მარიამ ქვრივიშვილი: საუკუნეების განმავლობაში საქართველო, თავისი სავაჭრო და სატრანსპორტო გზებით, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენდა, დღეს ჩვენ ვაგრძელებთ ამ ისტორიულ მისიას და ორ კონტინენტს შორის საიმედო ციფრულ კარიბჭედ ვყალიბდებით
„დღეს ჩვენ ვაგრძელებთ ისტორიულ მისიას და ორ კონტინენტს შორის საიმედო ციფრულ კარიბჭედ ვყალიბდებით“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შანხაიში, „ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრაზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, შავი ზღვის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, ახალ ფართომასშტაბიან მონაცემთა ცენტრებთან ერთად, მნიშვნელოვნად გააძლიერებს უსაფრთხო კავშირებსა და ციფრულ მედეგობას.
„საუკუნეების განმავლობაში საქართველო, თავისი სავაჭრო და სატრანსპორტო გზებით, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენდა. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ ამ ისტორიულ მისიას და ორ კონტინენტს შორის საიმედო ციფრულ კარიბჭედ ვყალიბდებით. შავი ზღვის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, ახალ ფართომასშტაბიან მონაცემთა ცენტრებთან ერთად, მნიშვნელოვნად გააძლიერებს უსაფრთხო კავშირებსა და ციფრულ მედეგობას. ეს კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს, როგორც სტრატეგიული ციფრული ჰაბის როლს და ახალ შესაძლებლობებს გააჩენს ინვესტიციებისა და კვლევებისთვის. ამ ამბიციური ხედვის განხორციელების გზაზე მტკიცე საერთაშორისო პარტნიორობა ჩვენთვის კვლავაც უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად რჩება. სწორედ ამიტომ, ორმხრივი ურთიერთობების ამაღლება საქართველო-ჩინეთის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე, ჩვენი კოლაბორაციის უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯია, რაც ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის სფეროში პარტნიორობის გასამყარებლად“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
1784360224
ახალი ამბებისამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყაზბეგის რაიონული სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ფ...
1784359573
ახალი ამბებიშსს: ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემის ანონსში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს სამართალდამცველებმა უდანაშაულო პირს ძალის გამოყენებით აღიარებინეს დანაშაული, არ შეესაბამება სიმართლეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო აპრილში დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სამარ...
1784358323
ახალი ამბებითბილისში ბრალდებული ერთ-ერთ პირს ცივი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და მობილური ტელეფონი გასტაცა - 1 პირი ცხელ კვალზე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორ...
1784356402
მსოფლიოაშშ აცხადებს, რომ ირანზე საჰაერო დარტყმების მეშვიდე ტალღა დაასრულა
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ ამერიკულმა ძალებმა ირანზე დარტყმების მეშვიდე ტალღა დაასრულეს. ამის შესახებ X-ზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ც...
1784354822
სპორტიდღეს „ბორჯღალოსნები“ ჩილეს ნაკრებს დაუპირისპირდებიან
დღეს 18 ივლისს „ბორჯღალოსნები“ ჩილეს ნაკრებს დაუპირისპირდებიან. საქართველოს რაგბის კავშირის ცნობით, მსოფლიო რაგბი და ჩილეს რაგბის კავშირი აცხადებენ, რომ ერთა თასის მატჩი ჩილესა და საქართველოს შორის, რ...































