თავად ჩაიდინა. მან სამართალდამცველებს ასევე მიუთითა დანაშაულის ჩადენის იარაღის ადგილმდებარეობა.
აღნიშნული პირის მიმართაც დაიწყო შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის დაინიშნა საჭირო ექსპერტიზები.ანონსში გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს ექსპერტიზის დასკვნის მიუხედავად თავდაპირველად დაკავებული პირი კვლავ პატიმრობაში იმყოფებოდა, არ შეესაბამება სიმართლეს.საქმეზე დანიშნულ ექსპერტიზებზე დასკვნები ივლისის თვეში იქნა მიღებული, კერძოდ:
1. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა (მათ შორის, ცივი იარაღის კვლევა) - 09.07.2026
2. მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნა (ტანსაცმელი, მიკრონაწილაკები) - 07.07.2026
3. დაზარალებულის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა - 03.07.2026.
დანაშაულის ჩადენის იარაღზე - დანაზე - ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, მეორე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საპროცესო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას სამართალდამცველების მხრიდან თავდაპირველად დაკავებული პირის მიმართ ძალადობას, იძულებას ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ადგილი არ ჰქონია.
იგი თანამშრომლობდა გამოძიებასთან, სამართალდამცველების მიმართ რაიმე სახის პრეტენზია არ გამოუთქვამს და დანაშაულის ჩადენა სასამართლო პროცესზეც დაადასტურა. სწორედ აღნიშნული გარემოებების საფუძველზე, მის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე.
შემდგომ, მხარეებს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რის საფუძველზეც მან პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ასევე, განვმარტავთ, რომ თავდაპირველად მან უარი განაცხადა ადვოკატის მომსახურებაზე, ხოლო მისი ინტერესების დაცვა ადვოკატმა მხოლოდ ივნისის თვიდან დაიწყო.
1784321326
მსოფლიოევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ისრაელს, თავი შეიკავოს დასავლეთ სანაპიროზე დასახლებების გაფართოებისგან
ევროკავშირმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ისრაელს, თავი შეიკავოს დასავლეთ სანაპიროზე დასახლებების შემდგომი გაფართოებისგან. „ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ისრაელს, თავი შეიკავოს დასახლებების გაფართოებისგა...
1784319346
მსოფლიონორვეგიაში მასშტაბურმა ხანძარმა 100-ზე მეტი სახლი გაანადგურა - ასობით ადამიანი ევაკუირებულია
ნორვეგიის დრამენის მუნიციპალიტეტში მასშტაბური ხანძარი საცხოვრებელ ზონაში გავრცელდა, რის შედეგადაც 100-ზე მეტი საცხოვრებელი შენობა დაიწვა, - ამის შესახებ NRK იტყობინება. როგორც მედია წერს, საგანგებო სი...
1784317849
საზოგადოებასპეციალისტების გაფრთხილება მოსახლეობას - ტკიპებისგან თავდაცვის წესები და დაავადების სიმპტომები
ზაფხულის სეზონზე ბუნებაში დასვენების პარალელურად, ტკიპების აქტივობა პიკს აღწევს. დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ინფექციონისტების განმარტებით, შესაბამისად მავნებლისგან ინფიცირების რისკი იზრდება. „სა...
1784315868
მსოფლიოAxios: აშშ-მა ისრაელს აცნობა, რომ ისრაელში დამატებით საწვავის შემავსებელ ათობით თვითმფრინავს აგზავნის
შეერთებულმა შტატებმა ისრაელს აცნობა, რომ ქვეყანაში დამატებით საწვავის შემავსებელ ათობით თვითმფრინავს აგზავნის. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ახალი, ფართო...
1784313938
ახალი ამბებინაფიც მსაჯულთა სასამართლომ დამნაშავედ ცნო კაცი, რომელმაც დმანისში ცოლი მოკლა - ბრალდებულს 18 წელი მიესაჯა
რუსთავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ. ინფორ...






























